კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
თებერვალი 2020 (155)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)

რა ოპერაცია ჩაატარეს „სიკვდილის ჯაშუშებმა“ სტალინის ბრძანებით

„სმერშის“ საიდუმლო

სამხედრო კონტრდაზვერვის ამ სპეცსამსახურზე, რომელიც 1943 წელს შეიქმნა და თავზარს სცემდა საბჭოთა კავშირის მტრებს, ახლაც ლაპარაკობენ. მხოლოდ 70 წლის შემდეგ მოეხსნა გრიფი „სრულიად საიდუმლო“ ათობით წარმატებულ ოპერაციას, რომლებიც „სმერშის“ („სიკვდილი ჯაშუშებს“) თანამშრომლებმა ჩაატარეს.

აგენტი უმაღლესი მთავარსარდლის ბანაკში

სამხედრო კონტრდაზვერვის მთავარი დანიშნულება იყო, არა მარტო „აბვერის“ წინააღმდეგ მოქმედება, არამედ საბჭოთა თანამშრომლების ჩანერგვა „რაიხის“ უმაღლეს ეშელონებში, გერმანულ სადაზვერვო სკოლებში, ასევე, დივერსიული ჯგუფების ლიკვიდაცია, სამშობლოს მოღალატეებთან ბრძოლა. აღსანიშნავია, რომ სახელწოდება „სმერში“ სტალინმა მოიგონა. წამოყენებულ წინადადებას, კონტრდაზვერვისთვის  „სმერნეში“ („სიკვდილი გერმანელ შპიონებს“) დაერქმიათ, უმაღლესმა მთავარსარდალმა საფუძვლიანი არგუმენტი შეაგება: „ლაპარაკია არა მარტო გერმანელ შპიონებთან ბრძოლაზე, ჩვენთან სხვა ქვეყნების სადაზვერვო ჯგუფებიც აქტიურად მოქმედებენ. დავარქვათ, უბრალოდ – „სმერშ“. რა თქმა უნდა, სტალინს თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ყველა წევრი დაეთანხმა. ახალი ორგანო მისი პირადი ხელმძღვანელობით შეიქმნა „აბვერთან“ საბრძოლველად, რომელმაც კრემლშიც კი შეაღწია.

დაწყებული 1942 წლის გაზაფხულიდან „აბვერმა“ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია „ვერმახტის“ მზადებას ზაფხულის შეტევაზე კავკასიასა და სტალინგრადზე. ამ მიზნით თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის სამდივნოში გერმანელებმა ბრიგადის კომისარი – ვლადიმირ მინიშკი ჩანერგეს. მინიშკი ომამდე საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტის აპარატის თანამშრომელი იყო, 1941 წლის ოქტომბერში კი ვიაზმასთან ბრძოლის დროს ტყვედ ჩავარდა. „აგენტი 438“ – ასეთი მეტსახელი მიიღო მან „აბვერში,“ რამდენიმე დღით ადრე სტალინგრადის ბრძოლის დაწყებამდე. მინიშკიმ კარგად მოირგო მზვერავის როლი, ის წერდა პროტოკოლს სახელმწიფო კომიტეტის სხდომების დროს და გერმანიის დაზვერვის ცენტრს საკმაო ინფორმაცია მიაწოდა, მათ შორის, სტალინგრადის მიმართულების ჯარებისა  და ქალაქის დაცვის ღონისძიებების შესახებ. „აგენტ 438-ის“ ხელში ჩაგდება ვერ მოხერხდა. როგორც ამბობდნენ, სტალინი თავის თავს არ ჰგავდა, საკმაოდ ეტყობოდა, რომ განრისხებული იყო. 1942 წლის გაზაფხულზე  ხარკოვთან მომხდარი კატასტროფა, პაულიუსის არმიის მარშით სვლა სტალინგრადისკენ, გერმანული სადაზვერვო სკოლებისა და სადივერსიო ჯგუფების გააქტიურება, კარნახობდა ისეთი სპეცსამსახურის შექმნის აუცილებლობას, რომელსაც უნარი ექნებოდა, არა მარტო წინააღმდეგობა გაეწია „აბვერისთვის“, არამედ ეჯობა მისთვის.

ოპერაცია „ბერეზინო“

გერმანიის დაზვერვას საგრძნობი დარტყმა მიადგა 1944 წლის ზაფხულში ოპერაცია „ბერეზინოს“ ჩატარებისას. 1944 წლის ზაფხულში ბელორუსიის ტყეებში ალყაში აღმოჩნდა 2 000-ზე მეტი გერმანელი პოდპოლკოვნიკ შერხორნის ხელმძღვანელობით. „აბვერმა“ ოტო სკორცენს დაავალა, ალყაში მოქცეული გერმანელებისგან დივერსიული ჯგუფი ჩამოეყალიბებინა, რომელიც წითელი არმიის ზურგში იმოქმედებდა. მაგრამ, სამი ჯგუფი, რომლებსაც მომავალ დივერსანტებთან კავშირი უნდა დაემყარებინათ, უკან აღარ დაბრუნდა. მხოლოდ მეოთხემ, ორი-სამი ღამის ძებნის შემდეგ შეძლო, აღმოეჩინა „ლიფტვაფეს“ თვითმფრინავები, რომლებიც დივერსიული ჯგუფისთვის ტვირთს ყრიდნენ. თუმცა, ყველა როდი მოხვდა დანიშნულების ადგილზე, რადგან ტყვედ ჩავარდნილი პოლკოვნიკ შერხორნის ნაცვლად, ჯგუფში პოდპოლკოვნიკი მაკლიარსკი ჩაინერგა, რომელიც შერხორნს ძალიან ჰგავდა. ჩაინერგა ასევე, სახელმწიფო უშიშროების მაიორი ვილიამ ფიშერი (რუდოლფ აბელი). „აბვერის“ ხელმძღვანელობამ შერხორნთან რადიოსეანსის შემდეგ, უბრძანა მას ჯგუფთან ერთად გზა გაეკვლია გერმანიისკენ, მაგრამ არც ერთი გერმანელი სამშობლოში აღარ დაბრუნებულა.

ნადირობა სტალინზე

„სმერშის“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ოპერაცია სტალინზე თავდასხმის განეიტრალება იყო. არაერთხელ ყოფილა მსგავსი მცდელობა, მაგრამ თავდასხმა, რომელიც საბჭოთა ბელადზე 1944 წლის ზაფხულისთვის დაიგეგმა, „აბვერმა“ საფუძვლიანად მოამზადა. თავიდან ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა. სმოლენსკის რაიონში დედამიწაზე დაშვების შემდეგ, დივერსანტი ტავრინი და მისი რადისტი ცოლი მოტოციკლზე დასხდნენ და მოსკოვს გაემგზავრნენ. ტავრინს წითელი არმიის მაიორის ფორმა ეცვა და მკერდზე საბჭოთა კავშირის გმირის ვარსკვლავი მიემაგრებინა. ჰქონდა აგრეთვე 39-ე არმიის „სმერშის“ განყოფილების უფროსის უტყუარი დოკუმენტები. სპეციალურად „მაიორისთვის,“ ბერლინში „პრავდის“ ნომერი დაბეჭდეს, სადაც გამოქვეყნებული იყო ბრძანებულება, მისთვის გმირის წოდების მინიჭების შესახებ. თუმცა „აბვერის“ ხელმძღვანელობამ არ იცოდა, რომ საბჭოთა აგენტმა გერმანიის დედაქალაქიდან უკვე შეატყობინა საბჭოთა ხელმძღვანელობას აქციის მომზადების შესახებ და მომენტალურად ამოქმედდა გეგმა „ჩაჭერა“.

მოტოციკლი რჟევ-მოსკოვის გზაზე პატრულმა შეაჩერა და დოკუმენტების საფუძვლიან შემოწმებას შეუდგა. ტავრინი აჩქარებდა მათ, თითქოსდა საჩქარო პაკეტი მიჰქონდა მოსკოვში. პატრულის უფროსმა ყურადღება მიაქცია „მაიორის“ პასუხს კითხვაზე, თუ საიდან მოდიოდნენ ისინი. ტავრინმა შორეული დასახლებული პუნქტი დაასახელა, სადაც მთელი ღამე განუწყვეტლივ წვიმდა, თუმცა მოტოციკლი და მისი მგზავრები მშრალები იყვნენ.

საეჭვო მგზავრები სამორიგეოში შეიყვანეს. შენობაში ცხელოდა. ტავრინმა ტყავის ქურთუკი გაიხადა და ცხადი გახდა, რომ ის არ იყო, ვისადაც თავს ასაღებდა. სკორცენმა, რომელიც „მაიორს“ ავარჯიშებდა, ყველაფერი გაითვალისწინა, გარდა ერთისა – გეგმა „ჩაჭერის“ მიხედვით, ჯილდოების ტარების ახალი წესი შემოიღეს... წამიერი შებრძოლება და დივერსანტი გადაგრეხილი ხელებით გაოგნებული უყურებდა ირგვლივ მყოფთ. შეეცადა, პროტესტი გამოეთქვა, მაგრამ პატრულმა შემოიყვანა მისი თანამგზავრი ქალი. შემოიტანეს მოტოციკლიდან ამოღებული რადიოსადგური, ასაფეთქებელი, ფულის დასტა და მანამდე არნახული იარაღიც.

საქმე ის იყო, რომ სტალინზე თავდასხმისთვის სპეციალურად „აბვერის“ ლაბორატორიებში ახალი რეაქტიული იარაღი „პანცერკნაკე“ დაამუშავეს – მინიატურული ყუმბარმტყორცნი. ის ადვილად თავსდებოდა ფარაჯის სახელოში. სათადარიგოდ, ტავრინი ასაფეთქებელი მოწყობილობითაც იყო აღჭურვილი, რომელიც პორტფელში ჰქონდა დამალული. იმ შემთხვევაში, თუ ტერაქტი პირველივე ცდისას ვერ მოხერხდებოდა, „მაიორს“ ბილეთიც ჰქონდა – 1944 წლის 7 ნოემბრის სხდომაზე დასასწრები მოსაწვევი, რომელიც მოსკოვში გაიმართებოდა. დაგეგმილი იყო, რომ დივერსანტს პორტფელი სხდომათა დარბაზში, პრეზიდიუმის ახლოს დაედო. ამის შემდეგ ტავრინი „აბვერთან“ რადიოთამაშებში გამოიყენეს და შემდეგ დახვრიტეს.

 

скачать dle 11.3