კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: ვიცი, რომ სახის კანზე განსაკუთრებით ცუდად მოქმედებს სტრესი. როგორ უნდა მოვუარო სახის კანს ასეთ შემთხვევაში?

პასუხი: კანზე სტრესი მართლაც ძალიან მძაფრად მოქმედებს – შედეგად, კანი დუნდება, კარგავს ფერსა და ელასტიკურობას, ჩნდება წვრილი ნაოჭები. არსებობს ამ პრობლემის მოგვარების რამდენიმე ხერხი, მაგალითად, სახის ოსტეოპათიური მასაჟი და აკუპუნქტურა. ოსტეოპათი ეხმარება კანს, შიგნიდან აღიდგინოს ახალგაზრდობა, ასწორებს ნაოჭებს და ხელს უწყობს საერთო რელაქსაციას; ნემსოთერაპია (აკუპუნქტურა) კი მუშაობს ზედაპირზე: ის ეხმარება  კანს ელასტინისა და კოლაგენის გამომუშავებაში; ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, ლიმფოდრენაჟს და, რაც მთავარია, იწვევს ენერგიის ადეკვატურ ცირკულაციას. აკუპუნქტურის შედეგად, სწორდება ნაოჭები, მცირდება თვალების ქვეშ გაჩენილი „ტომსიკები“, ცხრება კანის შეშუპება, იჭიმება კანი თვალების გარშემო და იკვეთება სახის ოვალი.

კითხვა: როგორ მოვუაროთ თმას დღის განმავლობაში?

პასუხი: დღეში 3-4-ჯერ გაშლილი თითებით „დაივარცხნეთ“ თმა შიგნითა მხრიდან, ძირებიდან – ღერების ბოლოებამდე, შემდეგ კი მთელ სიგრძეზე ჩამოივარცხნეთ ნატურალურჯაგრისიანი სავარცხლით. ხმარებიდან ამოიღეთ ხშირკბილებიანი სავარცხლები. აგრეთვე, არასასურველია ისეთი სავარცხლის გამოყენება, რომელსაც ბოლოში გაგანიერებული კბილები აქვს – ისინი შეამცირებს ვარცხნილობის მოცულობას. თუ თმის დახვევა გსურთ, გამოიყენეთ მსუბუქი ფიქსაციის საშუალებები სტაილინგისთვის.

 

 

скачать dle 11.3