კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

ადამი და ევა

რომანტიკა აუცილებელია!

 

შუა საუკუნეები წარსულს ჩაბარდა... აღარ არიან აღარც რაინდები და აღარც გმირები, რასაც ქალები, თავიანთი რომანტიკული ბუნებით, ძნელად ეგუებიან. რომანტიკა, რა თქმა უნდა, საჭიროა, აუცილებელიც კი; სხვანაირად, ცხოვრება ძნელი იქნებოდა. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გმირები ხელოვნურად უნდა შევქმნათ ჩვენს წარმოსახვაში. ქალები ამას ჩიხში შეჰყავს და, როცა რეალობას აწყდებიან, იმედგაცრუება პანიკაში აგდებთ.

ზღაპრებში ცუდი არაფერია, მაგრამ, მათგან პოზიტივი უნდა მივიღოთ და არა ნეგატივი. რომანტიკა აუცილებელია, ოღონდ, ურთიერთობაში და არა ფანტაზიებში. არსებობენ ქალები, რომლებიც ძერწავენ და ქმნიან გმირებს, მაგრამ ასეთები ძალიან ცოტაა. თუ არ იცით, ეს როგორ გააკეთოთ, ჯობია, საერთოდ არ მოჰკიდოთ ხელი საქმეს, რომელიც მარცხს განგაცდევინებთ. უმჯობესია, გიყვარდეთ რეალური ადამიანი თავისი ნაკლით, ვიდრე მითიური პერსონაჟი – უნაკლო აბსურდულობამდე. რისთვის გჭირდებათ ზღაპარში ცხოვრება, ეს ხომ საინტერესო არ არის?! ცხოვრება ბევრად უკეთესია, ადამიანები კი თავიანთი ინდივიდუალურობითა და ორიგინალურობით არიან საინტერესოები.

რომანტიკა მოსწონთ კაცებსაც, თუმცა ისინი ამაში გაცილებით მოზომილები არიან და ეს კარგია. გული ნუ დაგწყდებათ ზღაპრულ უფლისწულებზე, ისინი არც ისეთი უნაკლოები არიან, როგორც ზღაპრებში აღწერენ...

 

ყველაფერს შევძლებ!

 

„მე თავად შევძლებ ყველაფერს...“ „მოვერევი ყველა პრობლემას“, „შეუძლებელი არაფერია, მთავარია, ძალიან, ძალიან მოვინდომო“... – ძალიან მარტივი მეთოდია, იმუშაო საკუთარ თავზე და ჭეშმარიტად მიაღწიო დასახულ მიზანს. აუტოტრენინგი ქალსაც და კაცსაც ერთნაირად სჭირდება. საკუთარი თავის რწმენა დაგეხმარებათ ბედნიერების პოვნაში. თუ არ გჯერათ, რომ ყველაფერი შეგიძლიაო, რომ პრობლემების მოგვარებაში ხელს ვერაფერი შეგიშლით, ცხოვრება კიდევ უფრო გაგირთულდებათ. სულერთია, როგორია თქვენი რეალობა ახლა, ყველაფერი მაინც თქვენზეა დამოკიდებული.

მთავარია, საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობების გჯეროდეთ, მერე ფრთებსაც გაშლით და არც დაბრკოლებები შეგაშინებთ.

სხვათა შორის, ქალები უფრო ადვილად ახერხებენ ამას. მამაკაცებს მარცხი აშინებთ და იშვიათად მიდიან რისკზე, ხოლო, როცა მიდიან, არცთუ იშვიათად აგებენ, რადგან, რისკავენ იქ, სადაც არ უნდა გარისკონ.

ქალს შეუძლია, ჩაუნერგოს მამაკაცს საკუთარი თავის რწმენა. მამაკაცი უფრო სუსტია და ადვილად მართვადიც; უბრალოდ, ზოგიერთმა ქალმა არაფერი იცის საკუთარი შესაძლებლობების შესახებ.

რესურსი ყველა ადამიანშია, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ხარისხის, მაგრამ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ხშირად უთხარით საკუთარ თავს და თქვენს რჩეულსაც, „მე ყველაფერი შემიძლია!“ – და, მართლაც შეძლებთ ყველაფერს.

 

მე ასეთი ვარ!

 

შეიძლება, დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ, არცთუ ისე ცოტანი არიან წყვილები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში არიან ერთად და ამ ხნის განმავლობაში არცერთხელ არ უჩხუბიათ; ყველა პრობლემას, რომელიც მათ უჩნდებათ, ისინი მშვიდად განიხილავენ.

ყველა ოჯახს ბედნიერების საკუთარი ფორმულა აქვს. ზოგი წყვილი ჩხუბობს და მაინც ერთად არის... ერთი სიტყვით, სხვებს ნურასდროს მიჰბაძავთ. იყავით ის, ვინც ხართ. საყვარელმა ადამიანმაც ისეთი უნდა მიგიღოთ, როგორიც ხართ და თქვენც ზუსტად ასევე უნდა მოიქცეთ, რადგან, განხეთქილება ადამიანებს შორის სწორედ ერთმანეთის გადაკეთების სურვილს მოაქვს.

სისულელეა, ქოთანში ია იყოს ჩარგული და მისი ნაძვის ხედ გადაკეთება სცადოთ. შესაბამისად, ვერაფრით შეუცვლით ადამიანს ხასიათს, ვერ გადააჩვევთ მის ძვალ-რბილში გამჯდარ ჩვევებს – ეს გამორიცხულია და ყოველი მცდელობა გამოიწვევს მძაფრ უკურეაქციას. დაიწყეთ თქვენით: ჯერ მიიღეთ საკუთარი  თავი ისეთი, როგორიც ხართ სინამდვილეში. უკეთესობისკენ შეცვლა, პიროვნულ განვითარებაზე ზრუნვა, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ, ნუ დაატანთ თავს ძალას, ნუ გახდებით ისეთი, როგორიც უნდათ სხვებს, თუნდაც საყვარელ ადამიანს და ნუ მოითხოვთ იმავეს იმისგანაც.

ხშირად უთხარით საყვარელ ადამიანს: „გმადლობთ, რომ ჩემ გვერდით ხარ“, „რა ბედნიერებაა შენთან ერთად ცხოვრება,“ – მთავარია, სიყალბეში არ დაგადანაშაულონ. ეს ბედნიერი, მშვიდი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი პირობაა.

 

როლები

შეიცვალა!

 

დღეს რეალობას თვალს თუ გავუსწორებთ, დავინახავთ, რომ ქალისა და მამაკაცის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის – ურთიერთობის ფორმაც და ბალანსიც. ბევრია ისეთი შემთხვევა, როცა ქალი, თავის მეუღლესთან შედარებით, იერარქიული კიბის ზედა საფეხურზეა და ამაში გასაოცარი არაფერია. უბრალოდ, როცა ქალი ძალიან აქტიურია, მამაკაცი თავის როლს ვეღარ ხედავს,  რაც მის თვითშეფასებაზე უარყოფითად მოქმედებს. „შეცვლილი როლები“ იწვევს ჩხუბს, კონფლიქტებს, გაუგებრობებსა და სერიოზულ განხეთქილებასაც კი და, თუ გონიერებას არ გამოიჩენთ, განქორწინება გარდაუვალი იქნება.

მამაკაცი, როგორი პროგრესულიც არ უნდა იყოს ის, ძნელად ეგუება ქალის გაზრდილ როლს ცხოვრებაში, მით უმეტეს, თუ ის ამბიციურია, მამაკაცების დიდი უმრავლესობა კი სწორედ ასეთია.

ნუ გაგიკვირდებათ, თუ თქვენი მეუღლე აღფრთოვანებით არ შეხვდება თქვენს სურვილს, გაიკეთოთ კარიერა, მით უმეტეს, თუკი პარალელურად, ნებსით თუ უნებლიეთ, უმოქმედებაში ადანაშაულებთ – ბრალს სდებთ, რომ ზარმაცია და შურს თქვენი. კაცს წარუმატებლობა დეპრესიაში აგდებს. მხოლოდ იშვიათ გამონაკლისებს შეუძლიათ, დაბრკოლება სტიმულად აღიქვას და წინსვლა განაგრძოს. ცდებით, როცა ფიქრობთ, რომ ის ვალდებულია, თავად დაძლიოს პრობლემები, თქვენი დახმარების გარეშე და, საერთოდ არ ხართ ვალდებული, მხარში დაუდგეთ. თუ გიყვართ, თუ მასთან გინდათ ცხოვრება, თქვენი წარმატება მისთვის ტრაგედიად არ უნდა აქციოთ.

სიყვარული, ურთიერთგაგება და ურთიერთპატივისცემა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავიდეს უკანა პლანზე – მთავარი ეს არის და არა თქვენი კარიერული წარმატება. ეს წარმატებაც მისთვის – საყვარელი მამაკაცისთვის უნდა გინდოდეთ და მხოლოდ მაშინ იქნება თქვენი ურთიერთობა სრულფასოვანი.

скачать dle 11.3