კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: შეიძლება თუ არა, ჩავიტარო გვირილის ნაყენის 20-წუთიანი მჯდომარე აბაზანები სოკოვანი დაავადების დროს  და აქვს თუ არა ამას ეფექტი?

პასუხი:  ჯობია, მიმართოთ გინეკოლოგს, რომელიც დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას. დღეს ეს მეთოდები ჩანაცვლებულია შედარებით თანამედროვე საშუალებებით: ვაგინალური სანთლებით, აბებით.

კითხვა:  ვარ 25 წლის გოგო. ძალიან მოვიმატე წონაში, რის გამოც სტრიები გამიჩნდა მუცელზე, მკლავების შიდა მხარეს, თეძოებზე და ცოტა მკერდზეც (ჯერ კიდევ წითელი ფერისაა), რასაც საშინლად განვიცდი. იქნებ, მირჩიოთ სახლის პირობებში სტრიების გაქრობის ყველაზე ეფექტური გზა? პროფესიონალის რჩევა მჭირდება.

პასუხი:  დაუყოვნებლივ მიმართეთ ენდოკრინოლოგს, გამოსარიცხია ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია ან კუშინგის სინდრომი (დაავადება).

კითხვა: ტრავმატოლოგმა დამისვა დიაგნოზი: მარჯვენა მუხლის სახსრის კვირისტავის მედიალური იოგის დაზიანება/კვირისტავის ლატერალიზაცია. მითხრა, რომ საჭიროა ოპერაცია – კვირისთავის მედიალური იოგის პლასტიკა. არის თუ არა ამ შემთხვევაში ოპერაცია ერთადერთი გამოსავალი, თუ, შესაძლებელია სხვა ტიპის მკურნალობაც?

პასუხი:  ამ შემთხვევაში მკურნალობა ოპერაციულია.

კითხვა:  საკუთარი კბილი საშუალოდ რამდენი წელი გამიძლებს?

პასუხი:  ეს დამოკიდებულია თქვენი კბილების და თქვენს ზოგად ჯანმრთელობაზე. თუ კბილი დაზიანებული არ არის, შესაძლოა, ცხოვრების ბოლომდეც კი გაგიძლოთ. 

კითხვა:  რას ნიშნავს გიიენ-ბარეს სინდრომი და რა ემართება ამ დროს ადამიანს?

პასუხი:  გიიენ-ბარეს სინდრომი პერიფერიული ნერვული სისტემის ერთ-ერთი დაავადებაა, რომელიც პერიფერიული დამბლების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია. ამ დროს ხელებსა და ფეხებში ირღვევა მოძრაობითი ან მგრძნობელობითი ფუნქციები. ზოგს აღენიშნება სხვადასხვა ჯგუფის კუნთების ტკივილი. ხშირად პაციენტებს უძნელდებათ ყლაპვა, გაორებული აქვთ მხედველობა. მგრძნობელობის დაკარგვა და კუნთების სისუსტე იწყება ქვედა კიდურებში და რამდენიმე ხანში ზედა კიდურებზეც ვრცელდება. ზიანდება მიმიკური კუნთები, დაავადების მძიმე შემთხვევაში კი ირღვევა შარდვის გამოყოფაც. საბედნიეროდ, გიიენ-ბარეს სინდრომი ერთ-ერთია იმ მძიმე დაავადებებს შორის, რომელიც, სწორი მკურნალობისას, უმრავლეს შემთხვევაში, პაციენტთა სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება.

კითხვა:  ვარ  22 წლის და ამ ბოლო პერიოდში შევამჩნიე, რომ უმიზეზოდ მიბუჟდება მარცხენა ხელი, რაც რამდენიმე წუთი გრძელდება. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს?

პასუხი: უნდა მიმართოთ ნევროპათოლოგს. შესაძლოა, მიზეზი ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზია, ან განსაზღვრული ცხოვრების წესი და საქმიანობა, რომელიც ხელების ერთ პოზიციაში ხანგრძლივად გაჩერებას მოითხოვს. ბოლო წლებში, კომპიუტერული ტექნოლოგიების გავრცელებასთან ერთად, ეს სინდრომიც გახშირდა, თუმცა, კონკრეტული მიზეზის დადგენა მხოლოდ ექიმთან უშუალო ვიზიტის შემდეგ არის შესაძლებელი.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

 

скачать dle 11.3