კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ენდოკრინოლოგიური ცენტრი MG

როგორ ავიცილოთ თავიდან ჩიყვის და დიაბეტის გართულებები   

 

ნდოკრინოლოგიური დაავადებები ბოლო ათწლეულების ერთ-ერთი აქტუალური  პრობლემაა.  სტრესი, ეკოლოგიურად რთული გარემო, გენეტიკა ამ დაავადებების გამომწვევ  ფაქტორებად  არის აღიარებული. ბოლო წლებში საქართველოში საგრძნობლად იმატა ჩიყვით და დიაბეტით დაავადებულთა რიცხვმა. როგორც მედიკოსები ამტკიცებენ,  დიაბეტი და ჩიყვი განაჩენი არ არის.  დღეს თბილისში არაერთი ცნობილი ენდოკრინოლოგიური ცენტრი მუშაობს. ამ კლინიკათა შორისაა ენდოკრინოლოგიური ცენტრი MG, რომელსაც ათწლეულების გამოცდილება აქვს. ცენტრის საქმიანობის ძირითადი პროფილი    ენდოკრინოლოგიური დაავადებების  პრევენცია, კვლევა-დიაგნოსტიკა და მკურნალობაა.  როგორ ავირიდოთ თავიდან ის გართულებები, რაც ენდოკრინოლოგიურ დაავადებებს შეიძლება მოჰყვეს, ამის შესახებ ენდოკრინოლოგიური ცენტრ MG-ის ხელმძღვანელს, ქალბატონ მანანა გაბისონიას გავესაუბრეთ, რომელსაც ენდოკრინოლოგიაში მუშაობის ოცდაათწლიანი გამოცდილება აქვს.  

მანანა გაბისონია: ენდოკრინოლოგიური ცენტრი MG დაფუძნდა ქალაქის ყოფილი დისპანსერის ბაზაზე, რომელიც წლების განმავლობაში, თბილისის ერთ-ერთი მთავარი ენდოკრინოლოგიური ცენტრი იყო. შესაბამისად, ჩვენს ცენტრში მუშაობენ გამოცდილი და  მაღალი კვალიფიკაციის ექიმები – ნანა იზაშვილი, ნათელა მარგველაშვილი  და სხვები, რომელთაც პრაქტიკულ ენდოკრინოლოგიაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ.  მე თავად ძალიან მეამაყება, რომ მოვასწარი და გავიარე  ვაჟა ივერიელის ცნობილი  სკოლა,  რაც ძალიან გამომადგა ჩემს პროფესიულ საქმიანობაში.  ენდოკრინოლოგიური დაავადებები დაკავშირებულია სტრესთან, ეკოლოგიურ პრობლემებთან. ამ ფაქტორებით არის გამოწვეული, რომ  ჩვენთან  ძალიან მოიმატა ენდოკრინოლოგიური დაავადებების რიცხვმა, განსაკუთრებით გახშირდა დიაბეტი და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები.

– რა არის თქვენი სამედიცინო ცენტრის საქმიანობის  მთავარი პროფილი?

–  ყველა ის მიმართულება, რასაც მოიცავს ენდოკრინოლოგია. ლაბორატორიული, ულტრაბგერითი გამოკვლევებით ხდება დაავადებათა  ზუსტი დიაგნოსტიკა, შემდეგ დგება მკურნალობის სრული კურსი. ამ დაავადებების ჩამონათვალშია  შაქრიანი დიაბეტი, უშაქრო დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, თირეოტოქსიკოზი, ჰიპოთირეოზი, თირეოდიტები, ფარისებრი ჯირკვლისა და  თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები. ცენტრში  კეთდება ფარისებრი ჯირკვლის ბიოფსია. ცენტრი მონაწილეობს შაქრიანი და უშაქრო დიაბეტის სახელმწიფო პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც  პაციენტებს უტარდებათ პოლიპროფილური (ნევროლოგი, ანგიოლოგი, კარდიოლოგი, ოკულისტი) კონსულტაციები. ჩვენ გავითვალისწინეთ ის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რაც პირდაპირ ეხება  ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს. შესაბამისად, ცენტრის შიდა სტანდარტით, ამ პროგრამის ფარგლებში  დიაბეტიან პაციენტებს ძალიან ხელსაყრელ პირობებს ვთავაზობთ. 

– როგორ მივხვდეთ, რომ გვაქვს ფარისებური ჯირკვლის დაავადება? როდის მივმართოთ ექიმს? 

–  სიმპტომატიკა საკმაოდ მრავალფეროვანია. თუ იღლებით ადვილად, გაწუხებთ  აპათია - უხალისობა, საერთო სისუსტე, სახის, განსაკუთრებით ქუთუთოების შეშუპება, კიდურების შეშუპება, კანის სიმშრალე, სხეულის წონის მატება, მეხსიერების გაუარესება, ყაბზობა, შფოთვა,  ხშირად ტირილი, ხელების ან მთელი სხეულის კანკალი, თვალის კაკლების ბუდიდან წინ წამოწევა, ცრემლდენა, თვალებში ფხაჭნის  შეგრძნება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ენდოკრინოლოგიური  დაავადებების დროს ძალიან მნიშვნელოვანია დროული ვიზიტი ექიმთან.  დიაბეტის დროს განსაკუთრებით  ყურადღებამისაქცევია  დიეტა, ცხოვრების ჯანსაღი წესი, და უმთავრესად, ექიმის დროული ჩარევა, მკურნალობის  სწორი კურსი,  რათა თავიდან ავიცილოთ  ის გართულებები, რაც  დიაბეტსა და სხვა ენდოკრინოლოგიურ დაავადებებს  მოსდევს. 

სამედიცინო ცენტრ MG-ში ჩვენ რამდენიმე მადლიერ პაციენტს გავესაუბრეთ. მათ შორის იყო ქალბატონი ხაშურიდან. 

მადონა ლომსაძე (42 წლის): ქალბატონ მანანასთან ძალიან რთულ მდგომარეობაში მყოფი მოვედი. ჩემი ჯანმრთელობის პრობლემები გართულებული იყო, მაგრამ  ჩამიტარდა სრული დიაგნოსტიკური კვლევა და  დამიდგინდა შაქრიანი დიაბეტი.  დამენიშნა მკურნალობის კურსი, რომელსაც  ექიმის კონსულტაციებით გავდივარ.  დღეს ბევრად უკეთესად ვგრძნობ თავს, მოწესრიგდა გლიკემია, დამიბრუნდა ცხოვრების ხალისი,  რისთვისაც ქალბატონ მანანას და ამ ცენტრის მაღალპროფესიონალი  ექიმების უზომოდ  მადლიერი ვარ.  

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ტელეფონებზე: 2 74 64 97; 5 99 29 99 29; 5 99 22 02 09; 555 20 24 54.

წინანდლის ქ ¹9 (ყოფილი არამიანცის ტერიტორია). 

 

скачать dle 11.3