კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაბნეული „ქაჩლები“

პრემიებს + ხელფასი

 

შესაძლოა, იმ მიზეზით, ქაჩალმა ჯერ არ მოიფხანა, ბოლოს, მოიგლიჯაო, ამ ჩვენს ღია საზღვრების გადამკიდე, ორიოდე თვის წინათ მთავრობამ ისე გადაამლაშა („უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონში“ ცვლილებების შეტანით), რომ მოახერხა და უცხოელ სტუდენტებს, ტურისტებსა და თვით ინვესტორ-დიპლომატებსაც კი შეუქმნა პრობლემები.

ჰოდა, რაკი შეუქმნა, იუსტიციის სამინისტრომ აწ უკვე ახალი ცვლილებები მოამზადა (ზემოხსენებულ კანონში შესატანად) „იმ ხარვეზების გამოსასწორებლად, რომლებიც 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედებულმა ახალმა სავიზო და საიმიგრაციო წესებმა გამოიწვია.“

მეტიც, ეს ახალი ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო და, თუ გავითვალისწინებთ, რომ იუსტიციის სამინისტრო მას შემდეგ დაქიჩმაჩდა (ახალი ცვლილებებისთვის), რაც პრემიერ-მინისტრმა შეახურა და უცხოელებს ბოდიშიც კი მოუხადა ახალი სავიზო პოლიტიკით შექმნილი პრობლემების გამო (სულ რაღაც, ერთიოდე თვის წინათ), ისმის კითხვა: იუსტიციის სამინისტროსა და პარლამენტში ერთი ადამიანი მაინც რატომ ვერ მიხვდა წინასწარ, რომ ახალი რეგულაციები პრობლემებს შექმნიდა?

ვითომ, ხელფასისა და პრემიების ჯამმა დააბნიეს?! – 

скачать dle 11.3