კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (52)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

როგორ უწყობს ხელს კომპანია „დენტსტალი“ საქართველოში სტომატოლოგიის განვითარებას და რა შანსს აძლევს ის მომავალ სტომატოლოგებს

კომპანია „დენტსტალს“ საქართველოში იცნობს ყველა, ვისაც კი სტომატოლოგიასთან შეხება ჰქონია. სწორედ „დენტსტალი“ ამარაგებს სტომატოლოგიურ კლინიკებს საუკეთესო სახარჯი მასალებითა და ტექნიკური საშუალებებით და, თუკი დღეს ჩვენთან შესაძლებელია, მივიღოთ ევროპული ხარისხის სტომატოლოგიური მომსახურება, ეს დიდწილად „დენტსტალის“ დამსახურებაა. გარდა ამისა, „დენტსტალის“ დამფუძნებელი ნუკრი ბეჟუაშვილი მუდმივად ზრუნავს საქართველოში სტომატოლოგიის განვითარებაზე და ამ მიმართულებით ერთგვარ ქველმოქმედებასაც ეწევა – ზრუნავს რეზიდენტებისა და ექიმების ცოდნის დონის გაღრმავებასა და მათი კლასიფიკაციის ამაღლებაზე. ამ მიზანს ემსახურებოდა სტომატოლოგიური „ოლიმპიადა 2014“, რომელიც თბილისის თერაპიული სტომატოლოგიის რეზიდენტურებს შორის გაიმართა. ობიექტურმა ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული რეზიდენტები კბილის მხატვრულ რესტავრაციასა და ენდოდონტიაში.

„დენტსტალმა“ ორი პრიზიორი ლაზერის შემსწავლელ კურსებზე გაგზავნით დააჯილდოვა. ისინი ისწავლიან იტალიაში, ქალაქ ვენეციაში. ბილეთების, სასტუმროსა და სწავლების ხარჯებს სრულად აფინანსებს „დენტსტალი“.

სტომატოლოგიური „ოლიმპიადა 2014-ის” ხელმძღვანელს, ექიმ-სტომატოლოგ მაკა ქუთათელაძეს, „თბილისელები“ სასტუმრო „შერატონში,“ რეზიდენტების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიის დასრულების შემდეგ გაესაუბრა.

 

მაკა ქუთათელაძე: როგორც უკვე იცით, თერაპიულ სტომატოლოგიაში ოლიმპიადის ჩატარება რეზიდენტებს შორის, კომპანია „დენტსტალის“ დამფუძნებლისა და პრეზიდენტის, ბატონ ნუკრი ბეჟუაშვილის ინიციატივა და იდეა იყო. ბატონი ნუკრი ძალიან ქველმოქმედი პიროვნებაა და სულ აქვს ისეთი იდეები, რომლებითაც სტომატოლოგიის განვითარებას უწყობს ხელს. იგი საკუთარი ინიციატივითა და ფინანსებით ატარებს კონკურსებს, ოლიმპიადებს, მასტერკლასებსა და ლექცია-სემინარებს როგორც თბილისის, ასევე, რეგიონის სტომატოლოგებისთვის. მოხარული ვარ, რომ მეც მერგო წილად ბედნიერება, ამ კონკრეტულ ღონისძიებაში მის გვერდით ვყოფილიყავი. ოლიმპიადის ხელმძღვანელად ექიმი-სტომატოლოგი სჭირდებოდათ, გამიწიეს რეკომენდაცია და მეც დავთანხმდი. სხვათა შორის, თავიდან მეგონა, რომ რთული არ იქნებოდა ოლიმპიადის ორგანიზება, მაგრამ, ისეთი შრომატევადი აღმოჩნდა, ორი სამსახური მაქვს და, მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერცერთგან ვერ მივდიოდი. ბევრი დრო, ენერგია და ფინანსები დაიხარჯა, თუმცა, შედეგით ყველა ძალიან კმაყოფილია. 

– ფინანსები, როგორც ვიცი, მთლიანად ბატონმა ნუკრიმ, ანუ „დენტსტალმა“ გაიღო.

– დიახ. რეზიდენტებისთვის ოლიმპიადაში მონაწილეობა აბსოლუტურად უფასო იყო. რეგიონებშიც დავიწყეთ მასტერკლასებისა და სემინარების ჩატარება. აბსოლუტურად ყველა ექიმს ეძლევა შანსი, სრულიად უსასყიდლოდ დაესწროს მათ და აიმაღლოს კვალიფიკაციის დონე; ასევე, მიიღოს საკმაოდ კარგი და მათი პროფესიისათვის საჭირო საჩუქრები. ყველა მსმენელი იღებს ამ საჩუქარს. ეს არის კომპანიის მიერ ბაზარზე შემოტანილი, საუკეთესო ხარისხის ბჟენები, საუბარია ჰელიო-ბჟენებზე, ნანო და მიკროჰიბრიდებზე, „გრაფინიასა“ და „გრაფნიზე“. ეს ბჟენები ექიმებს სრულიად უსასყიდლოდ დაურიგდათ. კომპანია „დენტსტალს“ ყველაზე დიდი ადგილი უკავია საქართველოში სტომატოლოგიური ტექნოლოგიებისა და სახარჯო მასალების ბაზარზე. ბატონი ნუკრი არის ბიზნესმენი, რომელიც რეალურად ზრუნავს იმაზე, რომ საქართველოშიც ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს ხარისხიანი, მაღალი სტანდარტების შესაბამისი სტომატოლოგია, ჩვენმა სტომატოლოგებმა კი, რომლებიც მართლაც კარგი სპეციალისტები არიან, აიმაღლონ კვალიფიკაციის დონე. „დენტსტალს“ თავისი სტომატოლოგიური კლინიკებიც აქვს, სადაც რეზიდენტებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი, მიიღონ შესაფერისი განათლება და პრაქტიკა. „დენტსტალი“ ყველა სტომატოლოგსა თუ სტომატოლოგიურ კლინიკას აძლევს საშუალებას, ხელმისაწვდომ ფასად შეიძინონ ყველაფერი, რაც კი საჭიროა სტომატოლოგიაში და, რა თქმა უნდა, მის მიერ შეტანილი პროდუქცია ყოველთვის არის ძალიან მაღალი სტანდარტის – ისეთი, როგორიც მიღებულია და გამოიყენება ევროპის წამყვან კლინიკებში. ძალიან მწყდება გული, რომ ასე უჭირთ დღეს ჩვენს რეგიონებს. იქ არ არის ტექნიკური ბაზა, თორემ, ექიმები ძალიან კარგი გვყავს. ბატონი ნუკრი ხშირად აწვდის მათ სახარჯ მასალებს და მასტერკლასებზე დასწრების საშუალებასაც აძლევს, მაგრამ, ეს არ არის საკმარისი – აუცილებელია, სახელმწიფომაც იზრუნოს მათზე. რთულია, ექიმს ელაპარაკო ნანო-ტექნოლოგიებზე, მოსთხოვო მას ხარისხი, როცა ელემენტარული პირობები არ აქვს. ამას ვერავინ გამოასწორებს – ვერც სტომატოლოგიური ასოციაცია და ვერც კერძო კომპანიები.

– ქალბატონო მაკა, რეზიდენტებმა როგორ წარმოაჩინეს თავი?

– არაჩვეულებრივად. ძალიან კმაყოფილები ვართ. ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი მომავალი კოლეგები მყავს, ძალიან კარგად იმუშავეს. ჟიურიც, რომელიც საკმაოდ კვალიფიციური, ჭკვიანი და გამოცდილი სპეციალისტებით დავაკომპლექტეთ და შეფასებაც ძალიან ობიექტურად მოხდა, აღფრთოვანებული დარჩა რეზიდენტების ნამუშევრებით.

– და... „დენტსტალმა“ გამარჯვებულები საკმაოდ სოლიდური პრიზებით დააჯილდოვა.

– დავიწყებ იმით, რომ საჩუქარი მიიღო ყველა მონაწილემ. დაჯილდოვდნენ რეზიდენტურების ბაზებიც და მათი ხელმძღვანელებიც. რაც შეეხება ორ გამარჯვებულ რეზიდენტს, მათ „დენტსტალი“, ბატონი ნუკრი, თავისი ხარჯებით გზავნის იტალიაში ლაზერული თერაპიის შემსწავლელი კურსების გასავლელად, სადაც, ფაქტობრივად, კიდევ ერთ პროფესიას დაეუფლებიან. მე სულ ვამბობ, რომ ნამდვილი პროფესიონალიზმი არის პიროვნების დამოკიდებულება საქმის მიმართ. ეს არ ნიშნავს რაიმე განსაკუთრებული მეთოდის ცოდნას, მთავარია, როგორ იყენებ შენს პროფესიულ რესურსსა და ცოდნას შენს ქვეყანაში შენი დარგის განვითარებისთვის. მე ძალიან ვწუხვარ, რომ რამდენიმე სარეზიდენტურო ბაზამ არ მიიღო მონაწილეობა ამ ოლიმპიადაში – ამით მათმა რეზიდენტებმა არაჩვეულებრივი შანსი დაკარგეს. პირადი ამბიციით ფუჭდება დიდი და კარგი საქმე, რაც ეს არ არის სწორი. რეზიდენტურაში მისულ ახალგაზრდას ცოდნასთან ერთად უნდა მიეცეს ყველა შანსი პროფესიული წინსვლისთვის და ამაში  მათ ხელი არაფერმა არ უნდა შეუშალოს. ოლიმპიადა იქნება ყოველწლიური, აღმოაჩენს კარგ, ჭკვიან, განათლებულ რეზიდენტებსა და ექიმებს და დააჯილდოებს არაჩვეულებრივი საჩუქრებით.

 

скачать dle 11.3