კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დაუწუნეს გურამ ფირცხალავას თეატრალურ ინსტიტუტში

ახალი ჩამოსული ვარ ჯარიდან და პირდაპირ სამხედრო ფორმით მივაშურე თბილისის თეატრალურ ინსტიტუტს.

გავედი გამოცდაზე.

მისაღებ გამოცდაზე მკაცრი კომისიაა.

მომცეს ასეთი შინაარსის ეტიუდი:

„ვარ ქუჩაში. მშია. ფული არ მაქვს – არც ერთი კაპიკი არ მიდევს ჯიბეში. უცბად, ვხედავ, აგერ გდია პორტმანი, რომელშიც, რა თქმა უნდა, გარკვეული თანხაა. ბუნებრივია, მშიერმა კაცმა ეს პორტმანი უნდა ავიღო, მაგრამ, პარალელურად, ვხედავ, რომ სანოვაგით სავსე ჩანთებით დატვირთულ ქალს დავარდნია...

ქალი ეძებს თავის პორტმანს. რა თქმა უნდა, პორტმანი მე მაქვს აღებული... ქალი კი პორტმანს ეძებს.”

კომისია მეკითხება, როგორ მოვიქცევი მე და, ეს ყოველივე უნდა ავხსნა მოქმედებით.

– ეძებს ქალი! – გამაფრთხილა კომისიის თავმჯდომარემ, – თავის პორტმანს ეძებს. როგორ იქცევი ახლა შენ?

მივიხედ-მოვიხედე. არავინ ჩანს და ამ ქალს „ავეთესე“, ამოვეფარე სახლის კუთხეს, იმ შემთხვევაში – დეკორაციას.

დამთავრდა ეტიუდი.

აჩურჩულდნენ ერთმანეთში კომისიის წევრები და გამომიცხადეს:

– „ხუთიანი” უნდა დაგვეწერა და „სამიანს” გიწერთ.

– რატომ? – ალალად გამიკვირდა მე.

– იმიტომ, შვილო, რომ, – მიხსნის კომისიის თავმჯდომარე, – მსახიობი აბსოლუტურად მართალი უნდა იყოს.

– კი მაგრამ, მე რატომ ვარ „არამართალი“?

– იმიტომ, რომ, ფული უნდა დაგებრუნებია კანონიერი მფლობელისთვის.

ამასხა სისხლმა თავში:

– ძალიან მართალი ვარ! მართალი ვარ მე!

– როგორ? – ისევ კომისიის თავმჯდომარე მეკითხება.

– ხომ მითხარით, რომ მე ვარ მშიერი და ვიპოვე პორტმანი?

– კი, ვთქვით...

– ჰოდა, რაღად უნდა ამ ქალს პორტმანი – ორი ჩანთა სანოვაგე უყიდია და იმდენი ფული კიდევ მორჩენია, რომ მე ვიპოვე-მეთქი?! სხვას ყველაფერი და მე – არაფერი-მეთქი?!

ატყდა სიცილი და რა სიცილი.

და... ჩავირიცხე თეატრალურში – ივარგებს ესო...

გურამ ფირცხალავას ნაამბობის მიხედვით 

 

скачать dle 11.3