კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთან არ აქვს ქართველ გოთს, სანდრო მანსონს, ფარული ომი და რა შეცვალა მის ცხოვრებაში გოთიკამ

სანდრო მანსონი გოთური სუბკულტურის მიმდევარია. განსხავვებული სტილის გამო, მის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაც განსხვავებულია, თუმცა თავად ამას პრობლემად არ მიიჩნევს. ფიქრობს, რომ გოთიკამ საკუთარი თავი აპოვნინა და მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა.  

– სანდრო, როგორ გახდით გოთი?   

– ბავშვობიდან ვიყავი დაინტერესებული გოთიკური არქიტექტურითა და ხელოვნებით. ვკითხულობდი გოთიკურ ნაწარმოებებსა და წიგნებს. მწერლებიდან გამოვარჩევდი ედგარ ალან პოს, ბრეიმ სტოკერსსა და ენ რაისს.  გოთიკური არქიტექტურიდან განსაკუთრებით გამოვარჩევ: სენ-პიერ დე ბოვეს ტაძარს, ამიენის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარს, საგრადა დე ფამილი და სენ-მარი დე ლუბეკის ეკლესიას. დროთა განმავლობაში, როდესაც წამოვიზარდე, ინტერნეტის საშუალებით მოვიძიე უფრო მეტი ინფორმაცია გოთიკაზე და გოთიკური სუბკულტურის შესახებ. აღმოვაჩინე, რომ ჩემი ხასიათი შეესაბამებოდა ამ მიმდინარეობას იდეოლოგიითა და აზროვნებით. 

– როგორ შეხვდა თქვენი ოჯახი და საახლობლო წრე თქვენს გატაცებას ამ სუბკულტურით?

– საბედნიეროდ, ჩემი ოჯახის წევრებიც ხელოვანები არიან. თავიდან მათ ეგონათ, რომ ეს უბრალოდ, გატაცება იქნებოდა. თუმცა, ისინი ყოველთვის პატივისცემით ეკიდებიან ჩემს ინტერესებს და დროთა განმავლობაში, ჩემი დახმარებით უკეთ გაეცნენ ამ სუბკულტურას. ახლა უკვე იციან, რომ ეს მხოლოდ გატაცება არ არის და ჩემი ცხოვრების ნაწილია. ჩემი მეგობრების უმეტესობაც ამ სუბკულტურის წარმომადგენელია. რა თქმა უნდა, რაღაც წინაღობებიც იყო, მაგრამ ამას ჩემთვის ხელი არ შეუშლია განვითარებაში. ცხოვრება მოულოდნელობითაა აღსავსე, მაგრამ მე ვერავინ შემცვლის. როგორც ჩემს საყვარელ გამონათქვამშია: „გააკეთე ის, რაც  გსურს, ადამიანები მაინც მთელი ცხოვრება განგსჯიან“.                                                                                              

– წლების წინ, ტრადიციული, კონსერვატიული  ქართული საზოგადოებისთვის ეს სუბკულტურა იყო მიუღებელი. რა ბარიერის გადალახვა მოგიწიათ და რა შეიცვალა ამ მხრივ ქართულ რეალობაში? 

– როდესაც დავიწყე გოთიკური იმიჯის ტარება, სკოლაში შემექმნა პრობლემები,  რადგან მთელს სასწავლო ცენტრში განსხვავებული ვიყავი.  ხალხი ჩემს სანახავად სხვა სართულებიდან მოდიოდნენ. ზურგს უკან მჭორავდნენ,  მაგრამ მე მაინც არ შევცვლილვარ და დღემდე ჩემს სტილზე ვარ. საქართველოში ნებისმიერ სუბკულტურას აკნინებენ და ცდილობენ, გარიყონ განსხვავებული ხალხი, ასე იყო ადრეც და ახლაც ასეა, მაგრამ მე იმედი მაქვს, სიტუაციის გამოსწორებას შევძლებთ და ხალხს ჩვენზე ისეთ წარმოდგენას შევუქმნით, როგორებიც სინამდვილეში ვართ.

– რას მოიცავს ეს სუბკულტურა? რა ჩარჩოს და წესს,  რა რიტუალების დაცვას გიწესებთ?

– გოთიკა არის მიმდინარეობა, რომელიც მოიცავს ხელოვნების სხვადასხვა დარგს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ესთეტიკას. ეს სუბკულტურა ხასიათდება რომანტიზმითა და ნეორომანტიზმით. გოთიკური სუბკულტურა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია გავრცელებული, რომელიც წარმოიშვა 80-იან წლებში, გოთიკური როკის სცენაზე. ის მოიცავს ლიტერატურას, მუსიკას, მხატვრობასა და არქიტექტურას. გოთიკა არ მოიცავს არავითარ რიტუალებსა და დაჯგუფებებს.

– საქართველოში დღეს ბევრი მსგავსი მიმდინარეობაა, როგორი ურთიერთობა გაქვთ ერთმანეთთან ამ საკმაოდ არაორდინარული გარეგნობის ადამიანებს? 

– არაორდინარული გარეგნობის ადამიანები საქართველოში არცთუ ისე ცოტაა, მაგრამ მე ყველასთან კონტაქტი არ მაქვს. არსებობენ ისეთებიც,  რომლებიც მოდის გამო ირგებენ ამ სტილს და მათთვის ეს დროებითია. მე, რაღა თქმა უნდა, ვმეგობრობ გოთებთან,  მაგრამ მაქვს ურთიერთობა სხვა სუბკულტურის წარმომადგენლებთანაც. ძირითადად, ივენთებსა და კონცერტებზე ვხვდებით ერთმანეთს და ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. მაგრამ, არსებობს კატეგორია, რომელთანაც არ ვმეგობრობ გარკვეული მიზეზების გამო.

– არის თქვენს შორის ფარული ომი?

– ამ ყველაფერს ომს ვერ დავარქმევდი, მაგრამ არის ხალხი, რომელთანაც, უბრალოდ, ურთიერთობა არ ღირს და არ მივიჩნევ საჭიროდ.

–  როგორ შეცვალა თქვენი ცხოვრება ამ მიმდინარეობამ? 

– ჩემი საინტერესო სტილის გამო, ბევრი ადამიანი და მათ შორის ფოტოგრაფიც, ინტერესდება ჩემით. ხშირად მიწევს მათთან თანამშრომლობა. უპირველესად, ამ სუბკულტურამ საკუთარი თავი, ანუ ჩემი პიროვნება მაპოვნინა, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს ცხოვრებაში. გოთიკას ჩემთვის არაფერი წაურთმევია, თუ არ ჩავთვლით ხალხის აგრესიულ დამოკიდებულებას ჩემი განსხვავებული სტილის გამო,  მაგრამ მე ამას დანაკარგად არ მივიჩნევ.

– ამბობენ, რომ გოთებს უცნაური რიტუალები აქვთ,  რას ემსახურება ეს?

–  გოთებს არ გვაქვს არავითარი რიტუალები. ეს ყველაფერი ხალხის მოგონილი და შექმნილია. გოთებს იზიდავთ სასაფლაოზე სეირნობა, რადგან იქ სიმშვიდეა.  გოთებს არ უყვართ ხალხმრავლობა. ყოველთვის ცდილობენ, ნაკლებ ხალხთან ურთიერთობას.

– რა დამოკიდებულებაში არიან სასულიერო პირები თქვენ მიმართ?

– სასულიერო პირების  უმეტესობა,  რომლებიც არ არიან გარკვეული გოთიკაში, მტრულად არიან განწყობილი ჩვენ მიმართ. მაგრამ, არიან გამონაკლისებიც. მე პირადად, არანაირი შეხება არ მაქვს სასულიერო პირებთან. გოთიკა არანაირ კავშირში არ არის სარწმუნოებასთან და არ აძაგებს მას. 

 

скачать dle 11.3