კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ძარცვავდა ინკასატორებს ცნობილი მძარცველის, „ბებუთას“ ცოლი, მეტსახელად „ელიჩკა“

გაქცევა

– რიგითო, გაიღვიძე და გაგვიშვი, ჩვენც გვეძინება, – უთხრა უმცროსმა ლეიტენანტმა ვიტალი იარცევმა ციხის გუშაგს, რომელიც სამორიგეოს დახლზე თვლემდა და ღიმილით დაამატა, – ყურადღებით იყავი, პატიმრები არ გაგეპარონ.

– რა ტკბილ სიზმარს ვხედავდი... ცოტაც გეცლია, იარცევ, რა იქნებოდა? – ამოიოხრა მორიგემ და ღილაკს თითი დააჭირა. კარი გაიღო და როგორც კი ციხის თანამშრომლები გაუშვა, კვლავ ღილაკს დააჭირა თითი. მძიმე კარი რომ ჩაირაზა, ტკბილ სიზმარს დაუბრუნდა...

წყვილი ქუჩაში გავიდა. აღარ თოვდა, მაგრამ, ისე ყინავდა, რომ სიცივე ძვალ-რბილში ატანდა. მათ ასიოდე მეტრი გაიარეს და კუთხეში მდგარ „მოსკვიჩში“ ჩასხდნენ. იარცევმა მანქანა ადგილიდან დაძრა და მოყინულ გზას გაუყვა. ციხის კორპუსი უკან რომ მოიტოვეს, მძღოლმა თავის თანამგზავრს გაუღიმა და უთხრა:

– თავისუფალი ხარ, ელიჩკა! გაქცევა გამოგვივიდა. ხომ გეუბნებოდი, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი?!

– გამოგვივიდა. ყოჩაღ, ვიტალიკ! – მიუგო ახალგაზრდა ქალმა იარცევს და ლოყაზე აკოცა. შემდეგ შებრუნდა, ციხეს ხელი დაუქნია და თქვა: – ნოვოჩერკასკის ციხეს ჩემი მხურვალე სალამი. მშვიდობით! მეტი აღარასოდეს შევხვდებით ერთმანეთს...

წყვილი როსტოვში ჩავიდა. მათ „მოსკვიჩი“ ენგელსის ქუჩაზე დატოვეს და მანქანიდან რომ გადმოვიდნენ, ციხის სამხედრო უნიფორმის მაგივრად, თბილ სამოქალაქო სამოსში იყვნენ გამოწყობილები. ქალ-ვაჟი ფეხით გაუყვა გზას. ღამის 3 საათზე უკვე რკინიგზის სადგურში იყვნენ და მოსკოვი-სოჭის მატარებელში ჩასხდნენ, რომელიც თხუთმეტ წუთში ჩამოდგა პირველ ლიანდაგზე...

ელენე ბადრიძის გაქცევის შესახებ ნოვოჩერკასკის ციხეში დილის 9 საათზე შეიტყვეს. მორიგე კონტროლიორს ¹11 საკანში პატიმრის ნაცვლად, დაძინებული სერჟანტი იულია პროხოროვა დახვდა. იმავე დღეს, 1973 წლის 7 იანვარს, ელენე ბადრიძესა და ვიტალი იარცევზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა. მათი ფოტოსურათები გაამრავლეს და საბჭოთა კავშირის ყველა კუთხეში გაგზავნეს, სამძებრო ჯგუფი კი მათ ცხელ კვალს დაადგა...

„ელიჩკა“

ნოვოჩერკასკის მკაცრი რეჟიმის ციხის ქალთა კორპუსიდან გაქცეული 29 წლის ელენე ბადრიძე რვაწლიან სასჯელს იხდიდა შეიარაღებულ ძარცვაში მონაწილეობისთვის. ქალს კარგად იცნობდნენ შავ სამყაროში და მეტსახელად  „ელიჩკას“ ეძახდნენ. ელენე ბადრიძე ცნობილი თბილისელი მძარცველის, აკაკი მიქაძის ქვრივი იყო. მიქაძე, იგივე „ბებუთა“, 1969 წელს დაიღუპა მილიციასთან შეტაკების დროს. 1968 წელს მიქაძემ და მისმა „პაძელნიკებმა“ თბილისის ერთ-ერთი მსხვილი საწარმოს საინკასაციო მანქანა გაძარცვეს და თანამშრომელთა ხელფასები გაიტაცეს. ნაძარცვმა 445 ათასი მანეთი შეადგინა. ამ საქმეში ელენეც მონაწილეობდა, თუმცა მილიციამ ეს მოგვიანებით შეიტყო, როდესაც ბებუთას ერთ-ერთი „პაძელნიკი“ დააპატიმრეს – სწორედ მან გათქვა მძარცველი ქალი. ბადრიძე დააპატიმრეს, თუმცა, მალევე გაათავისუფლეს, რადგან ის უარყოფდა დანაშაულს და არც მილიციას ჰქონდა სამხილი. სამ თვეში ლოტკინზე ბებუთა მოკლეს და ელიჩკა ქმრის ქელეხში აიყვანეს ხელმეორედ. დანაშაული დაუმტკიცეს და რვა წელი მიუსაჯეს. ის ჯერ თბილისში,  „მატროსოვზე“ იხდიდა სასჯელს, 1970 წელს კი ნოვოჩერკასკში გადაიყვანეს ეტაპით და იქ სამი წელი გაატარა. უმცროს ლეიტენანტ ვიტალი იარცევს ელიჩკა 1972 წელს დაუახლოვდა და მასზე ოთხი წლით უმცროს მამაკაცს თავი შეაყვარა, მასთან ინტიმური კავშირი დაამყარა და მისი დახმარებით გაიქცა ციხიდან. გაქცევის მომენტში ელიჩკა ორი თვის ფეხმძიმე იყო...

გაქცეულები ქალაქ სოჭში იმალებოდნენ. 1973 წლის 10 თებერვალს მათ ადლერის ¹4 შემნახველი სალარო გაძარცვეს და 34 ათასი მანეთი გაიტაცეს. ნიღბიანი ბოროტმოქმედების ვინაობა მალევე დაადგინა მილიციამ, მაგრამ მათი ცხელ კვალზე დაპატიმრება ვერ მოხერხდა. იარცევი და სამი თვის ფეხმძიმე ელიჩკა 11 თებერვალს ქალაქ ირკუტსკში გაემგზავრნენ და ვიტალის ბებიასთან შეაფარეს თავი. 1973 წლის 18 აგვისტოს ელენე ბადრიძემ ირკუტსკში იმშობიარა და ვაჟი გააჩინა, რომელსაც ანტონი დაარქვეს. ძებნილობის მიუხედავად, სხვა გვარზე დარეგისტრირებული ელიჩკა ვერავინ გაშიფრა და მან და მისმა ქმარ-შვილმა კიდევ ერთი წელი გაატარეს ციმბირში, ბაიკალის ტბის პირას. 1974 წლის 23 აგვისტოს კი მათ მილიციამ მიაკითხა. წყვილმა ბავშვი მოხუცს დაუტოვა, თავად კი გაიქცნენ...

მრავალშვილიანი დედა

ელენე ბადრიძე, უზადო გარეგნობასთან ერთად, ჭკვიანი და უშიშარი ქალი იყო. ყველა დანაშაულს ის გეგმავდა. მძარცველების მოუხელთებელმა ტანდემმა 1974-75 წლებში ოთხი ძარცვა ჩაიდინა საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქში და 620 ათასი მანეთი გაიტაცა. მიუხედავად იმისა, რომ მილიცია მათ კვალზე მიჰყვებოდა, ისინი ყოველთვის ერთი ნაბიჯით უსწრებდნენ ოპერმუშაკებს და გაქცევას ახერხებდნენ. 1975 წლის 10 ივლისს მძარცველები კიევში, ¹23 შემნახველ სალაროში შეიჭრნენ და მოლარეს ფული მოსთხოვეს, თან გააფრთხილეს, რომ განგაში არ აეტეხა. დაბნეულმა მოლარემ ღილაკს თითი მიაჭირა და მილიციას შეატყობინა. მიუხედავად ამისა, ელიჩკამ ჯერ დახლის შუშა ჩაამტვრია და მოლარესთან გადაძვრა, შემდეგ ინკასატორის ჩანთებს დაავლო ხელი და იარცევთან ერთად შემთხვევის ადგილიდან თეთრი „ჟიგულით“ გაიქცა, რომელიც ბოროტმოქმედებმა წინა ღამეს მოიპარეს. მილიცია მათ „კუდზე დააჯდა.” დევნა კიევის ცენტრში გაგრძელდა, მაგრამ ცოლ-ქმარმა მაინც მოახერხა გაქცევა – ისინი 380 ათასი მანეთით მიიმალნენ... იმავე დღეს მთელი კიევი მილიციამ ალყაში მოაქცია; ფეხზე დააყენეს მთელი აგენტურული ქსელი და, დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, ძებნაში სამხედროები ჩაერთნენ, გამოძიება კი „კაგებემ“ ჩაიბარა. ორკვირიანმა „აბლავებმა“ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო და მძარცველები კვლავ ვერ მოიხელთეს. ისინი „ფსკერზე დაწვნენ“. თუმცა, 1976 წლის 4 მაისს, ქალაქ ვლადივოსტოკის სამშობიაროში მილიციის ოპერჯგუფი მივიდა და, ექიმების გასაოცრად, ახალნამშობიარევ ქალს, ანა გუტმანს, გუშაგები დაუყენეს. გუტმანი სინამდვილეში ელენე ბადრიძე იყო, რომელმაც 2 მაისს სამი ტყუპი გოგონა გააჩინა... მეძუძური დედა სამი წლის განმავლობაში იმყოფებოდა შინაპატიმრობაში. 1979 წლის 21 მაისს კი ის ციხეში ჩასვეს, რადგან 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი; ხოლო, მისი მეუღლე, ვიტალი იარცევი, 1976 წელს დააპატიმრეს და ციმბირში იჯდა...

ოთხი შვილის დედა 1989 წლის მიწურულს გაათავისუფლეს ამნისტიით.  მას 13 წელი ჰქონდა გატარებული ციხეში; იარცევმა კი ბოლომდე მოიხადა სასჯელი და ციხიდან 1991 წელს გამოვიდა.

 

скачать dle 11.3