კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შემთხვევაში ჩაქრება მანქანა და რა უნდა მოვიმოქმედოთ ამ დროს

ქუჩაში გაჩერებული და ავარიის სიგნალებჩართული მანქანის ნახვა თბილისში იშვიათობა ნამდვილად არ არის. ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე მოგვცემს რამდენიმე რჩევას, თუ როგორ უნდა მოვაგვაროთ ესა თუ ის მარტივი პრობლემა: ძალიან ხშირად მინახავს, რომ, სულ უმნიშვნელო პრობლემის გამო, რაღაც ტრაგედიას ქმნიან და მძღოლები საათობით დგანან ქუჩაში. პირველი, რაც ქართველების ყველაზე მავნე სენია, სანამ საწვავი ნულზე არ ჩამოვა, არ ამატებენ. ზოგიერთ ავტომობილს უკვე წითელი უნთია, მაგრამ, რადგან მაინც მიდის, მძღოლები ამბობენ, ცოტაც გაიაროს და დავამატებო. არადა, ხომ შეგვიძლია, „გავიხსენოთ”, რომ ის ბენზინი ან დიზელი ორი ხაზით ზემოთ მთავრდება და არა წითელზე?! ამიტომ, საწვავიც მაშინ უნდა დავამატოთ, როდესაც ის ამ ხაზზე ჩამოვა.  როდესაც ავტომობილში ცოტა საწვავია, მისი საქაჩი „ნასოსი“ ხშირად მშრალად მუშაობს და ფუჭდება; თან, საწვავს მცირე რაოდენობით ამატებენ და, შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთი მძღოლი სულ „წითელანთებული“ დადის; მაგრამ, ვთქვათ, ავტომობილი ჩაქრა, მაშინ, თუ საწვავი გვაქვს, ჩაქრობის მიხედვით, დაახლოებით შეგვიძლია მივხვდეთ, რა სჭირს ჩვენს ავტომობილს. ავტომატური მართვის კოლოფის მქონე მანქანებზე სხვა რაღაცეები ხდება, ამიტომ, ჯერ მექანიკურზე ვისაუბროთ: ვთქვათ, მოვდივართ და ავტომობილი უცებ „მკვდრად“ ჩაქრა, ანუ, სვლას განაგრძობს, მაგრამ, ისე, თითქოს გაზიდან ფეხი ავუშვით. ასეთ დროს ის მხოლოდ ინერციას მიჰყავს და მოძრაობას ანელებს. თუ ამ მომენტში ხელსაწყოების პანელზე რაღაც ნათურები აინთო, ეს ნიშნავს, რომ რაღაც გადაბმის წყვეტა მოხდა ან გასაღების ბუდე დაზიანდა. ისეთი რაღაც ხდება, თითქოს გასაღები გამოიღეთ და კონტაქტი ირღვევა. სვლის შეუნელებლად, ჩვენ შეგვიძლია, გასაღები რამდენჯერმე გადავატრიალოთ, ანუ მანქანა გამოვრთოთ და ხელახლა ვეცადოთ დაქოქვა. თუ მანქანა დაიქოქა და წავიდა, ესე იგი, ბუდის პრობლემა იყო. ამ შემთხვევაში პრობლემას გაუჩერებლად ისე გადავჭრით, რომ სხვა მძღოლები ვერც კი მიხვდებიან თუ ავტომობილი ჩაგიქრათ. თუ ამან არ უშველა და ხელსაწყოების პანელზე არცერთი ნათურა არ აინთო, ესე იგი, ჩვენს ავტომობილში რაღაც მოწყობილობა გაფუჭდა და, სავარაუდოდ, ეს ან დენის ან საწვავის მომწოდებელია.

– რა უნდა გავაკეთოთ ასეთ შემთხვევაში?

– თუ მანქანა ძალიან ძველი არ არის და საწვავის მოწოდების ელექტრომოწყობილობა, ანუ, ბენზინის ელექტროპომპები აქვს, შეგიძლიათ, მარტივი ტესტი ჩაატაროთ: მანქანა უნდა გააჩეროთ და გამორთოთ; დაქოქვისას კი მან ზუილივით ხმა უნდა გამოუშვას, რაც იმას ნიშნავს, რომ ნასოსი ცდილობს სისტემას საწვავი მიაწოდოს. თუ ეს ხმა არ არის, ესე იგი, „ნასოსი“ არ მუშაობს. მაგრამ, შესაძლოა, „ნასოსი“ არ იყოს გაფუჭებული და მხოლოდ მისი დამცავი იყოს დამწვარი, რაც ძალიან ხშირი პრობლემაა. ამიტომ, არ უნდა დაიბნეთ, ავტომობილს კაპოტი ახადეთ და იპოვეთ მცველების კოლოფი. ძირითადად მცველების კოლოფი ან საჭის მარცხენა ქვედა კუთხეში, ან ძრავის სექტორშია მოთავსებული და ძალიან იოლი საპოვნელია. იქვე დევს მცველის ამოსაღები პატარა პლასტმასის მოწყობილობა. შეგიძლიათ, მცველები რიგრიგობით ამოიღოთ, შუქზე გახედოთ და, თუ გადაბმულობა არ ჩანს, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორედ ის გაფუჭდა. სხვათა შორის, ყუთის სახურავზე აწერია, რომელი მცველი რისთვისაა განკუთვნილი და ძალიან მარტივად იპოვით, ვთქვათ, ბენზინის პომპის მცველს, რომელსაც ეწერება FUEL POMP. მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან, გაწყვეტილი მცველის პოვნა ძალიან ადვილია.

– ფარის ნათურის მცველი „ნასოსის“ მცველად გამოდგება?

– ყველა მცველს აწერია, თუ რა დაძაბულობას უძლებს. თუ პრობლემა სხვა რამეა, მარტივად შეგიძლიათ მცველების ყუთში პრობლემის გადაჭრის ხერხი იპოვოთ. ვთქვათ, რომელიღაც მცველი გაფუჭდა, რომელიც 20-ამპერიან დაძაბულობას უძლებს; იპოვეთ იმავე სიმძლავრის სხვა მცველი და მარტივად შეცვლით. 

 

 

скачать dle 11.3