კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა:  გთხოვთ, განმიმარტოთ, რა ვადაში უნდა დასრულდეს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება? 

პასუხი: განგიმარტავთ, რომ გამოძიება მიმდინარეობს გონივრულ ვადაში, მაგრამ, არაუმეტეს შესაბამისი დანაშაულისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადისა.     

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, რა სახის ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლება აქვს ბრალდების მხარეს გამოძიების სტადიაზე?

პასუხი: გაცნობებთ, რომ, ზოგადად, გამომძიებელი ატარებს  შემდეგი სახის ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს: სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერას; ინფორმაციის მოხსნასა და ფიქსაციას კავშირგაბმულობის არხიდან (კავშირგაბმულობის საშუალებებთან, კომპიუტერულ ქსელებთან, სახაზო კომუნიკაციებთან და სასადგურო აპარატურასთან მიერთებით); კომპიუტერული სისტემიდან (როგორც უშუალოდ, ისე დისტანციურად) და ამ მიზნით კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ინსტალაციას; საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის (დიპლომატიური ფოსტის გარდა) კონტროლს; ფარულ ვიდეო და აუდიოჩაწერას, კინო და ფოტოგადაღებას; ელექტრონული თვალყურის დევნებას ტექნიკური საშუალებებით, რომელთა გამოყენება ზიანს არ აყენებს ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და გარემოს.  

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, შეიძლება თუ არა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე პირს ჰყავდეს ადვოკატი და, დადებით შემთხვევაში რა, მოქმედებების განხორციელება შეუძლია ადვოკატს? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ პირს ნებისმიერ საქმეზე და დროს შეიძლება ჰყავდეს ადვოკატი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაში მონაწილე ადვოკატს უფლება აქვს: გაეცნოს საქმის ყველა მასალას; განაცხადოს შუამდგომლობანი; იმ პირის დავალებით, რომელმაც ის მიიწვია და მისივე სახელით, შეიტანოს საჩივარი საქმის გამო მიღებულ დადგენილებაზე. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სახდელის სახით გათვალისწინებულია მხოლოდ ადმინისტრაციული პატიმრობა ან ადმინისტრაციული პატიმრობა სხვა სახის სახდელთან ერთად, პირს, თუკი ის გადახდისუუნაროა, უფლება აქვს, მოითხოვოს ადვოკატის სახელმწიფოს ხარჯზე დანიშვნა.

კითხვა:   გთხოვთ, მაცნობოთ, არის თუ არა პროსტიტუცია დანაშაული და, დადებით შემთხვევაში, რა სასჯელს ითვალისწინებს?

პასუხი: გაცნობებთ, რომ პროსტიტუცია დანაშაული არ არის, ანუ, მას არ ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსი, თუმცა, პროსტიტუცია წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე; ხოლო, იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთ მინიმალურ ოდენობამდე.

скачать dle 11.3