კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: ბინაში მაქვს პლუმბაგო, რომელიც ძალიან სწრაფად გაიზარდა და ფორმა დაკარგა, ხომ არ დაზიანდება, კარკასზე რომ შემოვახვიო?

პასუხი: ეს მცენარე ნამდვილად სწრაფად მზარდია და ოთახში დიდი სივრცე სჭირდება, რათა თავი ვიწროდ არ იგრძნოს. მავთულის კარკასზე ან ბადეზე მიმაგრებით პლუმბაგოს სასურველ ფორმას მიაღებინებთ. მას ყვავილები მხოლოდ პირველი წლის ტოტებზე ამოსდის, ამიტომ, გაზაფხულზე გასხალით და კარკასზე მხოლოდ გახევებული ტოტები დაუტოვეთ, რათა ახალი საყვავილე ღეროები განუვითარდეს.

კითხვა: რამდენია გვიმრისთვის მინიმალური ტემპერატურა და სად არის მისთვის საუკეთესო ადგილი?

პასუხი: ზოგადად, მისთვის საკმარისია ოთახის ტემპერატურა 18-24 გრადუსი, ზამთარში კი მინიმუმ 10 გრადუსი მაინც უნდა იყოს, რომ არ დაიღუპოს. მისთვის კარგი იქნება, თუ სააბაზანოსა და სამზარეულოში მოათავსებთ. ისეთ ადგილას უნდა დადგათ, რომ სინათლე არ მოაკლდეს, შუადღის მწველ მზეს კი მოარიდეთ.

კითხვა: გამძლე მცენარეა თუ არა იზოლეპისი?

პასუხი: ძლიერი, კომპაქტური მცენარის გაზრდას კაშკაშა სინათლე სჭირდება. მცენარე სიგრილეში უკეთ გრძნობს თავს, ვიდრე სიცხეში. დადგით ჰაერიან ადგილას და მოარიდეთ სიცხეს. კარგია მინიმალისტური ინტერიერი. თუ ამ პირობებს გაითვალისწინებთ, იზოლეპისი გამძლე გახდება.

კითხვა: როგორი პირობები უნდა შევუქმნა პელარგონიუმს, რათა კარგად გაიხაროს?

პასუხი: მთელი წლის განმავლობაში ამ მცენარისთვის აუცილებელია კარგი განათება. ზაფხულობით მცენარე შუადღის მზეს მოარიდეთ. დროდადრო სიმშრალეს იტანს, მაგრამ, ზაფხულობით ეცადეთ, ტენი არ მოაკლოთ. ნათელ და თბილ ბინაში ზამთრობითაც განაგრძეთ მორწყვა, გაზაფხულზე კი გადარგეთ. მისთვის იდეალურია ოთახის ტემპერატურა. თუ ზამთრობით სინათლე მოაკლდა, სიგრილეში გადადგით, თორემ, ფორმას დაკარგავს.

კითხვა: როგორ მოვუარო სუროს და რა პირობები შევუქმნა მას?

პასუხი: სურო კარგად გრძნობს თავს ნებისმიერ ოთახში, სადაც ცოტაოდენი სინათლეა. თუ დროგამოშვებით მორწყავთ, სათანადო პირობებს შეუქმნით და შესაბამისად მოუვლით, ჯანსაღ მცენარეს მიიღებთ. ამ მცენარის ჭრელ სახეობებს კაშკაშა სინათლე სჭირდება, სადა ფერის სურო კი ჩრდილსაც აიტანს. სიცხეში სურო ფორმას იცვლის და უშნოვდება, ამიტომ, მთელი წლის განმავლობაში სიგრილეში ამყოფეთ. ზაფხულობით მიწა მუდამ ტენიანი უნდა ჰქონდეს; ნიადაგს ნურც ზამთარში გამოაშრობთ, თორემ, სუროს ფოთლები დაეჭმუჭნება. ის იოლად გასაზრდელი მცენარეა. მისი დიდი უპირატესობა ის არის, რომ ჩრდილსაც იტანს და სიგრილესაც; კარგად ხარობს ჰოლშიც და ზამთრის ბაღშიც. სურო დაახლოებით 30 სანტიმეტრი იზრდება, ასე რომ, სულაც არ არის პრეტენზიული მცენარე. თუ არ გაქვთ, აუცილებლად შეიძინეთ და გარწმუნებთ, მისი გახარება არ გაგიჭირდებათ.

კითხვა: რა ტემპერატურასა და სინათლეზე ვამყოფოთ კალანჰოე?

პასუხი: კალანჰოე ათასგვარი ფორმისა და ფერის არსებობს, თუმცა გარეგნული სხვაობის მიუხედავად ყველა სახეობის კალანჰოეს თითქმის ერთნაირი გარემო და პირობები სჭირდება. კალანჰოე განათებულ ადგილას დადგით. რაც უფრო რუხი ან ბუსუსიანია, მით მეტი სინათლე სჭირდება. მოსწონს ოთახის ტემპერატურა, თუმცა, იტანს ზამთრის სიგრილესაც, არანაკლებ 10 გრადუსისა. მისთვის ყველაზე შესაფერისი ადგილი სააბაზანოა.

 

 

скачать dle 11.3