კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ტევტონი რკინის ლედი”

„ფორბსის“ მონაცემებით, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დღეს ყველაზე გავლენიანი ქალი პოლიტიკოსია მსოფლიოში. მას „ტევტონი მარგარეტ ტეტჩერიც“ კი შეარქვეს. გერმანიის ისტორიაში პირველ კანცლერ ქალს, ანგელა დოროთეა მერკელს პოლონური ფესვები აქვს და არც არასდროს დაუმალავს თავისი წარმომავლობა. იგი, როგორც იტყვიან, „მეოთხედი პოლონელია“. მისი ქალიშვილობის გვარია კასნერი. გერმანელობაზე ჯერ კიდევ მისი ბაბუა – ლუდვიგ კაზმირჩეკი „გადაეწყო“.

სკოლაში მისი საყვარელი საგანი ფიზიკა იყო; უყვარდა რუსულიც. რუსული ენის ოლიმპიადაში გაიმარჯვა კიდეც და საბჭოთა კავშირსაც ესტუმრა. ანგელა რუსულად ახლაც კარგად ლაპარაკობს. 

მიუხედავად იმისა, რომ ის რელიგიურ ოჯახში გაიზარდა (მამამისი პასტორი იყო), პოლიტიკოსი ქალი ნამდვილად არ არის მორწმუნე, ის ხშირად არც უსმენდა ღვთისმსახურ მამას და თავს ზედმეტ უფლებებსაც აძლევდა. გამოსაშვებ საღამოზე იმდენი ალუბლის ვისკი დალია, რომ აღარაფერი ახსოვდა. ერთი პერიოდი მოცვის სპეკულაციით იყო დაკავებული: „ბოსტნეულითა და ხილით ვაჭრობის ამხანაგობა“ პიროვნებებისგან კილოგრამ მოცვს 4 მარკად იღებდა; ანგელა კი ბაზარში გაცილებით იაფად ყიდულობდა და ამხანაგობას აბარებდა.

ანგელამ ლაიფციგის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი დაამთავრა. სტუდენტობის დროს ის თავისუფალი გერმანელი ახალგაზრდობის კავშირის  წევრი იყო და აქტიურად მონაწილეობდა ორგანიზაციის მუშაობაში აგიტაცია-პროპაგანდის მიმართულებით. უყვარდა დისკოთეკები, „ბითლზი“ და როლიგნ სთოუნი... 1989 წელს პოლონეთში, კოცონთან, ბულატ ოკუჯავასა და ვლადიმირ ვისოცკის ანტისაბჭოთა სიმღერებს მღეროდა, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში კომუნისტური სისტემის თაყვანისმცემელი იყო.

ანგელა 1977 წელს ელრიხ მერკელს გაჰყვა ცოლად, მაგრამ ერთად გატარებული ხუთი წელი განქორწინებით დამთავრდა. 1998 წელს ის მეორედ გათხოვდა. მისი ქმარია კვანტურ ქიმიაში მსოფლიო მასშტაბის ნიჭიერი მეცნიერი იოაჰიმ ზაუერი. შვილები არ ჰყავთ. ცხოვრობენ ბერლინის ცენტრში, თუმცა, ეს ბინა მათი საკუთრება არ არის – დაქირავებული აქვთ. წყვილი ქალაქში ვერ ძლებს და დიდ დროს ქალაქგარეთა აგარაკზე ატარებს. ანგელას ბაღში თავად მოჰყავს სხვადასხვა ჯიშის კარტოფილი და მარწყვი, ქალაქში კი თავად დადის მაღაზიაში სურსათისთვის. მოსწონს კერძების მომზადება, რაშიც შეფ-მზარეულმა დაახელოვნა. უყვარს უბრალო, გლეხური კერძები – სუპები, ბლინები, თევზეული... დილის საუზმეზე კი ყავის ნაცვლად პიტნის ჩაის მიირთმევს. 

36 წლის ანგელა ყველაზე ახალგაზრდა მინისტრი გახდა. მას „კოლის გოგონასაც“ ეძახდნენ, რადგან სწორედ ჰელმუდ კოლის დახმარებით მიიწევდა წინ. მუშაობისას ანგელა მერკელი არ იყენებს ელექტროფოსტას. თანამშრომლებთან, ბუნდესლიგასთან და ბირჟებთან საქმიან მიმოწერას SMS-ებით აწარმოებს. კაბინეტში, სამუშაო მაგიდაზე, გერმანული წარმომავლობის რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინა დიდის პორტრეტი უდევს.  მას ემსახურება Audi AS, საკუთრებაში კი  Volkswagen Golf ჰყავს. ანგელას ხელფასი წელიწადში 290 ათასი ევროა. 150 ევროზე ძვირიან საჩუქრებს კანცლერი პარლამენტს აბარებს. შვებულებას კანცლერი თავად აფინანსებს. სახელმწიფო მას მხოლოდ ავიაგადაფრენების ხარჯს უხდის; მიუხედავად ბორტზე მოკრძალებული მომსახურებისა, მისი მეუღლე იოაჰიმი ცალკე მგზავრობას ამჯობინებს – ასე უფრო იაფი უჯდება, რადგან სახელმწიფო მის მგზავრობას არ აფინანსებს.

გერმანიის პირველი პოლიტიკოსი იშვიათად იცვამს კაბას, არ უყვარს სამკაულები, მოსწონს კლასიკური მუსიკა და ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია. ანგელას ეშინია ჭექა-ქუხილისა და ძაღლების, რის შესახებაც უცხოეთში მოგზაურობისას მისი თანამშრომლები ყოველთვის აფრთხილებენ მასპინძლებს. ისინიც, ითვალისწინებენ... გარდა პუტინისა – 2007 წელს, ყირიმის საზაფხულო რეზიდენციაში ანგელას სტუმრობისას, ფოტოსესიის დროს, ოთახში პუტინის ძაღლი – კონი შემოვიდა... ერთი წლის შემდეგ პუტინმა ანგელას პლუშის ძაღლი აჩუქა.

скачать dle 11.3