კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1999 წლის 7 ოქტომბერს, დილის 10 საათზე. გთხოვთ, მიპასუხოთ, რომელი პროფესიაა ჩემთვის წარმატების მომტანი და რომელი ქვის ტარებაა რეკომენდებული?

პასუხი: თქვენთვის მისაღებია საფირონის, აკვამარინის, ცირკონის, ძოწის, ზურმუხტის, ვეფხვის თვალის, ფირუზის, ბრილიანტის, ქარვის, სარდიონისა და სარდონიქსის ტარება. პროფესიებიდან კი კარგია: სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, სოციოლოგია, ასტრონომია, ასტროლოგია, კვლევითი საქმიანობა, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, საგამომგონებლო საქმე, კომპიუტერული, პროგრამული, აუდიო, ვიდეო, მობილური სისტემების ბიზნესი, დიზაინი, არქიტექტურა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია, პედიატრია.

კითხვა: დავიბადე 1996 წლის 16 მარტს. ასტროლოგიური თვალსაზრისით, რომელი პროფესიაა ჩემთვის გამართლებული?

პასუხი: თქვენთვის კარგი და მისაღებია შემდეგი პროფესიები: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ოკულტური სფერო, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, საქველმოქმედო საქმე. სასტუმროების ბიზნესი ან შემოქმედება, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო სფერო, დიზაინი, მოდელირება, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი, არქიტექტურა, უძრავი ქონების ბიზნესი, საიუველირო საქმიანობა, დეკორატიული მებაღეობა, მეყვავილეობის ბიზნესი, საარქივო, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო საქმიანობა, მშენებლობა.

კითხვა: დავიბადე 1977 წლის 30 აპრილს, 13-დან 14 საათამდე. მინდა უცხოეთში წასვლა. რომელი ქვეყანაა ჩემთვის მეტად მისაღები და წარმატების მომტანი?

პასუხი: უცხოეთი თქვენთვის ნეიტრალურია, ანუ, დიდი წარმატებების იმედი არ უნდა გქონდეთ. ქვეყნებიდან კი შედარებით უკეთესია: რუსეთი, საფრანგეთი, რუმინეთი, შვეიცარიის დასავლეთი ნაწილი, იტალიის ჩრდილოეთი ნაწილი, კუნძული კორსიკა და სიცილია, ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატი, ავსტრია, ესპანეთი, თურქეთის დასავლეთი ნაწილი, ბრაზილია, პორტუგალია, ჩინეთის ცენტრალური ნაწილი, ფილიპინები, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ტაილანდი, ისრაელი, სამხრეთი კორეა, ფინეთი, კუნძული მალტა.

კითხვა: დავიბადე 1985 წლის 21 თებერვალს, დილის საათებში. გთხოვთ, მიპასუხოთ, რა არის ჩემი კარმული მისია?

პასუხი: თქვენი კოსმიური მისიაა, მუდმივი გქონდეთ კავშირი უცხოეთთან. თუ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეძლებთ იქ ცხოვრებას, ეს სასიკეთოდ წაგადგებათ მომავალში. სამშობლოში კი, გირჩევთ, იმუშაოთ უცხოურ ფირმაში ან გქონდეთ მუდმივი კონტაქტი უცხოეთთან – ეს თქვენთვის წარმატების მომტანია. ასევე, უნდა იყოთ აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი; შეძლოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება; გამოავლინეთ ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებები, მებრძოლი სულისკვეთება; დაეყრდენით ცოდნის ბაზას, ოპტიმიზმს, კეთილშობილებას; იყავით კომუნიკაბელური – ეს ყოველივე თქვენი კოსმიური მისიაც არის და ცხოვრებაში წარმატების მომტანიც.

скачать dle 11.3