კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოვუაროთ მგრძნობიარე კანს

სტატისტიკის მიხედვით, ქალების 62 პროცენტი ამბობს, რომ მგრძნობიარე კანი აქვს და მათგან მხოლოდ 10 პროცენტისთვის არის ეს თავისებურება თანდაყოლილი, დანარჩენი 52 პროცენტისთვის კი კანის ეს ტიპი „შეძენილია“.

პირველი ნიშნები

ბუნებრივად მგრძნობიარე კანი მშრალია და ნერვული დაბოლოებები ახლოს არის განლაგებული ზედაპირთან. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ასეთი კანი განსაკუთრებით მძაფრად შეიგრძნობს ტემპერატურის ცვლილებას, სინთეტიკას, კონსერვანტებსა და საღებავებს როგორც კოსმეტიკაში, ისე საკვებში. მგრძნობიარე კანი რეაგირებს ქავილის, წვის, სიწითლისა და დაჭიმულობის გამღიზიანებლებზე. მსგავსი სიმპტომები უჩნდებათ სხვა ტიპის კანის მქონე ქალბატონებსაც, თუკი ირღვევა გარეგანი დამცავი ბარიერი, მაგალითად, თუ ცხიმიან კანს ზედმეტად გამოვაშრობთ სპირტის შემცველი საშუალებებით; ნორმალური კანი კი მგრძნობიარე ხდება ლიპიდების (ცხიმების, რომელიც აძლიერებს და ამაგრებს ეპიდერმისს) ნაკლებობის დროს. გარდა ამისა, კანის მომატებული გაღიზიანება შეიძლება გამოიწვიოს სტრესებმა, ანტიბიოტიკებმა, ჰორმონულმა დარღვევებმა, დისბაქტერიოზმა და ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსის არასწორად შერჩევამაც კი. მაგალითად, ქავილი და კანის წვა შეიძლება გამოიწვიოს A ვიტამინის გადაჭარბებით გამოყენებამ.

შესაფერისი მოვლა

მგრძნობიარე კანის მოსავლელად უნდა შეარჩიოთ რბილი გამწმენდი საშუალებები: დაიბანოთ გადადუღებული ან თერმული წყლით, გაიწმინდოთ კოსმეტიკური რძით. უნდა გამორიცხოთ ყოველგვარი სკრაბი და პილინგი. ტონიკის ნაცვლად გამოიყენეთ დაბალმინერალიზებული ან იზოტონური თერმული წყალი, რომელიც შემადგენლობით მაქსიმალურად უახლოვდება სისხლის ფორმულას.

კანის ყოველდღიურად მოსავლელად შეარჩიეთ კრემები, რომელთა შემადგენლობაში არ შედის: ეთერზეთები, ლანოლინი, სინთეტიკური საღებავი, არომატიზატორები და მინერალური ცხიმები. სიფრთხილე გამოიჩინეთ მცენარეული ექსტრაქტების მიმართაც, მაგალითად,  კალენდულა და როზმარინი მგრძნობიარე კანს აღიზიანებს. დამამშვიდებელი ეფექტი აქვს პანთენოლს, მწვანე ჩაის ექსტრაქტსა და E ვიტამინის შემცველ ალოე ვერას. დღის მკვებავი კრემი კი აუცილებლად უნდა შეიცავდეს მზისგან დამცავ ფილტრს.

ბუნებრივი პალიტრა

ყურადღებით იყავით დეკორატიული კოსმეტიკის შერჩევის დროს. არ გირჩევთ წყალგამძლე კოსმეტიკას, რადგან, მათ მოსაშორებლად საკმაოდ აგრესიული საშუალებების გამოყენება მოგიწევთ.

იდეალური ვარიანტია, თუკი მგრძნობიარე კანის შემთხვევაში, შეიძენთ ნატურალური ფერების მქონე მაკიაჟს: ჩალისფერს, ატმისფერს, კაკაოსფერს, პასტელის ფერებს, რადგან მათში ნაკლებია ხელოვნური საღებავები. შეარჩიეთ მსუბუქი, ფხვიერი ტექსტურა, ძლიერი არომატიზატორების გარეშე. ტუში და თვალის ფანქარი კი, უმჯობესია, გამოიყენოთ შავი ფერის, რადგან ისინი შეიცავს ნატურალური ნახშირის პიგმენტს.

скачать dle 11.3