კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: როგორ უნდა მოვაწყოთ „საშინაო“ სპა-სალონი? ძირითადად ცელულიტების მოშორების შინაური მეთოდები მაინტერესებს.

პასუხი: „საშინაო“ სპა-სალონის მოწყობა არ გაგიჭირდებათ, თუკი მოინდომებთ. ცელულიტის მოსაშორებლად რეგულარულად (კვირაში 3-ჯერ) უნდა გაიკეთოთ ზღვის მარილის აბაზანები; გარდა ამისა, მოამზადეთ სკრაბი სხეულისთვის: თქვენთვის სასურველ შხაპის გელში (დაახლოებით 3-4 სადილის კოვზი) შეურიეთ 2-3 სადილის კოვზი მსხვილად დაფქული ნალექიანი ყავა, წაისვით ეს მასა მთელ სხეულზე და 10-15 წუთის შემდეგ, მიტკლის ნაჭრით მსუბუქი დამასაჟებით ჩამოიბანეთ თქვენთვის სასურველი ტემპერატურის წყლით. ეს პროცედურა შეგიძლიათ ჩაიტაროთ ყოველ საღამოს, დაძინებამდე 2 საათით ადრე. სხეული დაიტენიანეთ ზეითუნის ზეთისა და ყვავილების თაფლისგან დამზადებული ლოსიონით: წაისვით თხლად, გაიჩერეთ 15-20 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

კითხვა: მაინტერესებს, გახდომის მიზნით ცეკვა უფრო შედეგიანია თუ ვარჯიში და ცურვა?

პასუხი: ცეკვაც, ვარჯიშიც და ცურვაც არა მარტო კარგი გასახდომი საშუალებებია, არამედ, ჯანმრთელობისა და ხალისიანი განწყობის გარანტიაცაა. ამიტომ, იდეალური ვარიანტია, თუ ამ ყველაფერს ერთმანეთს შეუთავსებთ. ცურვასა და წყლის პროცედურებს ვერაფრით ჩაანაცვლებთ, მაგრამ, თუ იმდენი დრო არ გაქვთ, რომ ცეკვაც და ვარჯიშიც მოასწროთ, ალბათ, უმჯობესია, აირჩიოთ რომელიმე განსაკუთრებით აქტიური და მოძრავი ცეკვა, მაგალითად, ლათინოამერიკული, რუმბა, ან, სულაც, თვითონ გამოიგონეს მკვეთრი მოძრაობები და მუსიკის რიტმს შეუწყვეთ. ცნობისათვის, ასეთი ცეკვის დროს ორგანიზმი 15-20 წუთში 360-დან 540 კილოკალორიამდე წვავს. უფრო მეტად შედეგიანი იქნება ცეკვაც და ცურვაც, თუ ამას მეგობართან (ან მეგობრებთან) ერთად გააკეთებთ – დამტკიცებულია, რომ კოლექტიური ვარჯიში აორმაგებს სასურველ შედეგს და ქმნის ხალისიან განწყობას.

 

 

скачать dle 11.3