კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

როდის ეწყება ადამიანს წინათგრძნობების „შემოტევები“ და რეალურად არსებობს თუ არა ამქვეყნიური ცხოვრების მიღმა სამყარო

სამყაროში ბევრი ფაქტი თუ მოვლენა ამოუცნობი რჩება და ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია ბევრი კითხვა. როგორც ბატონი გიგი ამბობს, ის გამორჩეული ადამიანია, რაც მას ბავშვობიდან შეამჩნიეს გარშემო მყოფებმა. მისი ნათქვამიდან გამომდინარე, თურმე, საიქიოშიც „იმოგზაურა“, ფიქრების ამოკითხვაც შეუძლია და წინასწარ გრძნობს მომავალში მოსახდენ ფაქტებს. ბატონი გიგი მართლაც საინტერესო და გამორჩეული რესპონდენტი აღმოჩნდა.

 

გიგი: ფაქტია, რომ ჩემი გამორჩეული ნიჭი, გარშემო მყოფების გაოცებას იწვევს. ეს უნარი ბავშვობიდან შემამჩნიეს. სულ რაღაც 5 წლის ასაკში იმქვეყნად „ვიმოგზაურე” და სწორედ ამის შემდეგ დამეწყო უცნაური ხედვა და მოვლენების წინასწარ ამოცნობის ნიჭიც შევიძინე. არ დამავიწყდება,  ზამთარი იყო, გავცივდი და მაღალი სიცხე მომცა. ჯერ ამაკანკალა და შემდეგ გავითიშე. მთელი ორი დღე და ღამე უგონოდ ვიყავი და სწორედ მაშინ ვიხილე იმქვეყნიური სილამაზე. ვერ წარმოიდგენთ, როგორი სიმშვიდე, ჰარმონია და ფერთა გამაა იმქვეყნად. მართალია, ჩემი ახლობლები გადავრიე შიშით, მაგრამ, თვალი რომ გავახილე, მივხვდი, სულ სხვა ადამიანი ვიყავი, თითქოს მეორედ დავიბადე. თქვენ წარმოიდგინეთ, ამას ბავშვი აღვიქვამდი. სწორედ იმ დღიდან დაიწყო ჩემი უცნაური ნიჭის გამოღვიძება და დღეს შემიძლია, ადამიანის ფიქრიც ამოვიკითხო, მომავალი ფაქტებიც წინასწარ განვჭვრიტო და შესაძლო საფრთხეებზეც გავაკეთო უტყუარი პროგნოზი. ამას წინათ, სასეირნოდ ვიყავი გასული. ბევრი ვიარე, დავიღალე და სკამზე ჩამოვჯექი. ჩემ წინ საშუალო ასაკის ქალბატონი იჯდა. არ მინდოდა, მაგრამ, ზუსტად ამოვიკითხე მისი აზრები და ვუთხარი, ნუ ნერვიულობთ, ქალბატონო, თქვენი შვილი კარგად იქნება, საფრთხე არ ემუქრება, დაავადება საშიში არ არის-მეთქი. გადაირია – საიდან იცით, რას ვფიქრობ, მიცნობთო? ვუპასუხე – არ გიცნობთ, მაგრამ, ვიცი, რაც გაწუხებთ და დანამდვილებით შემიძლია, გითხრათ, საშიში არაფერია-მეთქი. ვესაუბრე და გავიგე, თურმე მისი შვილი ავარიაში მოყოლილა, მძიმე ტრავმები ჰქონია და ექიმებს ეშინოდათ, ინვალიდი არ დარჩენილიყო. ჩემი უცნაური ნიჭის ამბავი რომ გავუმხილე, გვერდით მომიჯდა და ჩამეძია. ბოლოს, წამოსვლა რომ დავაპირე, დიდი მადლობები მიხადა. ამას წინათ შემხვდა შემთხვევით ქუჩაში და გახარებულმა მითხრა, თქვენი ნათქვამი ახდა, საშიში მართლაც არაფერი ყოფილა; წამოდგა და თავისი ფეხით დადის ჩემი შვილი, არადა, ამის მინიმალური შანსი იყოო. ყველა ამბობდა ჩემზე, ამ ბავშვს უცნაური, დაჟინებული გამოხედვა აქვსო და მე ამაზე მეცინებოდა. იმიტომ ვიცინოდი, რომ, სანამ ამას იტყოდნენ, ჯერ დაფიქრდებოდნენ – ვთქვათ თუ არაო. მე კიდევ, ზუსტად ვიცოდი, რასაც იტყოდნენ და რასაც ფიქრობდნენ ჩემზე. ჩემი თანატოლებისგანაც აშკარად გამოვირჩეოდი. იმათ გააზრებულიც რომ არ ჰქონდათ, მე უკვე ვიცოდი, რას იტყოდნენ და მოიმოქმედებდნენ. ხანდახან, დავჯდებოდი მარტო და ვფიქრობდი იმქვეყნიურ სამოთხეზე. ბევრჯერ მინატრია, ნეტავ ახლა ისევ იქ დამაბრუნა-მეთქი. მაგრამ, ახლა ვხვდები, ასეთ რამეზე არ უნდა მეფიქრა. 

– რატომ, ეს საშიშია?

– ყველას ჩვენი დრო და მისია გვაქვს ამქვეყნად. დღეს თუ ხვალ, ყველა იმქვეყნად წავალთ და იმ სასწაულის ხილვას მაინც ვერ ავცდებით, რაც მე ბავშვობაში ვიხილე. ბევრი ამბობს, ასეთი ამბების არ გვჯერა, ამას თავად ადამიანები იგონებენ და მათი ფანტაზიის ნაყოფიაო. დამიჯერეთ, ცდებიან. არსებობს კანონზომიერებები, რომლებიც მატერიალურს სცდება და მას არ ემორჩილება. ამდენად, გასათვალისწინებელია ყველაფერი, რასაც მისტიკასა და პარაფსიქოლოგიურ მოვლენებს უწოდებენ. კლინიკური სიკვდილი არის სასწაული, რომელიც ადამიანს იმ რეალობაზე მიანიშნებს, რაც მიღმა სამყაროში ნამდვილად არსებობს.

– ამბობენ, კლინიკური სიკვდილი, ანუ, ლეთარგიული ძილი და იმქვეყნიურ სამყაროში დროებით მოხვედრა, მხოლოდ რჩეულთა ხვედრიაო. ამაზე რას იტყვით?

– მართალია, კლინიკური სიკვდილის შემთხვევა, ალბათ, რჩეულთა ხვედრია, რადგან, ადამიანები ამ დროს არამიწიერ მშვენიერებასა და გარდაცვლილ ახლობლებს ხედავენ და არც უკან დაბრუნება სურთ. ზოგადად კი, როცა კლინიკური სიკვდილი ზებუნებრივ შესაძლებლობებს იძენს, ჯერ კიდევ კვლევის საგანია და ამ საკითხზე მეცნიერების დისკუსიები დიდხანს გრძელდება. ამიტომ, არ მიკვირს, ზოგს რომ არ სჯერა მსგავსი ფაქტების. მართალია, ეს რთული გასაგები და აღსაქმელია, მაგრამ ეს მე საკუთარ თავზე გამოვცადე. ამიტომაც ვაძლევ თავს უფლებას, ასე ხმამაღლა და თამამად დავაფიქსირო მსგავს მოვლენებზე საკუთარი აზრი.

– ყველას შეუძლია წინათგრძნობებით მომავლის განჭვრეტა?

– წინათგრძნობა მეტ-ნაკლებად ყველას აქვს განვითარებული. ზოგი ამას მეტად აქცევს ყურადღებას, ზოგიც – ნაკლებად. ადამიანების უმრავლესობას კი წინათგრძნობა სიზმარში აქვს, რადგან ტვინში არსებობს ისეთი უჯრედები, რომლებიც მხოლოდ ღამით, ძილის დროს აქტიურდება. ამ უჯრედებამდე კი ინფორმაცია სხვა არხებიდან, კერძოდ, ასტრალური სფეროდან მოდის. ასტრალური სფერო დროის ფაქტორს აბსოლუტურად გამორიცხავს. ანუ, ის ერთნაირად მოიცავს წარსულს, აწმყოსა და მომავალს. ადამიანის ტვინი ღამით სწორედ ასტრალიდან მომავალ ინფორმაციას იღებს. ამიტომ, როცა სიზმრით ან სხვა ფორმით რამე ინფორმაციას იღებთ, ის მომავალში აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

– ესე იგი, ადამიანი წინათგრძნობას მომავალი ფაქტების შესახებ მხოლოდ ღამით იღებს ასტრალური სფეროდან?

– არა. არის შემთხვევები, როცა რაღაც მოვლენის შესახებ წინათგრძნობა გვეუფლება უნებური მოქმედებით, მაგალითად, მოუსვენრობით, ჯანმრთელობის ან გუნება-განწყობის გაუარესებით, უეცარი და უმიზეზო ტირილის სურვილით და ასე შემდეგ. მაგალითად, თუ უეცრად გული აგიჩქარდათ, ამ დროს ქვეცნობიერი რაღაც უსიამოვნო ინფორმაციაზე მიგანიშნებთ. გეტყვით, რომ, ადამიანის ქცევასა თუ მდგომარეობაში გარკვეული ცვლილებების მიზეზი სწორედ ქვეცნობიერია. წინათგრძნობა კი არა მარტო ცუდის, არამედ, კარგი ამბისაც აქვს ადამიანს და ამის არ უნდა შეგეშინდეთ.

– გამიგია, თითქოს ადამიანის პარაფსიქოლოგიური უნარი მუცლად ყოფნის დროს, ჩანასახშივე იწყებს განვითარებასო. ეს სიმართლეა?

– ადამიანის სულის სრულყოფილებისკენ სწრაფვა ჩანასახიდანვე იწყება და დამოკიდებულია მშობლების გენეტიკური კოდის ურთიერთშერწყმასა და მათი ბიოენერგეტიკული ძალების ურთიერთშეთავსებაზე. ადამიანთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ ნიჭიერება მემკვიდრეობით გადადის წინაპრიდან შთამომავალზე, მაგრამ ეს ასე არ არის. ადამიანის სული დედამიწაზე რამდენჯერმე მეორდება და განაგრძობს ცხოვრებას. მიწიერი ცდუნებების დასათრგუნად, პრობლემებთან და წინააღმდეგობებთან ბრძოლის დროს იწრთობა და განიწმინდება ადამიანის სული. ამისთვის კი ერთი სიცოცხლე, არ კმარა. ადამიანის ხელახალი განსხეულების შეხედულებათა მიხედვით, ადამიანის სული რამდენჯერმე იბადება ამქვეყნად, ოღონდ, არა ერთ, არამედ, სხვადასხვა სხეულში. ის, სხვა ადამიანის სხეულში მოსვლის დროს, ამ ადამიანს აძლევს შანსს, სწორედ იმ სფეროში იყოს ნიჭიერი და წარმატებული, რომელშიც წინა ცხოვრებაში ჰქონდა დაგროვილი მეტი გამოცდილება. ახალ სიცოცხლეში ჩასახლებული სული გვაძლევს არა მარტო კონკრეტულ ინფორმაციას, არამედ წარსულ ცხოვრებაში შეჯამებულ შედეგებს, მაგალითად, მიდრეკილებას, ნიჭსა და ტალანტს. რეინკარნაცია უკვე დამტკიცებული მოვლენაა პარაფსიქოლოგების, ეზოთერიკოსებისა და მეცნიერების მიერ და ის რეალურად შესაძლებელია ამ სამყაროში.

 

скачать dle 11.3