კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იპოვეს ერთმანეთი მეგობრებმა წლების შემდეგ და შეხვდებიან თუ არა ისინი ერთმანეთს

ლეონიდ ვასილის ძე ხომენკო ეძებდა 1958 წელს დაბადებულ ტარიელ გელაშვილს.

ისტორია: ვეძებ 1958 წელს დაბადებულ ტარიელ გელაშვილს. მე და ტარიელი ერთად ვმსახურობდით ჯარში. უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც მეგობართან კავშირი შემიწყდა. მინდა, მის პოვნაში დამეხმაროთ. მაქვს ტარიელის 1975-1977 წლებში გადაღებული ფოტოები. იმედია, ისინი მის პოვნაში რამენაირად მაინც დაგვეხმარება. ტარიელთან კავშირი სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ არ მქონია, თავად მე უკრაინაში ვცხოვრობ, მეგობარს კი საქართველოში ვეძებ.

ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია „თბილისელებში“ დაიბეჭდა ამა წლის ოქტომბერში. ტარიელ გელაშვილის პოვნა, საბედნიეროდ, მალე მოხერხდა. დიდი სურვილი მაქვს, რომ ყველა ისტორია ასე მალე და წარმატებულად დამთავრდეს. დღესდღეობით კონტაქტი ჯარის მეგობრებს შორის აღდგენილია.

ინტერვიუ ნაპოვნ ტარიელ გელაშვილთან:

– როგორ გაიგეთ, რომ გეძებდნენ?

– სანამ თქვენს რუბრიკას წავიკითხავდი, მეგობრებმა დამირეკეს. მათ უკვე წაკითხული ჰქონიათ თქვენი სტატია და მაშინვე მითხრეს, რომ მე მეძებდნენ. ძალიან გამიხარდა და მეც მაშინვე წავიკითხე. გავოცდი, როდესაც გავიგე, რომ ლეონიდი მეძებდა, იმიტომ, რომ ამას არ მოველოდი. ეს იყო კარგი გაოცება, ანუ, შეიძლება ამას სიხარულიც ვუწოდო. პირადად მე სულ მინდოდა ლიონიასთან დაკავშირება, მაგრამ, ამას ვერ ვახერხებდი – არ მქონდა მისი კოორდინატები. დიდი მადლობელი ვარ, რომ ერთმანეთი გვაპოვნინეთ.

– არასდროს გიფიქრიათ ჯარის მეგობრის მოძებნა?

– თქვენ წარმოიდგინეთ, დღემდე, ჯარის ალბომს რომ გადავშლი, ლეონიდი პირველ პლანზე მყავს. მართლაც ძალიან დავმეგობრდით ჯარში და, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მოვიდოდა ისეთი დრო, როდესაც ერთმანეთს ვეღარ დავუკავშირდებოდით. მადლობა ღმერთს, მან მოინდომა და მომძებნა, მე ამას თავს ვერ მოვაბამდი. მიხარია, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი და ახლა უკვე შეგვიძლია გვქონდეს კავშირი და, თუკი შევძლებთ, შევხვდებით კიდეც ერთმანეთს.

ინტერვიუ ლეონიდ ხომენკოსთან (ვინც ეძებდა):

– რა რეაქცია გქონდათ, როდესაც გაიგეთ, რომ თქვენი მეგობარი ნაპოვნია?

– დიდი მადლობა იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ. როდესაც გავიგე, რომ ტარიელი იპოვეთ, ძალიან გამიხარდა. მისი პოვნის იმედი მქონდა, მაგრამ, ასეთ მოკლე დროში თუ მოხერხდებოდა, ამას არ მოველოდი. როდესაც ტარიელის მოძებნა გადავწყვიტე, ბევრმა ჩემმა მეგობარმა ეს სერიოზულად ვერც კი მიიღო – როგორ იპოვი, შენ უკრაინაში ხარ, ის კი – საქართველოში და სოციალურ ქსელებშიც არ არისო, მაგრამ, მე მაინც შევძელი და ვიპოვე ჩემი მეგობარი. მასთან უამრავი კარგი მოგონება მაკავშირებს და ახლა ჩვენ ერთად გავიხსენებთ განვლილ ახალგაზრდობას, შორეულ 1975-1977 წლებს.

– აპირებთ თუ არა შეხვედრას და როგორ დააგვირგვინებთ ერთმანეთის პოვნას?

– ტარიელის ნახვა, რა თქმა უნდა, მინდა, მაგრამ, მოგეხსენებათ დღევანდელი ვითარება ჩემს ქვეყანაში. ნამდვილად არ ვიცი, რა იქნება მომავალში, ამიტომ, ეს მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული. მთავარია, რომ ტარიელს აღარ დავკარგავ და გვექნება სატელეფონო კავშირი. გამიხარდა, რომ მასაც უნდოდა ჩემი პოვნა. საქართველო ყოველთვის მიზიდავდა და მიყვარდა. თუ ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოვახერხებ და ჩამოვალ, ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს, მაგრამ, ამას უკვე დრო გვიჩვენებს.

თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

 

скачать dle 11.3