კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა:  მყავს 3 წლის ბავშვი.  გამოტოვებული აქვს წლინახევრის აცრა... ახლახან ჰქონდა ყივანახველა. რამდენ ხანში შეიძლება, ეს დაგვიანებული აცრა ჩაუტარდეს? გამოვლენიდან რა პერიოდის მერე იქნება აცრა უსაფრთხო?

პასუხი:  ბავშვებს ყივანახაველის გადატანის შემდეგ, აცრა უტარდებთ დიფტერია-ტეტანუსის ანატოქსინით. დაავადების გადატანიდან ორ თვეში, შეგიძლიათ, ჩაატაროთ ვაქცინაცია.

კითხვა: ვარ 17 წლის, წავიქეცი და დავარტყი მყარ ადგილს თავი. გული არ წამსვლია, მაგრამ 2 დღეა, თავის ძლიერი ტკივილები და გულის რევის შეგრძნება მაქვს. თავბრუ მეხვევა და მოთენთილი ვარ, მაგრამ გული არ ამრევია.  ძალიან გთხოვთ, მიპასუხოთ, მცირე დროში, რა შეიძლება იყოს?

პასუხი:  არ არის გამორიცხული, ტვინის შერყევა ან სხვა ტიპის დაზიანება იყოს ჩივილის მიზეზი. გართულების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებლად უნდა გაესინჯოთ ნევროპათოლოგს. ნუ დააგვიანებთ ექიმთან მიმართვას.  ასეთი ტრავმის შემდეგ საჭიროა სიმშვიდე და წოლითი რეჟიმი. სხვა რჩევებს და მკურნალობას მიიღებთ ექიმთან ვიზიტისას, მდგომარეობის ზუსტად შეფასების შემდეგ.

კითხვა:  მუდმივად მაქვს ყურების დაგუბება და გაბრუების შეგრძნება, საერთო სისუსტე, მოთენთილობა. ეს სიმპტომები გამოიხატა ერთი კვირის წინ,  რა შეიძლება იყოს?

პასუხი:  ყურების დაგუბების მიზეზი შეიძლება იყოს ევსტაქიიტი - ხახისა და ყურის შემაერთებელი მილის ანთება, მიმართეთ ყელ-ყურის ექიმს.

კითხვა:  აყენებს თუ არა რაიმე ზიანს  აეროპორტებში არსებული სკანერები ორსულს (ნაყოფს)? როგორც ვიცი, არანაირი გამოსხივება არ არის, მხოლოდ მაგნიტებია, რომლებიც საშიშ საგნებზე რეაგირებს. თქვენ რას მეტყვით? 

პასუხი:  მეტალოდეტექტორებში, რომლებშიც ადამიანები გადიან კონტროლს, გამოიყენება დაბალსიხშირიანი ელექტრომაგნიტური ტალღები, რომლებიც არ არის საფრთხის შემცველი.

კითხვა:  არის თუ არა ორსულებში ჭარბწყლიანობა დამოკიდებული ჭარბი რაოდენობით სითხის მიღებასთან?

პასუხი:  არა, თუმცა, სითხის მიღებასაც სჭირდება კონტროლი. სანაყოფე წყლების სიჭარბის მიზეზი შეიძლება იყოს: ინფექცია ან გაციება; შაქრიანი დიაბეტი, დედისა და ბავშვის რეზუსშეუთავსებლობა, მრავალნაყოფიანი ორსულობა.

კითხვა: ვარ 21 წლის ბიჭი და ასეთი რაღაც მემართება ხოლმე, თუმცა, არც ისე ხშირად: ზოგჯერ, დაწოლისას, ძილის დროს, ან, როცა მღვიძავს, გული იმდენად ძლიერად მიცემს, რომ საწოლი ირხევა. შეგიძლიათ, მითხრათ, რისი ბრალია ან რა ხდება?

პასუხი: ასეთ შემთხვევაში სავარაუდო მიზეზებად შეიძლება განვიხილოთ მეტაბოლური და ენდოკრინული დარღვევები, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ფსიქოემოციური გადაძაბვა, ცენტრალური ნერვული და/ან ვეგეტატიური ნერვული სისტემის ესა თუ ის პათოლოგია. გირჩევთ, კვლევის საწყის ეტაპზე ენდოკრინოლოგს მიმართოთ. თუ ამ მიმართულებით პათოლოგია არ გამოვლინდა, მაშინ, თანმიმდევრულად, კარდიოლოგთან და ნევროპათოლოგთან ვიზიტები იქნება საჭირო.

 

скачать dle 11.3