კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ შეიძლება დაწინდული წყვილის დაშორება და რა შეიძლება იყოს ორი ადამიანის ჯვრისწერის ხელის შემშლელი ფაქტორები

ჯვრისწერა შვიდი საეკლესიო საიდუმლოთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია და მასში მონაწილე წყვილებმა მის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი და მოწიწება უნდა გამოიჩინონ. თუმცა, დღეს ისევე როგორც ბევრმა სხვა რამემ, ზოგიერთმა საეკლესიო მსახურებამაც უბრალო რიტუალის სახე მიიღო. ასე ხდება ხშირად დაწინდვის, ჯვრისწერის დროსაც. ამ საკითხზე გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი):

 

– როდესაც ორი ადამიანი ერთად გადაწყვეტს ყოფნას, მათი ქორწინების მყარი საფუძველი ხშირად ბუნდოვანია ანუ, ხშირ შემთხვევაში, ჯვრისწერის დროს წყვილი არც ფიქრობს, თუ რა ხდება იმ მომენტში, რა საიდუმლოსთან აქვთ საქმე, რა მოვალეობები აკისრიათ ერთმანეთის მიმართ. ზოგჯერ მხოლოდ ის აინტერესებთ, რომ წყვილი ჩაითვალოს ჯვარდაწერილად, ეკლესიიდან მიიღოს გარკვეული „საშვი,” დასტური, ნიშნად იმისა, რომ ამ ორ ადამიანს მომავალში უფლება აქვს განაგრძოს თანაცხოვრება. ანუ, ზოგჯერ ეს, გარკვეულწილად, თვითკმაყოფილების გამოხატულებაა: ჯვარდაწერილები ვართ, ეკლესია გვაღიარებს ცოლ-ქმრად და არც მრუშობასთან და არც სიძვასთან არ გვაქვს საქმე – ბევრისთვის ეს ერთგვარი სტატუსის მინიჭებაა და არა იმის გათავისება, რომ საეკლესიო საიდუმლოსთან გვაქვს საქმე. ამ საიდუმლოს გარკვეული სახით ჩამოყალიბება მეოთხე საუკუნეში იწყება, თუმცა მასში ლიტურგიკული ელემენტების შეტანა უფრო მოგვიანებით, მეთერთმეტე საუკუნეში დაიწყო და დაახლოებით მეჩვიდმეტე საუკუნეში მიიღო დასრულებული სახე.  ამის მიუხედავად, დღეს ამ საიდუმლოსადმი მიდგომა ძალიან ბუნდოვანი და არასწორია. ძველად დაწინდვა ცალკე მსახურება იყო. ამ ორი ადამიანის ერთად ყოფნისთვის კი ორი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი მიზეზი არსებობდა: როცა მოსიყვარულე წყვილი გადაწყვეტდა, ერთად დაეწყოთ ცხოვრება, მათ სჭირდებოდათ ეპისკოპოსის, მღვდელმთავრის კურთხევა. შესაბამისად, ეპისკოპოსი უშუალოდ იცნობდა ამ ადამიანებს. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რამდენად იყვნენ ისინი მომწიფებულები – ესე იგი, გასათვალისწინებელი იყო მათი ასაკობრივი ზღვარი; ანუ, არსებობდა რამდენიმე კრიტერიუმი, რითაც განისაზღვრებოდა ამ ორი ადამიანის ერთად ყოფნა:  –  იყვნენ თუ არა ისინი ფიზიკურად ჯანმრთელები, მომწიფებულები და მზად იმისთვის, რომ ერთად ეცხოვრათ და მათი ურთიერთობა ნორმალური ყოფილიყო. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მათ განყენებულად ჰქონდათ გამოყოფილი რაღაც პერიოდი. არა, ეს ყველაფერი ვითარებოდა ამ ადამიანების ცხოვრების ჩვეულ რიტმში, ურთიერთობაში, ერთმანეთთან შეხვედრაში. თუმცა, თუ ისინი გადაწყვეტდნენ ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას, მათ საკუთარი მშობლებისგან უნდა ჰქონოდათ კურთხევა, მათი ერთობის მთავარი გარეგნული ფაქტორი კი უნდა ყოფილიყო მთავარეპისკოპოსი. მეორე მთავარი ფაქტორი იყო ის, რომ ეს ორი ადამიანი ერთად ეზიარებოდა საყოველთაო ბარძიმს. დღესაც, მსახურებისას, ვახსენებთ საყოველთაო ბარძიმს, თუმცა, აღარ ხდება ჯვრისწერის დროს მათი ზიარება. 

– დღეს, არცთუ იშვიათად, ჯვრისწერამდე გარკვეული პერიოდით ადრე, წყვილები იწინდებიან. ხშირ შემთხვევაში ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ერთად თანაცხოვრებას ეკლესიურად მოუძებნონ  გამართლება. ეს მისაღებია? 

– ადრეც და ახლაც არსებობს ჯვრისწერისთვის ხელის შემშლელი გარემოებები. ამიტომაც გვაქვს კანონიკური სამართალი, რომელიც აწესრიგებს ყველა საიდუმლოს, აღარაფერს ვამბობ დოგმებზე, რომელთა დაცვაც აუცილებელია. ანუ, არსებობს გარემოებები, რითაც ორ ადამიანს მიეცა ერთად ცხოვრების უფლება და ასევე, არის ხელის შემშლელი გარემოებები, რომლებსაც, ასევე,  ეს კანონები აწესრიგებს და ასეთ დროს არ შეიძლება ორი ადამიანის ერთად ყოფნა. ასეთი ფაქტორები ბევრია: ღალატი, ადამიანის ბუნებრივი და ფიზიკური შეზღუდულობა; ასევე, თუ მამაკაცს არ შეუძლია თავისი გენეტიკური, მამაკაცური მოვალეობის შესრულება; თუ არის იმის საშიშროება, რომ ადამიანი, ამ შემთხვევაში მამაკაცი, ძალადობს ქალზე. ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ ორმა ადამიანმა არ იცხოვროს ერთად. დღეს ხშირად წყვილი ქორწინებამდე რაღაც პერიოდით ადრე მოდის ეკლესიაში და იწინდება. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ზოგჯერ წყვილები იმიტომ იწინდებიან, რომ იურიდიული საბუთი მიეცეს მათ თანაცხოვრებას, – რაც, რა თქმა უნდა, არასწორია.

მინდა აღვნიშნო, რომ დაწინდული წყვილის დაშორება არ შეიძლება – ამას გვამცნობს ეკლესიის კანონიკა. დასაშორებლად რამდენიმე მიზეზი არსებობს: ღალატი; ერთ-ერთი ადამიანის სიკვდილი; გონებრივი ან ფიზიკური ჩამორჩენილობა ან ძალადობა. დაწინდვაზე უარის თქმისას წყვილი ეპისკოპოსთან მიდის კურთხევის სათხოვნელად. მეხუთე-მეექვსე საეკლესიო კრებების 92 კანონი კრძალავს დაწინდულის სხვასთან დაწინდვას და იგივე მრუშობაში უთვლის ამას, რადგან, მან სხვასთან დადო პირობა და ბეჭდები გაცვალეს, რაც სულიწმიდის ერთობას ნიშნავს. ამიტომ წყვილმა წინასწარ კარგად უნდა გაიცნოს ერთმანეთი. ჩვენ, მოძღვრებს, არაერთი მანდილოსანი გვინახავს, რომლებიც იმეორებენ: გავთხოვდი და, აღმოჩნდა, რომ ის ძალიან ცუდია; მიწევს ბევრი რამის მოთმენა – ხშირად ჩაგვრისა და აგრესიისაც კი; ვერსად მივდივარ, რადგან არ მაქვს წასასვლელი, ანუ, გამოდის, რომ, ან უნდა მოვითმინო, ან – განვქორწინდე. ამ დროს ერთი საკითხი ჩნდება, რასაც დიდი ყურადღება ექცევა კანონიკურ სამართალში: სანამ ადამიანი თავის ცხოვრებას მეორე ადამიანს დაუკავშირებს, ის მანამდე უნდა დაფიქრდეს, კარგად გაიცნოს და მხოლოდ ამის მერე მიიღოს გადაწყვეტილება. შეიძლება, ვიღაცამ თქვას – დავაკვირდი, მაგრამ არაფერი ემჩნეოდაო. ეს გამორიცხულია. თუ ერთი ადამიანი მეორეს კარგად აკვირდება, არ შეიძლება, მან ვერ შეისწავლოს ის იმ დონეზე, რა დონეზეც მომავალში წაადგება. რადგან, როცა ჩვენ ახლოს ვიწყებთ ურთიერთობას, კარგთან ერთად ბევრჯერ თავს იჩენს მანკიერებებიც. ამიტომ, ასეთ დროს ყველა უნდა დაფიქრდეს – მისთვის, როგორც პოტენციური მეუღლესთვის, იქნება თუ არა სასარგებლო, რომ მას  დაუკავშიროს ცხოვრება; შეუძლია თუ არა მისი მანკიერებების დათმენა  და ატანა და მხოლოდ ამის მერე უნდა გადადგას სერიოზული ნაბიჯი.

– ბევრი წყვილი ჯვარდაუწერლად იწყებს ცხოვრებას და მიზეზად იმას ასახელებენ, რომ არ სურთ აჩქარება, უნდათ, რომ კარგად გაიცნონ ერთმანეთი თანაცხოვრებისას და მხოლოდ შემდეგ დაიწერონ ჯვარი, მაგრამ სასულიერო პირები ხშირად  ასეთ ადამიანებს სჯიან, არ აძლევენ ზიარების უფლებას. ეს სწორია? 

– ეკლესია, უბრალოდ, აფრთხილებს ადამიანს, რა შედეგი შეიძლება მოუტანოს მას ასეთმა საქციელმა, განსაკუთრებით კი – ქალს. როდესაც ორი ადამიანი ერთად ცხოვრობს დაუკანონებლად, შემდეგ კი ისინი ერთმანეთს შორდებიან, ხშირად სწორედ ქალი გამოდის დაზარალებული, განსაკუთრებით – ჩვენს საზოგადოებაში. როგორც უკვე აღვნიშნე ადრე ჯვრისწერის საიდუმლო გულისხმობდა ზიარებას, საერთო ბარძიმთან მიახლებას, ანუ ქრისტეში, ღმერთში ამ ორი ადამიანის ერთობას. დღეს ეს ორი საიდუმლო ცალ-ცალკეა. შეიძლება, წყვილი დიდხანს ცხოვრობს  ერთად, შვილებიც ჰყავთ, მაგრამ, არ არიან ჯვარდაწერილები, თუმცა კი ეკლესიაში დადიან და მცნებებზე დაყრდნობით ცხოვრობს. უბრალოდ, ვერ მოახერხეს ჯვრისწერა, რადგან გარკვეული მიზეზები აქვთ, მაგრამ აანალიზებენ, რა არის აღსარება, ზიარება, რას მიეახლებიან ისინი და უნდათ ზიარების საშუალებით მაინც გამოაცხადონ ქრისტეში ერთობა. რა თქმა უნდა, ასეთ დროს მათ მოძღვარმა არ უნდა დაუშალოს ზიარება. ეს რომ ხდებოდეს პირველ საუკუნეში, არავინ აზიარებდა, მაგრამ, რადგან დღეს ჯვრისწერა და ზიარება ორი სხვადასხვა საიდუმლოა, ამიტომაც, თუ ადამიანი ცდილობს და მომზადებულია ამისთვის, მღვდელმა უნდა აზიაროს. როდესაც აკრძალვებზე ვსაუბრობთ, არც ეკლესია, არცერთი კანონი, მცნება თუ სჯულისდება არ არის კატეგორიული მოთხოვნა; ეს არის თხოვნა, და თუ ეკლესია რამეს გთხოვს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ, ადამიანს, მოქმედების, აზროვნების, გადაადგილების, სუნთქვის უფლება გერთმევა. წმიდა მამები ამბობენ, რომ ორი ადამიანის ერთმანეთთან შეკავშირება სამებას განასახიერებს; ეს ორი უკვე ერთია და მესამე – სიყვარულია, რომელიც ამ ორ ადამიანს ღმერთთან აერთიანებს. ქორწინება არ არის მხოლოდ ხორციელი ლტოლვა. ეკლესია გვეუბნება, რომ, არ შეიძლება ორი ადამიანის ერთად ცხოვრება, თუ იქ მხოლოდ სულიერი თანაცხოვრება იქნება; სრულყოფილია ქორწინება, როცა სულიერ თანაცხოვრებასთან ერთად ხორციელი თანაცხოვრებაც არსებობს. ანუ, ორივე ერთად არის აუცილებელი.

 

скачать dle 11.3