კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

ღვთისადმი სასოების ძალა

ბიზანტიის იმპერატორი ვალენტოსი (308-387 წლები), არიანელობის (არიანელთა სექტა) დიდი ქომაგი და დამცველი, ცდილობდა ბასილი დიდის დარწმუნებას, რომ მას არიოზის კარნახით, მრწამსში ცვლილებები შეეტანა. ამ მიზნით, იმპერატორმა ბასილი დიდს ერთი თავადი მიუგზავნა, რომელიც მის დაყოლიებას ჯერ მოფერებითა და დაყვავებით ცდილობდა, მაგრამ, როდესაც ამ გზით ვერაფერი გააწყო, სტრატეგია შეცვალა და აგრესიული გახდა. ის დაემუქრა წმიდა მამას ქონების ჩამორთმევით, გადასახლებით, წამებითა და სიკვდილით დასჯითაც კი.

წმიდა ბასილი დიდის პასუხი უგუნური თავადისადმი ასეთი იყო: „ქონებას თუ წამართმევ, მით ვერც შენ გამდიდრდები და ვერც მე გამაღატაკებ, რადგან ჩემი ქონება ძველი ტანისამოსი და რამდენიმე წიგნია, – აი, სულ ეს არის ჩემი სიმდიდრე. გადასახლება არ მაშინებს, რადგან დედამიწა ყველგან უფლისაა. სიკვდილი ჩემთვის სიკეთეა, რადგან დააჩქარებს ჩემს მისვლას უფალთან, ვისთვისაც ვცოცხლობ, ვშრომობ და დიდი ხანია, მისკენ ვისწრაფვი“. ეს სიტყვები გაოგნებულმა თავადმა იმპერატორს მოახსენა. ვალენტოსი კი ასეთი მტკიცე რწმენის გამო დიდი პატივისცემით განიმსჭვალა ბასილი დიდის მიმართ. ამ შემთხვევის შემდეგ, თავადვე ეახლა წმიდა მამას, დიდხანს ესაუბრა მას და იმ დღიდან შეწყვიტა მისი დევნა.

 

 

скачать dle 11.3