კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ მოასწრო მარიტა როხვაძემ ვანიკო თარხნიშვილის „მისაკუთრება” და რატომ წერდნენ სოციალურ ქსელებში „ბრავოს“ შემდეგ მის ტრუსზე

გასულ პარასკევს შოუში „ბრავო“ კიდევ ერთი სუპერფინალისტი გამოვლინდა – „ჯეოსტარის“ გამარჯვებული მარიტა როხვაძე, თავის ლობისტთან, ვანიკო თარხნიშვილთან ერთად.

 

მარიტა როხვაძე: როგორც კი საშუალება მეძლევა, ყველაგან მადლობას ვუხდი ჩემს გულშემატკივარს, მათ, ვინც ჩემთვის ერთი ზარი მაინც გაიმეტა. როცა ხალხის გვერდში დგომას ვგრძნობ, ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა. 

– შენი კაბა სოციალურ ქსელებში კრიტიკის თემა გახდა. გიორგი ბერიძის შეყვარებულმაც არცთუ სასიამოვნო სტატუსი დაწერა ამის შესახებ. 

– როგორც ვიდეორგოლებში აღვნიშნეთ, მე და გიორგი ერთმანეთისთვის საკმაოდ ძლიერი კონკურენტები ვიყავით. მის შეყვარებულს არ ვიცნობ. არ გავბრაზებულბარ, უბრალოდ, ძალიან დამწყდა გული. ასეთ რამეს არ ველოდი, თან, გიორგის შეყვარებულისგან. ყველამ კარგად იცის, რომ მე და გიორგი კარგი მეგობრები ვართ, ძალიან მიყვარს ეს ადამიანი და დიდ პატივს ვცემ. ყველაზე მეტად კი იმაზე დამწყდა გული, რომ წერდა: „ფეხები გაშალე საქართველო...“ და ასე შემდეგ, თან, ამ სიტყვების ავტორი გიორგის შეყვარებული რომ იყო... რაც შეეხება კაბას, მე ძალიან მომწონდა. „ჯეოსტარის“ შემდეგ მივაღწიე იმას, რაც ძალიან მინდოდა; თან ამდენი ვიშრომე, ვიწვალე, რომ ასეთი შედეგისთვის მიმეღწია. ახლა კი გამოვდივარ და ამბობენ: ეს რა კაბა ეცვაო. პირველი არ ვარ, ვინც ასე ჩაცმული გამოვიდა. არაესთეტიკური ნამდვილად არ ყოფილა, სიმღერას უხდებოდა. ჩემი აზრით, ძალიან კარგი იყო და, რაც მთავარია, ბევრი კომპლიმენტი მივიღე არა მხოლოდ მეგობრებისგან, არამედ, უცხოებისგანაც და, მათ შორის, უცხოეთიდანაც, მაგრამ, ჩემი ჩაცმულობა მაინც სალაპარაკო გახდა.

 – და, კიდევ, ტრუსის ფერი. 

– ნამდვილად არ მეცვა ტანგა, ჩვეულებრივი, ლამაზი ტრუსი იყო, რომელიც საგულდაგულოდ შევარჩიე – მინდოდა, ლამაზი და მოხდენილი ყოფილიყო. ამ ჩაცმულობამ ხალხს მოასმენინა ძალიან გემოვნებიანი, კარგი მუსიკა. ამ სიმღერის ასეთი ვერსია არასდროს არავის უმღერია, ძალიან კარგი გამოვიდა. ამ ვიდეოს მეორე დღესვე 16 ათასი ნახვა ჰქონდა. მეორე სიმღერაზეც არანაკლებად თამამად მეცვა: მოკლე წითელი კაბა. დამიჯერეთ, იქ უფრო ჩანდა ის, რაც გამოსაჩენი იყო, მაგრამ, მას მხოლოდ 1 000-მდე ნახვა ჰქონდა. ჩემთვის მთავარია, რომ ეს სიმღერა, თან, ასეთი კარგი ვერსია მოისმინა ხალხმა. 

– ალბათ, მოგწონს შენი ახალი იმიჯი. 

– როცა სცენაზე დგახარ,  ყველანაირი როლი უნდა მოირგო. ვერ იტყვი – უი, ეს არ შეიძლებაო. თუ ხარ მუსიკოსი, ხელოვანი ადამიანი, შეგიძლია, შენი ნიჭი გამოავლინო, ასეც უნდა მოიქცე. იმ კაბასაც მოხდენა უნდოდა, მოძრაობა. გაუნძრევლად რომ ვმდგარიყავი, ახლა ეს არ მოეწონებოდათ და იტყოდნენ: ეს გოგო გამოვიდა, კი, ლამაზია, მაგრამ, რამე მაინც გაეკეთებინაო. ახლა წერენ – გამაღიზიანებელი იყოო. მოკლედ, ვერ მივხვდი, რა უნდათ. მაშინ მსუქანი ვიყავი და – ამას სცენაზე რა უნდაო, „ფიონასაც“ კი მადარებდნენ, სცენიდან ჩამოხსენითო; ახლა გავხდი და – უიმე დედაო... რა უნდათ, ვეღარ გავიგე.

– კაბის დიზაინი ვის ეკუთვნოდა?

– კაბა ჩემი იყო. ყველა შოკში ჩავარდა, რომ ნახეს. ზუსტად არ იცოდნენ, რას ვიცვამდი. თუმცა, თავიდანვე ვთქვი – მე მაქვს ერთი ლამაზი კაბა, რომელიც მინდა ამ სიმღერაზე ჩავიცვა-მეთქი. მეორე კაბა დიზაინერს ეკუთვნოდა. „ბრავო“ არ  არის „ჯეოსტარი“, რომ დადგე და მხოლოდ იმღერო. „ბრავოში“ აუცილებელია პერფორმანსი, შოუ უნდა დადგა. „ჯეოსტარში“ ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო, ჩემი სათქმელი ვთქვი; ახლა კი მინდა, „ბრავოში“ მნახონ, როგორ გავიზარდე, როგორ შევიცავალე. ის სიმღერა, რომელზეც ერთი ამბავი ატყდა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი ძალიან კარგი საჩვენებელი გამოსვლა იყო. ძალიან კარგი ვიდეო მაქვს, რომლის დახმარებითაც ამერიკასა თუ ევროპაში კარგად წარვადგენ თავს. 

– ასეთი ჭორიც გავრცელდა, რომ ფულიანი ბიძები გაფინანსებენ. მართლა გყავს ასეთი ბიძები? 

– „ჯეოსტარის“ დროსაც წერდნენ, რომ ვიღაცეები მაფინანსებდნენ. მე კი არა, სხვაც რომ გადადიოდა შემდეგ ტურზე, ან, ახლა ვინც გადავა „ბრავოს“ შემდეგ ტურში, იმათზეც რაღაცეებს ილაპარაკებენ. ნამდვილად არ მყავს ფულიანი ბიძები, უბრალოდ, გულიანი გულშემატკივრები მყავს. არც ფულიანი შეყვარებული მყავს. 

– ისე, სამი წელი გავიდა, რაც „ჯეოსტარი” მოიგე და მას შემდეგ არაერთ სკანდალში გაეხვიე. 

– ჰოდა, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ჩემს პირად ცხოვრებაზე აღარ ვილაპარაკო. მინდა, ხალხმა ჩემს კარიერაზე ისაუბროს და არა პირად ცხოვრებაზე. სერიოზული სკანდალები არ ყოფილა, თუმცა, ხმაური მოჰყოლია. 5 დეკემბერსაც, ფინალში, შეიძლება მარიტა იყოს უფრო გახდილი, ან, ძალიან კდემამოსილი – არ ვიცი. 

– „ბრავოს“ გარდა კიდევ რით ხარ დაკავებული? 

– ჩემი ბენდი მყავს, კლუბ „ნაინში“ ვმღერით, ასევე, კორპორაციულ საღამოებზე, სადაც კარგი მუსიკის მოსმენა უნდათ. ძალიან მიყვარს ჩემი ბიჭები, მაგრები არიან და ვუკრავთ იმ მუსიკას, რომელიც გვიყვარს. 

– რატომ გადაწყვიტე „ბრავოში“ მონაწილეობა? 

– „ბრავო“ არის პროექტი, რომელიც მიმართულია კარგი, გემოვნებიანი მუსიკისკენ. რა თქმა უნდა, „ჯეოსტარი“ ყველაზე მასშტაბური პროექტი იყო, ამაზე მაგარი არაფერი გაკეთებულა საქართველოში და ძალიან კარგი ბავშვები აღმოაჩინეს ამ პროექტით. მადლობა „რუსთავი 2-ს“ იმისთვის, რომ მომეცა საშუალება, ამ პროექტში მიმეღო მონაწილეობა. „ჯეოსტარის“ მოგების შემდეგ ვერ ვხედავდი ისეთ პროექტს, სადაც შეიძლეობდა, მონაწილეობა მიმეღო. სხვა პროექტებში რომ მიმეღო მონაწილეობა, არ ვიქნებოდი საკუთარ თავთან მართალი, რადგან, უკვე შემდგარი მომღერალი ვიყავი, ამხელა პროექტი მოვიგე და სხვებისთვისაც უნდა მიმეცა ასპარეზზე გამოსვლის საშუალება. როდესაც პირველად ვნახე „ბრავო“, მაშინვე გადავწყვიტე მონაწილეობა. ახლაც გაბრწყინებული თვალებით მივედი.

– ძალიან ძლიერი ლობისტი გყავდა. 

– მანამდე ვუთხარი: ღმერთს ვთხოვ, ჩემი ლობისტი გახდე-მეთქი. მასაც ძალიან უნდოდა, ჩემი ლობისტი ყოფილიყო. სცენაზე რომ ვიდექი, იქაც ვანიშნე: მინდა, ჩემი ლობისტი იყო-მეთქი და, რომ ამოვიღე მისი სახელი და გვარი, შოკში ვიყავი, ძალიან გამიხარდა. ვანიკოზე ვგიჟდები და, რაც მთავარია, ის ქართველი ხალხის ერთ-ერთი საყვარელი შოუმენია. უამრავი რამ გააკეთა ჩემთვის: ნომრები, ხალხში დადიოდა და პიარს მიკეთებდა, რისთვისაც მას მადლობას ვუხდი. 5 დეკემბერს კი ისეთ მაგარ რამეს გავაკეთებთ, ეს იქნება ბომბი, ფოიერვერკი. სხვათა შორის, არც ვიცოდი, რას შეასრულებდა, ერთგვარი სიურპრიზი იყო. რეპეტიციებს კი დავესწარი, მაგრამ, მაშინ სხვანაირი იყო. ბევრმა ისიც თქვა, ვანიკომ მოიგოო. რა თქმა უნდა, ძლიერი ლობისტი უნდა გყავდეს, მაგრამ, შენ ხარ ვოკალისტი და შენზეა ყველაფერი დამოკიდებული. 

– პირად ცხოვრებაში სიმშვიდეა? 

– სიმშვიდეა, შეყვარებული არ ვარ და ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, თუმცა, მხოლოდ კარიერაზე ვფიქრობ. 

– მოთხოვნებიც შეგეცვალა საპირისპირო სქესის მიმართ?

– რა თქმა უნდა. რომ გავიზარდე, იმიტომაც დავშორდი შეყვარებულს. ყველაფერს დაფიქრება სჭირდება, უცბად, იმპულსურად არაფერი უნდა გადაწყვიტოს ადამიანმა, მით უმეტეს – ქალმა, თან, თუ საქმე მეორე ნახევარს ეხება. ალბათ, გამიჭირდება ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც მთლიანად ჩემ გვერდით იქნება. მე ხომ ეგოისტი ვარ, მესაკუთრე და, მინდა, რომ სულ ჩემი იყოს. 

– იმ ერთ კვირაში ვანიკოც ხომ არ მიისაკუთრე? 

– ვერ მოვასწარი მისაკუთრება, რადგან, ხშირად არ ვხვდებოდით ერთმანეთს. ნომრის დროს ერთად ვისხედით და, აი, მაშინ ვუხდიდით ერთმანეთს მადლობას. ვანიკოს ძალიან მოეწონა. ფინალში ვეცდები, რომ ჩემი ნომერი საუკეთესო იყოს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. 

– მოგცეს „ჯეოსტარში“ მოგებული ბინა? 

– ბინა უკვე მომცეს – ეს არის ბათუმში, „ორბი თაუერის“ ბინა და არა სასტუმროს ნომერი. ჩემს სახელზეა, ჩემი საკუთრებაა და ძალიან მიხარია. ისეთი ხედებია... თან 22-ე სართულზეა და, იქ რომ ხარ, გინდა, რომ სულ ღრმად ისუნთქო. ჯერ არ მაქვს ფული, რომ მოვაწყო; მინდა, დავაგროვო და გავაკეთო.

 

скачать dle 11.3