კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ფონდი ნატახტარი” Marketing Brilliance Awards 2014-ზე წლის საუკეთესო სოციალურ პროექტად დასახელდა

25 ოქტომბერს თბილისმა ყველაზე მასშტაბურ ბიზნესდაჯილდოება Marketing Brilliance Awards 2014-ს უმასპინძლდა. რომლის მიზანი ყველაზე ინოვაციური პროექტების გამოვლენა და საუკეთესოს აღიარებაა. ღონისძიების ორგანიზატორი ბრიტანული კომპანია BOC – Global Events Group გახლდათ. 

ბიზნესდაჯილდოება Marketing Brilliance Awards 2014-ზე ნომინაციაში „წლის საუკეთესო საციალური პროექტი“ – „ფონდი ნატახტარი” დასახელდა.

მნიშვნელოვანი და ორმაგად სასიხარულოა, ის ფაქტი, რომ ღონისძიების ორგანიზატორებმა სხვა სოციალურ პროექტებს შორის, „ფონდი ნატახტარი” თავად წარადგინეს, ხოლო ჟიურიმ და ექსპერტებმა ფონდის საქმიანობისა და შედეგების კვლევის საფუძველზე – ის საუკეთესოდ აღიარეს.

Rusiness Brilliance Award ცერემონია და ბიზნესგანვითარების ფორუმი თბილისში უკვე მეორედ ჩატარდა. ფორუმი საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების პროგრესულად მოაზროვნე ლიდერებისთვის, მარკეტინგისა და კომუნიკაციების ექსპერტებისთვისაა განკუთვნილი. 

„საამაყოა, როდესაც კომპეტენტური ჟიური ბევრ საინტერესო სოციალურ პროექტს შორის შენსას გამოარჩევს. მნიშვნელოვანია, რომ სოციალური პროექტები წელს პირველად იქნა განხილული და წლის საუკეთესო საციალური პროექტიც პირველად დასახელდა. ამასთან, „ფონდი ნატახტარი” თავად ორგანიზატორებმა, სხვა სოციალურ პროექტებს შორის წარადგინეს, ისე, რომ ამის შესახებ კომპანიაში არაფერი ვიცოდით. საერთშორისო ჟიურიმ, ფონდის საქმიანობასა და შედეგების კვლევაზე დაყრდნობით, გამარჯვებულად დაგვასახელა. დიდი მადლობა ასეთი აღიარებისთვის. ეს ჯილდო დამატებითი მოტივაციაა, არა მხოლოდ კომპანია „ნატახტარისთვის”, არამედ ფსიქოლოგების, აღმზრდელების, სოციალური მუშაკებისა და ყველა სხვა ადამიანისთვის, ვინც ჩართულია ამ პროექტის აღსრულებაში. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც პროექტის განხორციელებაში შეიტანა წვლილი და განსაკუთრებით მათ, ვინც გამოარჩია „ფონდი ნატახტარი,” – აღნიშნა კომპანია „ნატახტარის” მარკეტინგის დირექტორმა თორნიკე ნიკოლაიშვილმა.

„ნატახტარს” სრულიად დამსახურებული წარმატება მიულოცა BOC – Global Events Group-ის მარკეტინგის დირექტორმა მაკა ყუფარაძემ, ასევე ბიზნესისა და მარკეტინგის სფეროში მოღვაწე ცნობილმა სახეებმა.

„ფონდი ნატახტარი” 2011 წლიდან ეხმარება მზრუნველობამოკლებულ მოზარდებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებაში. თანხა ნოემბრიდან თებერვლამდე გროვდება. 3 წლის განმავლობაში 420 ათას ლარზე მეტი შეგროვდა. ამჟამად, ფონდის ფარგლებში 159 ბენეფიციარი შემდეგი მომსახურებებით სარგებლობს: ფსიქოლოგიური კონსულტაცია, პროფესიისთვის საჭირო იარაღების, მასალების შეძენა, სტიპენდია (ბინის ქირა, კვება, გზა). თითოეული ბენეფიციარისთვის თანხა მისი საჭიროებებიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად გამოიყოფა.

პროექტი, საქართველოს პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა-კურთხევით, ასოციაცია „ჩვენი სახლი – საქართველოს“ მიერ ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ თანხების გამჭვირვალობა დადასტურებულია საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Pricewater House Cooper-ის მიერ. 

 

скачать dle 11.3