კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ეარ არაბია – ჩემი ბედნიერი გზამკვლევი!

ჩემი საქმიანობა მაძლევს საშუალებას, ვაკეთო ის, რაც ყველაზე მეტად მიყვარს და ვიმოგზაურო ყველაზე ეგზოტიკურ ქვეყნებში, თუმცა, ქვეყნები, სადაც ვყოფილვარ, საკმაოდ ძვირი სიამოვნება აღმოჩნდა, სიძვირე კი მხოლოდ მგზავრობის ხარჯებთან იყო დაკავშირებული. მაგრამ, 28 ოქტომბერს ავიაკომპანია  Air Arabia-მ პირველი რეისი განახორციელა თბილისიდან არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, რომელსაც მე, მოგზაურობის მოყვარული ჟურნალისტი, არ გამოვაკლდი, მიუხედავად იმისა, რომ არაბულ საემიროებში არაერთხელ ვარ ნამყოფი. რადგან ტურის ფასი დაუჯერებლად დაბალი იყო, კიდევ ერთხელ გადავწყვიტე მოგზაურობა. დუბაიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით (მანქანით 10 წუთის სავალზე) ერთ ულამაზეს ქალაქში ჩავფრინდით, რომლის შესახებ მანამდე წარმოდგენაც არ მქონდა. შარჯა გაერთიანებული საემიროების რიგით მესამე უდიდესი რეგიონია უძველესი ისტორიითა და კულტურული ძეგლებით; მის სანაპიროებზე მოხვედრისას ომანისა და სპარსეთის ზღვის ყურეზე, ნამდვილ არაბულ სათავგადასავლო ზღაპარში აღმოჩნდებით. შარჯა კულტურულთან ერთად, გაერთიანებული საემიროების ისლამური ცენტრიცაა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი დუბაიდან სულ რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული ის გასხვავებული კულტურისა და ეგზოტიკის ქალაქია. გარდა ამისა, შარჯიდან ემირატების სხვა ქალაქებში მგზავრობა გაცილებით იაფი, იოლი და მოსახერხებელია, ვიდრე დუბაის ცენტრალური აეროპორტიდან და ეს კიდევ ერთი პლუსია ჩემსავით მოგზაურობის მოყვარული თუ საქმიანი ადამიანებისთვის.  Air Arabia-ს „ჩემი ბედნიერი გზამკვლევი“ იმიტომ ვუწოდე, რომ, დღემდე, ისეთ ეგზოტიკურ ქვეყნებში, როგორებიცაა: შრი-ლანკა, ტაილანდი, ინდოეთი, ზიმბამბვე და პაპუა-ახალი გვინეა, ყოველთვის დუბაის გავლით მიწევდა ბილეთის შეძენა, რაც საკმაოდ ძვირი მიჯდებოდა, თუმცა, დღეს, ახალი კომპანიის წყალობით, ფრენას ნახევარ ან უფრო ნაკლებ ფასად შევძლებ. 

ჩვენი ჟურნალის წინა ნომერში სწორედ შრი-ლანკაში ჩემი მოგზაურობის შესახებ ვყვებოდი სტატიაში – „შრი-ლანკის სიგირიის მთის შამანები.“ ქვეყანამ, ტაილანდის შემდეგ, განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე თავისი ულამაზესი ველური ბუნებით, ზღვის სანაპიროებით, ცხოველებით და, რაც მთავარია, ცხოვრების დაბალი ფასებით, რამაც დაუვიწყარი სიამოვნება და მოგონება დამიტოვა. 

აქედან გამომდინარე, არ შემეძლო, გასული კვირის ჩემი უდიდესი შთაბეჭდილება თქვენთვის არ გამეზიარებინა, რისთვისაც მადლობას ვუხდი კომპანია GASA-ს – „ჯორჯიან ავია სერვის ეიჯენსს,” ასეთი სასიამოვნო სიახლისთვის, ვინაიდან, მისი წყალობით, დღეს მოგზაურობა სრულიად ხელმისაწვდომი გახდა ქართველი ტურისტებისთვის. ყველაზე ეგზოტიკური ქვეყნების ლიდერი გზამკვლევები ჩვენს ნაცვლად ზრუნავენ სათავგადასავლო მოგზაურობაზე და მინიმალური დანახარჯით მიღებულ მაქსიმალურ კომფორტზე. 

„ეარ არაბია,” ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის პირველი დაბალბიუჯეტიანი ავიაგადამზიდია. თბილისი „ეარ არაბიასთვის” დანიშნულების მე-100 წერტილს წარმოადგენს, რომლის პრეზენტაციაც ისეთივე ეგზოტიკური და სანახაობრივი აღმოჩნდა, როგორც მათი ტურები!

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ პრეზენტაციას ავიაკომპანია Air Arabia-ს, TAV Georgia-სა და კომპანია Georgian Avia Service Agency-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„თბილისი მეტად მნიშვნელოვანი დანამატია „ეარ არაბიას” ქსელისთვის და, გვჯერა, რომ ეს მარშრუტი მეტად პოპულარული იქნება დამსვენებლებისა და ბიზნესმოგზაურთათვის,“ – განაცხადა ადელ ალიმ, ჯგუფის მთავარმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა „ეარ არაბიადან.” 

შეგახსენებთ, რომ GASA – „ეარ არაბიას” გენერალური სავაჭრო აგენტი გახლავთ საქართველოში. 

კომპანია GASA – „ჯორჯიან ავია სერვის ეიჯენსი” – 2010 წელს დაფუძნდა. GASA მაშინვე გახდა Pegasus Airlines-ის გენერალური სავაჭრო აგენტი საქართველოში. ავიახაზებმა 2010 წლის 10 ოქტომბრიდან დაიწყო ფრენა საქართველოდან და, უკვე სამი წელია, „პეგასუსის” ავიახაზები ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი გახდა და წამყვანი პოზიცია დაიკავა ავიაკომპანიებს შორის. ის ლიდერია, ასევე, ევროპის მიმართულებით მგზავრების გადაყვანის რაოდენობითაც.

2011 წლიდან GASA გერმანიის სარკინიგზო ოპერატორის Deutsche Bahn-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, ხოლო 2012 წლიდან ის გახდა საქართველოში ისრაელის ავიახაზების – ARKAI-ს ოფიციალური სავაჭრო წარმომადგენელი.

ბილეთების შეძენა/დაჯავშნა შესაძლებელია 24-საათიან ონლაინ რეჟიმში, მისამართზე: www.gasa.ge

 

скачать dle 11.3