კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„პირველ ღამე“ გამოვლილები

ანუ „მეგობარი გიწოდე, ხელი გამოგიწოდე“

 

რაკი ნათქვამია, „რა უნდა და ბნელი ღამეო“, ან, სულაც, იმიტომ რომ, „წმიდა ადგილი ცარიელი არ რჩება“, „თავისუფალი დემოკრატები“ ხეირიანად არც კი დამშვიდობებოდნენ პარტნიორებს (პოლიტიკურ პარტნიორებს და, თუ ამას დამშვიდობებას ვუწოდებთ?!), რომ მათთვის მაშველი რგოლი უკვე შეამზადა „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

მეორე მხრივ, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ერთობ პოლიგამიურია, დანამდვილებით ვერც გაარკვევ, ვინ ვისი პარტნიორია („წრეში“ ყველა ნამყოფია). ვერ გაარკვევ, ვინაიდან, უმწიკვლოს პოვნა (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ოდენ პოლიტიკურ უმწიკვლობას ვგულისხმობ  – ), ფაქტობრივად, შეუძლებელია (შეუძლებელი, რადგან თითოული უკვე ნამსხვერპლია პოლიტიკურ „პირველ ღამეს“).

ასეა თუ ისე (რაცაა, ესაა),  საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი აცხადებს, მზად ვართ, ირაკლი ალასანიასთან და სხვა პროდასავლურ პარტიებთან ერთად გამოვხატოთ ქვეყნის პროდასავლური არჩევანიო (იმის გათვალისწინებით, რომ ბ-ნ ბაქრაძეს დღემდე არ განუმარტავს საზოგადეობისთვის, რატომ დახარჯეს მისი ოჯახის წევრებმა ათეულ ათასობით საბიუჯეტო ლარი სატელეფონო საუბრებში; სავარაუდოა, რომ პროდასავლურობაში, სულ მცირე, ასეთი ტიპის ხელგაშლილობა იგულისხმება).

ამ თუ სხვა მიზეზით, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ შეუთვალეს, რომ არც ახლა და არც სამომავლოდ თქვენ გვერდით თავს არ მოვიაზრებთო. ხოლო, თუ დამპატიჟებელთა (ანუ ყოფილი ხელისუფლების ლოგიკასაც გავიხსენებთ): „ეს პოლიტიკური კრიზისი გახლავთ ლოგიკური შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელსაც ხელისუფლება წლების განმავლობაში დაპირისპირებაზე, დევნაზე, განსხვავებული აზრის გამოთქმის წინააღმდეგ პროკურატურის გამოყენებით ატარებდა.“ პროდასავლურ კურსზე „ნაციონალური“ გულის შევარდნისა რა მოგახსენოთ, მაგრამ შექსპირისეული რიჩარდის ლოგიკა მათ ქმედებებში ისევ იკითხება. – 

скачать dle 11.3