კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩვენებური „ანგელოზები“

ანუ ვქარგოთ?!

 

ყირიმის გარეშე დარჩენილი ერთი უკრაინის ტერიტორიაზე უკვე ორი სუბიექტი შეიქმნა, რომლებშიც თვით „არჩევნებიც“ კი ჩატარდა (რის გამოც რფ ახლა „დუმებშია“, აღიაროს თუ არა იმ არჩვენების შედეგები).

ამით შეგულიანებულებმა თუ სხვა რამ მიზეზით, ლუგანსკის ოლქში გამართულ „სახალხო სასამართლოზე“ გამოსვლისას შეიარაღებული ფორმირება „პრიზრაკის“ მეთაურმა, ვინმე ალექსეი მოზგოვოიმ, განაცხადა, რომ ამიერიდან ახალგაზრდა ქალებს ეკრძალებათ კაფეებსა და „კაბაკებში“ სიარული.

არც მეტი, არც ნაკლები, ზემოხსენებულმა ბატონმა განაცხადა: „ხვალ თუ რომელიმე „ბარიშნას“ ამ დაწესებულებებში დავინახავ, მაშინვე ადგილზე დავაპატიმრებ.“ მოტივად კი ის დაასახელა, რომ „ქალი ოჯახური კერის მფარველია“, მაშინ, როდესაც ამ ბოლო დროს ქალებითაა გადატენილი ღამის კლუბებიო. მომყავს ციტატა: „თუ გინდა, დარჩე პატიოსან ქალად, დარჩი სახლში და ქარგე.“

ამის პარალელურად, „სახალხო სასამართლომ“ ორი მამაკაცის საქმეც განიხილა, რომლებსაც გაუპატიურება ედებოდათ ბრალად (გადაწყვეტილებას ხელის აწევით იღებდნენ): ერთ მათგანს დახვრეტის განაჩენი გამოუტანეს, მეორე ფრონტზე გაგზავნეს (საკუთარი სისხლით გამოისყიდოს დანაშაულიო).

ზემოთქმული გვაფიქრებინებს, რომ ამათ ფონზე ჩვენი სეპარატისტები ნამდვილ ანგელოზებს ჰგვანან! 

скачать dle 11.3