კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საგადასახადო მანევრი

სანქციებს შეჭიდებული ფეხსალაგები

 

აქეთ ნავთობის საერთაშორისო ფასი დაეცა 75 აშშ დოლარამდე, იქით რუბლი – დოლართან და ევროსთან მიმართებაში (ცოდვა გამხელილი ჯობია და, არ მწყინს!). ამიტომაც, ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, რფ-ის სახდუმამ ცვლილებებიც გამოაცხო, რის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტებს მიეცემათ უფლება, მეწარმეთათვის დამატებით, რეგიონული გადასახადები დააწესონ.

როგორც რუსული მედია გვამცნობს, მეწარმეთა ჩამონათვალში იგულისხმება სამრეცხაოები, საპარიკმახეროები და თვით ფასიანი ტუალეტებიც კი (საერთო ჯამში, 20 000-ზე მეტი მომსახურების ფორმა გამოდის). ჰოდა, ამ წვრილ და საშუალო მეწარმეებს 2015 წლიდან ყოველკვარტალურად 6 000-დან 600 0000 რუბლის გადახდა მოუწევთ. მეტიც, მუნიციპალიტეტებს, საკუთარი შეხედულებისამებ, ამ გადასახადის 10-ჯერ გაზრდაც შეუძლიათ.

აღმოჩნდა, რომ რფ-ის საქმიან წრეებთან რუს კანონმდებლებს ეს ინიციატივა არ შეუთანხმებიათ, თუმცა ისინი იმედს არ ჰკარგავენ და პრემიერ-მინისტრისთვისაც აპირებენ მიმართვას და საკანონმდებლო ორგანოსთვისაც, მთლად ბოლომდეც ნუ წაგვიჭერთ ყულფს კისერშიო.

თუმცა, შესაძლოა, ვერც კი მოასწრონ ბატ. დიმიტრის (მედვედევის) ყურამდე მიღწევა, ვინაიდან „დუმა“ დაჩქარებულად აპირებს კანონპროექტის მიღებას. საინტერესოა, რომ ეს ცვლილებები შედის და თან ერთვის კანონპროექტს, სახელწოდებით: საგადასახადო მანევრი  სანავთობო სფეროში.

დიდი ალბათობით, ცვლილებები დამტკიცდება და 2015 წლიდან რფ-ის წვრილი და საშუალო ბიზნესი ჭიანჭველასავით დაიტვირთება. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ სრულიად რფ-ის მოსახლეობა აღტაცებული შეხვდა ყირიმის შემოერთებასა და უკრაინაში ორი სეპარატისტული რეგიონის შექმნას, სანქციებისა და ტუალეტების ბრძოლაში, ისღა დარჩენიათ, თავი საკუთარი ანდაზითვე დაიმშვიდონ: ëþხèøü êჭòჭòüñÿ, ëþხè è ñჭíî÷êè íîñèòü?! – 

скачать dle 11.3