კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

როგორ შეძლო სამწუთიანი გარდასახვით მურათ ილდირიმის მოხიბვლა ნუცა ბუზალაძემ და რატომ ემატება მას ცეკვის დროს ექვსი წელი

სატელევიზიო შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების” ერთ-ერთი ფავორიტი კონკურსანტი, 17 წლის მომღერალი ნუცა ბუზალაძეა. მან წელს იურმალაში გვასახელა და „ახალი ტალღის” გრანპრის მფლობელი გახდა. როგორც აღმოჩნდა, ის საკმაოდ ნიჭიერია არა მარტო სიმღერაში, არამედ ცეკვაშიც და ეს ტელემაყურებელმა არაერთხელ იხილა ნუცას გამოსვლებში. მისი ყოველი შესრულება თავის მეწყვილესთან, პროფესიონალ მოცეკვავე რატი გაჩეჩილაძესთან ერთად, ჟიურის წევრებმა ყოველთვის დადებითად შეაფასეს. როგორც ამბობენ, ნუცა და რატი ამ შოუს ერთ-ერთი ფავორიტი წყვილია.

ნუცა ბუზალაძე: ბედნიერი ვარ, რომ „ცეკვავენ ვარსკვლავებში” ვიღებ მონაწილეობას და ჩემი და რატის ყველა გამოსვლას პროფესიონალი ჟიური დადებითად აფასებს. სანამ საცეკვაო მოედანზე გამოვალ, ემოციებში ვარ, ძალიან ვნერვიულობ, მაგრამ, ერთი სული მაქვს, სანამ გავალ და ერთი კვირის ნამუშევარსა და ნარეპეტიციებს მაყურებელსა და ჟიურის ვანახვებ, თუმცა, იმაზე სულაც არ ვნერვიულობ, რამე არ შემეშალოს, ან, რამე ისე რომ ვერ გავაკეთო, რა ვქნა-მეთქი. იმდენჯერ მაქვს რეპეტიცია გავლილი და დაზეპირებული მოძრაობები, რომ ტანში მაქვს გამჯდარი, როდის რა უნდა გავაკეთო. ამიტომ, ამაზე ფიქრი არ მიწევს. სხვათა შორის, სიმღერის დროსაც ასე ვარ – სანამ სცენაზე გავალ და მიკროფონს დავიჭერ ხელში, ვნერვიულობ, მერე კი სულ სხვა სამყაროში ვხვდები და ყველაფერი მავიწყდება სიმღერის გარდა. ცეკვაც სიმღერასავით აღმოჩნდა – როცა მუსიკა ირთვება და ვიწყებ ცეკვას, სულ სხვა განზომილებაში ვხვდები. მართალია, სამეჯლისო ცეკვებში დამწყებად ვითვლები, მაგრამ, ძალიან მიყვარს და მსიამოვნებს რატისთან ცეკვა. ამას წინათ მკითხეს, რომელი უფრო კარგად გამოგდის, ცეკვა თუ სიმღერაო. რასაკვირველია, სიმღერა.

– როცა ცეკვას ამთავრებ და ჟიურის წინ დგები, მაშინ თუ ნერვიულობ, როგორ შეფასებას მოგცემენ ისინი?

– რასაკვირველია, როცა ცეკვის მერე ველოდები ჟიურის შეფასებებსა და ქულებს, მაშინაც ვიწყებ ნერვიულობას, მაგრამ, პანიკური ნერვიულობა მაშინ მეწყება, როცა აცხადებენ, ვინ მოხვდა აუტსაიდერებში და ვინ უნდა გავარდეს პროექტიდან. ეს მოლოდინი – აუტსაიდერად დასახელების – საშინელი მომენტია, რაც კი ცხოვრებაში განმიცდია.

– გიფიქრია იმაზე, რომ, შეიძლება, შენც მოხვდე აუტსაიდერებში და პროექტს გამოეთიშო?

– როგორ არ მიფიქრია. ყოველი შოუს დასრულების შემდეგ, მინდა თუ არა, როცა აცხადებენ აუტსაიდერებს, მეშინია, მე არ დამასახელონ. არ მინდა პროექტის დატოვება, მინდა ფინალში მოვხვდე. თავს არ ვზოგავ, რასაც რატი მასწავლის, ყველაფერს ვაკეთებ; ვცდილობ, მაყურებლისა და ჟიურის წინაშე ნამდვილი მოცეკვავესავით გამოვიყურებოდე და ეს შრომა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მინდა, დიდხანს გაგრძელდეს ჩემი ეს სიამოვნება და, ალბათ, ამაში მაყურებელი დამეხმარება თავისი ესემესებით. ხანდახან ვხუმრობ ხოლმე: მე დავამსხვრიე „ცეკვავენ ვარსკვლავებში” სტერეოტიპი, რომ, მაღალფეხება გოგონების გარდა, ტანმორჩილ ადამიანსაც შეუძლია კარგად ცეკვა-  მეთქი (იცინის). ვფიქრობ, მაღალ და გრძელფეხება  გოგონებს ცეკვა არ უხდებათ; რაც  უფრო პატარა, მოქნილი და კოკროჭინა ხარ,  მით უკეთესად ჩანხარ ეკრანზე.  

– ნუცა, მახსოვს, სანამ პროექტი დაიწყებოდა,  ამბობდი, მე გამარჯვებაზე არ ვფიქრობ,  მინდა, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი  ვაჩვენო მაყურებელსო. რაც უფრო  „ხურდება” შოუ, მით მეტად არ შეხვედი  აზარტში?  

– აზარტში ნამდვილად შევედი და, არ მინდა,  მალე დავტოვო პროექტი. გამარჯვების პრეტენზია  არ მაქვს, მე მხოლოდ იმის პრეტენზია  მაქვს, რომ კარგად ვიცეკვო. იცით, უფრო მეტად  რა მინდა? რომ ჩემი ყველა ცეკვა დასამახსოვრებელი  იყოს ხალხისთვის. ვფიქრობ, თუ  მოვახერხე და ისე გავაგრძელე ცეკვა, როგორც  აქამდე, ეს შრომა აუცილებლად დამიფასდება.  ამ პროექტმა მიმახვედრა, რომ ცხოვრებაში  უფრო მეტის გაკეთება შემიძლია და, თუ  მოვინდომე, ყველაფერი გამომივა. ჩემს თავს  დიდ პროგრესს ვამჩნევ და ჩემი მეწყვილე, რატი  გაჩეჩილაძე, ძალიან მეხმარება ამაში.  

– რატი რას ამბობს, როგორი მოსწავლე  ხარ?  

– რა ვიცი, როგორც შემიძლია, ვუჯერებ  რატის (იცინის). როგორც ამბობს, კარგი მოსწავლე  ვარ. ხმამაღლა ვიტყვი: ამ პროექტში  ყველაზე მეტად იმაში გამიმართლა, რომ ასეთი  მეწყვილე შემხვდა! ნამდვილად იღბლიანი  ვარ, მართლა, გულით ვამბობ. რატი ჩემთვის  ყველაზე მაგარი პროფესიონალი მოცეკვავეა  და როგორ არ უნდა დავუჯერო? ძალიან  კარგად ვეწყობით და კარგად ვუგებთ  ერთმანეთს.

– დავიჯერო, კამათი არ „მოსულა” რეპეტიციის  დროს?  

– ერთწამიანი კამათები „მოსულა” რატის  მხრიდან (იცინის). ისე მაძლევს შენიშვნას, რომ  არ გავითვალისწინო, სირცხვილიც იქნება. დამაჯერებელი  მიდგომა აქვს ჩემ მიმართ. რეპეტიციებზე  ძალიან ვიღლები, მაგრამ, ჩემთვის  ეს სასიამოვნო დაღლაა, ამიტომ, არ ვწუწუნებ  და არც პრეტენზია მაქვს.  

– ჟიურის წევრებიდან ყველაზე მეტად  ვისი შეფასების გეშინია?  

– რა თქმა უნდა, გოჩა ჩერტკოევის შეფასების  მეშინია ხოლმე, თუმცა, ჯერ ისეთი რამ  არ უთქვამს ჩემთვის, რომ გული მტკენოდა.  მგონი, მოსწონს ჩემი შესრულება. ცუდი შეფასება  არ მქონია, მაგრამ, როცა რჩევებს  მაძლევს ჟიური, პირიქით, მიხარია, ყოველთვის  ვითვალისწინებ და მთელი კვირა  ხარვეზების გამოსწორებაზე ვმუშაობ.  ძალიან ვიცინე, გოჩამ რომ გვარი  შემიცვალა და მითხრა: შენ დღეიდან  ბუზალაძე კი არა, ტანგუცალაძე ხარო  (იცინის). მოკლედ, დღეიდან ტაგუცალაძე  ვარ!

 – მურათ ილდირიმი, თურქული  სერიალების ცნობილი მსახიობი მამაკაცი,  შენით აღფრთოვანებული დარჩა.  ასე თქვა – ეს პატარა გოგო,  რომელიც კულისებში ვნახე, საცეკვაო  მოედანზე ნამდვილ ქალად გარდაისახაო  – და, საკმაოდ კარგი შეფასებაც  მოგცა.  

– დიახ, მურათ ილდირიმი მანამდე  კულისებში ვნახე და თურქულად ვესაუბრე.  დეიდაჩემი სტამბულში ცხოვრობს  25 წელია, მასთან ხშირად მიწევს  ორი-სამი თვით ჩასვლა და იქ ვისწავლე  თურქული. მურათს რომ შევხვდი, „ჩავუთურქულე”  და ამით მოვხიბლე (იცინის). კულისებში  ნანახი ბავშვიდან ის სამწუთიანი გარდასახვა  ზრდასრულ ქალამდე, მისთვის ნამდვილად  თვალშისაცემი იყო. ის კი არა, როცა გიორგი  ცაავა მიღებს ფოტოებს და მერე მას ვათვალიერებ,  თავად ვოცდები, როგორი ქალური  და სხვანაირი ვარ სამეჯლისო კაბაში, ქუსლებზე  შემდგარი და მაკიაჟით (იცინის). ყოველდღიურად  სპორტული ტანსაცმელი მაცვია და,  სცენაზე გამოსასვლელად რომ გადავიპრანჭები,  მინიმუმ ექვსი წელი მემატება – რამდენიმე  წამში, ვიზრდები. თუმცა, სცენაზე ასეთი იმიჯით  უნდა იყო. მიუხედავად წლოვანებისა, ასაკის  მომატება მიხდება – ეს ჩემში „ზის”.  

– სიმღერისთვის თუ გრჩება დრო ასეთი  გადატვირთული დღის რეჟიმის შემდეგ?  

– მე სიმღერისთვის, ჩემი საყვარელი საქმისთვის,  სულ მცალია. იცით, როგორი ადამიანი  ვარ? თუ გადავწყვეტ რამის გაკეთებას, თავს  არ დავზოგავ, რომ კარგი შედეგი მივიღო. ნახევრად  გაკეთებული და მიფუჩეჩებული საქმე  არ შემიძლია. ვამბობ ხოლმე, მგონი, მეწაღეობა  რომ გადავწყვიტო, ამაშიც მაგარი ვიქნებიმეთქი  (იცინის).  მასალაში გამოყენებულია გიორგი  ცაავას ფოტო.

 

მასალაში გამოყენებულია გიორგი ცაავას ფოტო.

скачать dle 11.3