კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მტრის მოლოდინში მყოფი გურამ ფირცხალავა და ჩრდილოეთის ციალი

რომ არა საბჭოთა კავშირის თავისებური, „კარჩაკეტილი“ პოლიტიკა, დარწმუნებული ვარ, ბატონი გურამი ახლა ჰოლივუდის მშვენება იქნებოდა. თავისი მოხდენილი გარეგნობით, მსახიობური ნიჭითა და ვაჟკაცური ბუნებით ნამდვილად დაამშვენებდა მსოფლიო კინოს.

მაგრამ, „გულს ნუ გაიტეხ, ბაჩუკი“! სიბერემდე ჯერ კიდევ დიდი დროა და, რა იცით ამერიკა არც ისე შორი გახდა ამ ბოლო ხანებში, ანუ, ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. თუმცა, არც ქართველები ვართ ურიგო მაყურებლები.

ახლა კი საქმეს შევუდგეთ და მისი „საქმენი საგმირონი“ მოვისმინოთ თავად ბატონი გურამისგან.

***

მოკლედ, ავედი სათვალთვალო თუ საყარაულო კოშკურაზე. მიჭირავს ჩემზე გაპიროვნებული ავტომატი და ვოცნებობ: „რა იქნება, ახლა დაიწყოს ომი, შემოვიდეს მტერი, აგერ არ მაქვს ავტომატი (იარაღი დიდი იმედია, საერთოდ), ავტომატიდან გმირობამდე ერთი ნაბიჯია!“ ამ ფიქრებში რომ ვარ მე უბედური, დაახლოებით ღამის 2-3 საათია და, არ განათდა ამ უკუნ ღამეში მთელი ცა?! ნათდება და ციმციმებს თვალის საწიერზე.

„აუუ! გურამჩიკ! მტერი მოდის!“

„მიშველეთ!“ – უნდა ვიყვირო, მაგრამ დროზე დავაჭირე ენას კბილები –  გმირობა რო მინდა, მიშველე გიშველის?

არადა, ანათებს და ანათებს მთელი ცა...

ცოტა კი შევშინდისავით...

რაღა ვქნა ახლა?

ავტომატი – კი, მაგრამ, ვის ვესროლო, რომ არავინ ჩანს?!

საერთოდ, ნადირობის ტრფიალი გახლდით. თავის დროზე სურების ტყეში დათვისთვისაც მისვრია; არ მოხვედრია, მაგრამ მაინც ეწყინა...  თუმცა, ის დათვი ჩემს თვალში მაინც მკვდარია.

ის კი იყო დათვი, მაგრამ, ახლა ვის ვესროლო, კაცო, ცას?! გუმანი მეუბნება, რომ ამერიკელი იმპერიალისტები დაგვესხნენ თავს...

ჩამოვცოცდი კოშკურიდან და ვეცი ოპერატიულ ტელეფონს. უფრო განათდა და განათდა ცა... გადავირიე.

– ალო, ალო!

ყურმილი „კომბატმა“ აიღო.

– ჩტო ტაკოე, კაცო? – მეკითხება „კომბატი“ ნამძინარევი, მშვიდი, მოთენთილი ხმით.

– რა ჩტო ტაკოე, ჩტო ტაკოეს დროა ახლა? – გადავირიე მეგრულად. – ტავარიშ სინიაევსკი („კომბატის“ გვარია), ნებო გარიტ! ნებო გარიტ (ხლებ გარიტო – გიორგი მახარაშვილი რომ ყვიროდა, ისე)! – ჩავძახე ყურმილს.

– კაკოე ნებო, ბლიად?! – შეშინდა „კომბატი“.

– ნაშა, სავეტსკი... გარიტ! კაკ დეისტვოვატ?

ყურმილის იქითა მხრიდან მხიარული ხარხარი მომესმა.

ვიცი ახლა, რომ „კომბატი“ ამ მოულოდნელი ამბით შოკში ჩავარდა და ნერვიული სიცილი დაეწყო...

– და... და... გარიტ!

ისევ ხარხარი:

– ეხ, გრუზინ, გრუზინ... ტი ვ შკოლე ხოდილ?

– რის შკოლა, რა შკოლა, ტავარიშ ნაჩალნიკ... ვრაგ ნა გრანიცე!

– ოი, სმეშნოი ტი... – ისევ ხარხარებს ის კაცი, – ეტო ჟე სევერნოე სიანიე („ჩრდილოეთის ციალი“ – გამახსენდა სკოლაში ნასწავლი)... მაგრამ, სად სკოლის შავ-თეთრი ფურცელი და, სად – „ცეცხლწაკიდებული“ ცა!

მოკლედ, პირველი „ფიასკო“ ვიგემე. დაიკარგა გმირობის აშკარა შანსი.

ახლა მიკვირს:

თუ მკვლელობის მცდელობისთვის კაცს უმაღლეს სასჯელს უსჯიან, გმირობის მცდელობისთვის რატომ არ უნდა მისცენ გმირობა? მაგრამ, რას იზამ, „პატარა კაცსა დიდ კაცთან („კომბატთან”) როდის გასვლია მართალი?“

 

გურამ ფირცხალავას ნაამბობის მიხედვით

скачать dle 11.3