კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იძია სიძემ შური გარდაცვლილ სიდედრზე და ვინ ითხოვდა ღამით საფლავიდან დახმარებას

საბედნიეროდ, არ არსებობს პროფესია, რომელსაც სახალისო შემთხვევები არ ახლავს. სასაფლაოზეც კი, სადაც ყველაზე ნაკლებად არის სახალისო განწყობა, ხდება კურიოზები და, თუ ამაში ეჭვი გეპარებათ, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ დარწმუნდებით, რომ ეს ასეა. ალბათ, ბევრი იფიქრებს, მიცვალებული რა სახუმარო თემააო... არამც და არამც არ ჩათვალოთ, რომ ეს მიცვალებულებზე ხუმრობაა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შორის რთულად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც არ გასცინებია მაშინაც კი, როცა თავადაა ჭირისუფალი. თუმცა, ეს როდი ნიშნავს იმას, რომ მიცვალებულზე ვიცინით. რომ არა მსგავსი შემთხვევები, ალბათ, მესაფლავედ მუშაობა გაუსაძლისი იქნებოდა. ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ – „ჭირი ულხინოდ ვის გაუგია“ და მოგითხრობთ სახალისო ამბებს, რომლებიც სხვადასხვა სასაფლაოს მომსახურე პერსონალმა მიამბო.

* სვანი მოვიდა – მამა გარდამეცვალა და დამიხატეო. მომცა სურათი, რომელშიც გარდაცვლილს სვანური ქუდი ეხურა და მითხრა: ოღონდ, ქუდის გარეშე დახატეო. კარგი, მაგრამ მითხარი, როგორი იყო უქუდოდ – თმა ჰქონდა თუ მელოტი იყო-მეთქი? ბიჭოო, – შემომხედა გაბრაზებულ-გაოცებული სახით, –  ქუდს რომ მოხდი, ვერ დაინახავ, მელოტი იყო თუ ქოჩორაო?! 

* ქალი გარდაიცვალა მოსკოვში და საქართველოში გადმოასვენა შვილმა. ჩვეულებრივად, ყველა პროცედურის დაცვით დავასაფლავეთ. ეს ქალი ცოტა ხანში მოვიდა და ადმინისტრატორს უთხრა, საფლავის მოპირკეთება მინდაო. ამან რუსული არ იცოდა და კარგად ვერ გააგებინეს ერთმანეთს სათქმელი. მოკლედ, ამ გაუგებარი საუბრის შედეგად, იმ ქალმა გაიგო, რომ, რადგან რუსეთის მოქალაქე იყო, საფლავის მოპირკეთება არ შეიძლებოდა. გაბრაზებულმა ამოასვენა მიცვალებული და ისევ მოსკოვში გადაასვენა. მოსკოვში აღმოაჩინა, რომ მოპირკეთება იქ ძალიან ძვირი ჯდებოდა, ამიტომ, ადგა, ისევ აქ ჩამოასვენა და ისევ ჩვენს სასაფლაოზე დაკრძალა. კიდევ როდის მოუწევს ცხონებულს გადასვენება, კაცმა არ იცის. ჯერ ერთი წელიც არ არის გასული და, დრო კი აქვს ბევრი...

* აქ წყლის ცენტრალური მილი გადის. ადრიანი დილაა და, შემოვარდა შუა ხნის კაცი – არიქა, მიშველე, მამა მეხრჩობა წყალშიო. მე ვუთხარი: ბატონო, აქ მაშველები არ ვართ, სასაფლაოა-მეთქი. ჰოდა, საფლავში მეხრჩობა მამაო. გაგვიკვირდა, ვერ გავიგეთ, რა ხდებოდა. გვაჩვენეთ, სად გეხრჩობათ მამა-მეთქი, – ვუთხარი. თურმე, გამსკდარა მილი და წყალი პირდაპირ საფლავში ამოდის. იმ კაცს სიზმარში უნახავს მამამისი – მიშველე, წყალში ვიხრჩობიო და, წამოსულა ძმაკაცთან ერთად. გადმოვიდა ეს მანქანიდან, ნასვამი იყო, რაღაცას წამოჰკრა ფეხი, ბეტონზე დაარტყა თავი და კინაღამ მიეწია მამამისს. მოკლედ, თურმე, მილი გამსკდარა, მე კიდევ, ლამის მაშველები გამოვიძახე.

* წყალტუბოდან გადმოასვენეს მიცვალებული. დააგვიანდათ და გვიან ღამით მოიყვანეს. ზამთარი იყო, თოვდა. აღმოჩნდა, რომ სასახლეში ორი ბოთლი არაყი ჩაუტანებიათ, იმ ცხონებულს კი, არ დაულევია. ავიღეთ და ჩვენ დავლიეთ.

* ჭირისუფალი მოვიდა და ათვალიერებს აქაურობას. დაინახა სასაფლაოს რუკა. მივიდა და კითხულობს. რუკაზე საფლავები გვარების მიხედვით არის აღნიშნული. წაიკითხა: „პროპელერიაააა” – ვაა, ეს გვარია? არ გამიგონიაო. განაგრძო თვალიერება და კითხულობს: „ნაგვის გროვა” – ვაა, არც ეს გვარი გამიგონიაო.

* მესაფლავე ღამით თხრიდა საფლავს. დილის 4 საათზე სხვა მოვიდა მანქანით, მასალა მოიტანა. მთელი ღამე თხარა, ამიტომ ძალიან ღრმა გამოუვიდა და ვეღარ ამოდიოდა ორმოდან. მანქანის ხმა რომ გაიგო, ყვირილი დაიწყო. ხალხო, მიშველეთო. მოკლედ, სიტუაცია არის შემდეგი: „ღამე საფლავიდან ისმის ხმა – ხალხო, მიშველეთ!“ ამან, ვინც მანქანით მოვიდა, ეს ხმა რომ გაიგონა, გადაირია. მიატოვა ყველაფერი და გაიქცა – ქვემოთ შტაბს აშენებდნენ და იქ მივიდა სამხედროებთან.

* ერთხელ ქვისლები მოვიდნენ, სიდედრის დაკრძალვა უნდოდათ. პირადობა ვთხოვე და – რად გინდაო? სამარხი თქვენს სახელზე ხომ უნდა გავაფორმო-მეთქი. ერთ-ერთმა მომაწოდა. აბა, აბა, მაიცაო, – ყვირის მეორე, – აჰა, ჩემი პირადობა, ჩემს სახელზე გააფორმეო. გამიკვირდა – რა მნიშვნელობა აქვს, რომელზე გავაფორმებ-მეთქი? მაიცა, რა, თუ ძმა ხარ! ცხოვრებაში არაფერი მქონია ჩემს სახელზე გაფორმებული და, ახლა საფლავს მაინც გავაფორმებო.

* ერთი სხვისგან ნაამბობი ვიცი: სიძე ასაფლავებდა სიდედრს და, სანამ ყველა არ გაისტუმრა, არ წავიდა. დარჩა ბოლოს მარტო და მესაფლავეებს ქალი უკუღმა დაასაფლავებინა – აქ მომინელა და, ასე მაინც გადავუხდი სამაგიეროსო.

* სხვადასხვა კუთხის ხალხს სხვადასხვა ჩვეულება აქვს. მოკლედ, გასვენებაა და ტირიან ჭირისუფლები. უცებ ერთმა ისეთი შეჰკივლა, კინაღამ დანარჩენებიც მიაწია მიცვალებულს. რა იყო, ქალო, რა მოხდაო, – დაესივნენ. რატომ ვარ ცოცხალი, სავარცხლის ჩატანება დამავიწყდაო. იქვე მდგომმა კაცმა ხელი მოჰკიდა და გაიყვანა: გაჩუმდი, ქალო, კაცი მელოტი იყო, სავარცხელი აქ არ უხმარია და იქ რა ჯანდაბად უნდაო.

* მაშინ ოდესაში ვცხოვრობდი. ერთხელ ტელევიზორი ჩავრთე და საქართველოს ახსენებენ. ადრე წესად ჰქონდათ, ჯერ ქელეხი იყო და მიცვალებულს მერე ასაფლავებდნენ. მაშინაც ასე ყოფილა და კარგად გამომთვრალა ხალხი. მიცვალებული დავიწყებიათ, მოგვიანებით გახსენებიათ და წაუყვანიათ სასაფლაოზე. გზაზე მდინარე იყო. მთვრალებმა, როგორც ჩანს, თავი ვერ შეიკავეს და მიცვალებული წყალში გადაუვარდათ. ეს ამბავი მაშინ ისე გახმაურდა, წარმოიდგინე, ოდესაშიც კი გადმოსცეს.

* ერთი ორმო გავჭერით, წყლიანი ადგილი აღმოჩნდა და იძულებული გავხდით, იმის ამოვსება და მეორეს გაჭრა დაგვეწყო. ამის გამო უკმაყოფილოები ვიყავით. ამ დროს მიცვალებულის სიძე მოვიდა – არ იდარდოთ, ბიჭებო, არ დაგჭირდებათ ამოვსება. სახლში სიდედრი მყავს კიდევ და, მალე მაგასაც მოგიყვანთო.

* ერთმა მესაფლავემ რაღაც გააკეთა სასაფლაოზე, მიცვალებულის პატრონს ურეკავს ამის სათქმელად. ურეკავს და ეუბნება: ალო, გამარჯობა, საფლავიდან გირეკავთო.

* ერთი ჭირისუფალი მოვიდა – და გარდამეცვალა, ჩემი სიძე აქ არის დასაფლავებული და მის გულზე დავმარხავო. წავედით საფლავის სანახავად. ერთი უწარწერო საფლავი მაჩვენა, რომელზეც არანაირი მინიშნება არ იყო იქ დაკრძალული ადამიანის შესახებ. ვკითხე, ნამდვილად იცით, რომ თქვენი სიძის საფლავი არის-მეთქი? კი, აქ არის დამარხულიო, – მითხრა. როცა მსგავსი სიტუაციაა, ჭირისუფალთან ვაფორმებთ ხელშეკრულებას, რომელიც ნოტარიულად არის დამოწმებული. ის ადასტურებს, რომ ნამდვილად მისი ოჯახის სასაფლაოა და, თუ ასე არ აღმოჩნდება, გადასვენების ხარჯებს თავად დაფარავს. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. ამოვთხარეთ საფლავი და მესაფლავე მეუბნება – ეს კაცი კოჭლი ყოფილა, კასტილი ვიპოვეთო. ჭირისუფალს ვეუბნები, თქვენი სიძე კოჭლი ყოფილა-მეთქი. „გაატარა”, არაფერი უთქვამს. მოკლედ, დასაფლავების დროა და, ბუნებრივია, ხალხი მოვიდა. დაიწყო პროცესია. იქვე ერთი დამლაგებელი იყო, რომელმაც შეხედა საფლავს და – სად მარხავთ მიცვალებულს, აქ ერთი კოჭლი ადამიანი მარხიაო. კიო, – დაეთანხმა მესაფლავე, – კასტილი ვნახეო. მოიცა, კაცო, ჩავასვენოთო, – ჭირისუფალმა. სად უნდა ჩაასვენოთ, ეს არ არის თქვენი სასაფლაო, ვიღაც რუსი მარხიაო, – დამლაგებელმა. მოკლედ, გაირკვა, რომ საფლავი შეეშალა. ცოტა ხანს ეძება და იპოვა თავისი ოჯახის სასაფლაო. დაუძახეს მესაფლავეებს სასწრაფოდ და თავიდან დაიწყეს საფლავის გათხრა. წარმოიდგინეთ, რამდენი დრო დასჭირდებოდა. ხალხმა პურის ჭამა და ქეიფი დაიწყო სასაფლაოზე. ასეთი შემთხვევა კიდევ ერთხელ მოხდა, ოღონდ, მაშინ უკვე დასაფლავებული იყო მიცვალებული. კაცი მოვიდა და კითხულობს, – ჩემი მიცვალებულის საფლავზე სხვისი წარწერა რატომ არის, პოლიციაში ვიჩივლებო. მოვიდა ახლად დამარხული მიცვალებულის პატრონი – ბოდიში, შემეშალაო.

скачать dle 11.3