კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, პროცესის რა ეტაპზეა შესაძლებელი აცილების  შუამდგომლობის დაყენება და, ზოგადად, როგორ ხდება აცილების საკითხის დაყენება? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ  აცილების შუამდგომლობა უფლებამოსილმა პირმა უნდა დააყენოს დაუყოვნებლივ, პირველი შესაძლებლობისთანავე, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდება აცილების საფუძველი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შუამდგომლობა არ განიხილება. საქმის სასამართლო განხილვისას მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის, პროკურორის, სასამართლო სხდომის მდივნის, ადვოკატის ან თარჯიმნის აცილების შუამდგომლობას ამისთვის უფლებამოსილი პირები აყენებენ სასამართლოში. გამოძიებისას გამომძიებლის ან თარჯიმნის აცილების შუამდგომლობას მხარე აყენებს პროკურორთან, ხოლო გამოძიებისას, პროკურორის აცილების შუამდგომლობას ამისთვის უფლებამოსილი პირები აყენებენ მის ზემდგომ პროკურორთან.   

კითხვა:   გთხოვთ, მაცნობოთ, რა ვადაში უნდა იქნეს გადაწყვეტილი სისხლის სამართლის საქმეზე მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობა?

პასუხი: გაცნობებთ, რომ გამოძიების სტადიაზე შუამდგომლობა განხილულ და გადაწყვეტილ უნდა იქნეს მისი დაყენების მომენტიდან არაუგვიანეს 3 დღისა, ხოლო სასამართლოში – დაუყოვნებლივ. 

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, მომხდარი დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მასმედიაში ან ზეპირი ფორმით გაჟღერების შემთხვევაში, არის თუ არა ვალდებული საგამოძიებო ორგანო ან გამომძიებელი, დაიწყოს გამოძიება?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში. დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, გამომძიებელი და პროკურორი ვალდებულნი არიან, დაიწყონ გამოძიება. გამომძიებლის მიერ გამოძიების დაწყების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პროკურორს. ამასთან, დანაშაულის შესახებ ინფორმაცია შეიძლება იყოს წერილობითი, ზეპირი ან სხვაგვარად დაფიქსირებული.

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, რა შემთხვევაში  ხდება საქმის ქვემდებარეობით გადაგზავნა და რა სახის საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლება აქვს გამომძიებელს უწყებრივად სხვა საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარე საქმეზე? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ, თუ გამოძიების დაწყების შემდეგ გამოიკვეთა, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება სხვა საგამოძიებო ორგანოს კომპეტენციაა, გადაუდებელ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შემდეგ, პროკურორი დაუყოვნებლივ გადაგზავნის საქმეს ქვემდებარობის მიხედვით.

скачать dle 11.3