კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

მახვილაძე

მახვილაძეები ამირეჯიბთა გვარისანი არიან და ისინი იოანე ბაგრატიონს შეყვანილი ჰყავს „საქართველოს შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა” სიაში. ის წერს: „აზნაურ მახვილაძეთა წინაპარი იყვნენ მონათესავენი ამირეჯიბთა და ესახლდნენ ჯავახეთის კერძო მთისა, მახვილად წოდებულსა, რომლისა გამო გაუგვარდათ ესე სახელი მახვილეობა და დროსა ერეკლე მეფისასა, წელსა 1621-სა ცედანს სოფელს მოვიდნენ და დაეშენნენ სურამის, კერძოდ და მუნიდგან გაუგვარდათ გვარი მისი სახელისა გამო და არიან მოხსენებული ტრაქტატსა შინა. ხოლო რომელნიმე ამათ გვარი ჰსცხოვრობდენ როსიისა შინა და სხვანი ქართლს.”

„მახვილაძე ბათიაშვილების გაყრის დროს ერგო გერმანოზსა და მის ძმებს” (1523 წელი).

1840-იან წლებში მახვილაძეები ცხოვრობდნენ იმერეთის შემდეგ სოფლებში: გეგუთი, გოდოგანი, მანდიკოსი, ღვანკითი, ჭყეპი, ხონი, ჯონია.

საქართველოში 547 მახვილაძე ცხოვრობს. ქუთაისში – 175, თბილისში – 144, ტყიბულში – 125. ცხოვრობენ სხვაგანაც.

ღუღუნიშვილი

გვარი წარმომდგარია სიტყვიდან ღუღუნი. ამ ნიშნითაა მიღებული როგორც მამაკაცის, ასევე ქალის საკუთარი სახელი – ღუღუნა. ეს სახელი ბევრგან მეტსახელადაც გვხვდება.

ღუღუნიშვილებში გავრცელებული გადმოცემის მიხედვით, ადრე მათი გვარი ბაგრატიონი ყოფილა და მოგვიანებით, ერთ-ერთი მოღიღინე, საამური ხმის მქონე პიროვნების პატივსაცემად, მეორე, დამატებითი გვარი გასჩენიათ და გაჰგვარებიათ კიდეც. თუმცა, ამ ვერსიაზე კვლევა-ძიების შემდეგ, რაიმე დამამტკიცებელი საბუთი ვერ მოიძია. ბაგრატიონებს ჰქონდათ შტო-გვარები: გოჩა ბაგრატიონიდან – გოჩაშვილი, დავითისა და რამაზისგან – დავითაშვილი, რამაზაშვილი და ასე შემდეგ.

ღუღუნიშვილების თავდაპირველი გვარი ყოფილა ასათიანი. ცნობილია, რომ ასათიანები ცხოვრობდნენ ლეჩხუმში, იმერეთში, გურიასა და სვანეთშიც. ამ კუთხეებში ვხვდებით ღუღუნიშვილებსაც.

ერთ-ერთი ვერსიით, ღუღუნაშვილ-ღუღუნიშვილების დამკვიდრებული გვარი სათავეს იღებს იმერეთში ბერი ასათიანისგან. 1619 წლის შეწირულობის წიგნში დასახელებულია ღუღუნასშვილი – ბერი ასათიანი. მას იმერთა მეფის, ბაგრატ მესამის სახასო ყმა სალდაყმაძე მოუკლავს და ამის საფუძველზე მეორე გვარი მიუღია.

საქართველოში 1 474 ღუღუნიშვილი ცხოვრობს. ჭიათურაში – 777, თბილისში – 193, საჩხერეში – 181. არიან სხვაგანაც.

ზეინკლიშვილი

ვიდრე ხელობა-საქმიანობის ტერმინი ზეინკალი შემოვიდოდა ჩვენში, იყო გვარი ფუძის (ზეინკალი) ზეინკლიშვილი. ამ გვარისანებს სოფელ ტკოცაში უცხოვრიათ.

„ზეინკლიშვილი ტკოცას მცხოვრები, ერთი კომლი, იხსენიება ზემო ქართლის კომლების ნუსხაში, მეჩვიდმეტე საუკუნის დამდეგს.”

„ზეინკლისშვილი პავლე, ტკოცაში მცხოვრები, ბატონის სახასო მსახური, კარის დეკანოზი, ერთი კომლი. ჰყავს ძმა გიორგი, ნაშენი ოთხი ვაჟი და განაყოფი პაატა ზეინკლისშვილი“. იხსენიება ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში (მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარი).

საქართველოში 305 ზეინკლიშვილი ცხოვრობს. ქარელში – 98, საჩხერეში – 67, თბილისში – 53. ცხოვრობენ სხვაგანაც.

პაჭკორია 

გვარის ფუძედაა გამოყენებული საკუთარი სახელი პაჭკორი (პაპაშჭკორი). მეგრულად ის მღვდლის ყმას ნიშნავს. არსებობს, ასევე, პაჭიკა, პაჭიკო და ასე შემდეგ. 

საპაჭკორიო უბანია ციზეთში, ზემო ქვალონის საზღვართან. იქ პაჭკორიების ორიოდე კომლიღა დარჩა. ასევე, არის უბანი ხეცერაში, უმპიასა და უჩაღალს შუა, სადაც, პირველმოსახლენი გიორგი გვათუა და კირიბა პაჭკორია ერთად მოსულან ხორშიდან. ხორშიდან შემდეგაც მოსულან პაჭკორიები. მათ „ნაეკოხონარ“ პაჭკორიებს ეძახიან. საპაჭკორიო არის, აგრეთვე, უბანი ბიაში, საცხვიტაოში, საადამიოში. ისტორიულად ყოფილ დასახლებულ უბანში – გამოღმა, პატარა ხორგაში, პაჭკორიებიც ყოფილან. 

ნაპაჭკორუ არის სახნავი მდინარე აბაშის მარცხენა ნაპირას. 

1733 წელს შედგენილ ერთ საბუთში გვხვდება გვარი პააჭკორია. ამ გვარით მოიხსენიებიან „ხობის საცხომარიოს“ მცხოვრებლები – გიორგი პაჭკორია და მისი ძმისწული მასტიშია. 

საარქივო მასალებით ირკვევა, რომ პაჭკორიებს ზანთაში უცხოვრიათ მეჩვიდმეტე საუკუნეში, ხოლო შემდეგ გადასულან საწულეისკიროში. 

საქართველოში არსებულ 25 000-ზე მეტ გვარში პაჭკორიას 736-ე ადგილი უჭირავს. 

ეს გვარი გვხვდება აბასთუმანში, ცაიშში, ლიაში, წალენჯიხაში, ინგირში, ეკში, ზემო ჭალადიდში, ახალსოფელში (ზუგდიდის რაიონი), ურთაში, ხორშში... 

საქართველოში 1 373 პაჭკორია ცხოვრობს. ზუგდიდში – 526, სენაკში – 181, ფოთში – 164. არიან სხვაგანაც. 

 

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3