კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ძლიერდება სავსე მთვარის დროს ტკბილეულის მოთხოვნილება და რა უნდა გავითვალისწინოთ ასტროლოგიურად რთულ დღეებში

ძუნწი და გაუმეტებელი ადამიანი საკუთარი მატერიალური კეთილდღეობის არხს თავადვე კეტავს.  ფული კოსმიური ენერგიის მატერიალური გამოხატულებაა, რომელსაც არ უყვარს ძუნწი, წუწუნა და ზედმეტად ხელმომჭირნე ადამიანები. 

ზოგადად კი, თუ უმწეო ადამიანს გავუწევთ დახმარებას, გაცილებით მეტი შემოსავალი შემოგვივა – ეს საკუთარი ფინანსური კოდის გახსნის ერთგვარი მეთოდია; ანუ, რაც მეტს გასცემს, ადამიანი, მით მეტი შემოსავალი ექნება.

სხვათა შორის, ბარაქა პირდაპირ კავშირშია იმასთან, ასტროლოგიურ დონეზე სწორად გაქვთ არჩეული პროფესია თუ არა. სწორი არჩევნის შემთხვევაში, შემოსავალი მეტია და, შესაბამისად, ბარაქაც იმატებს. მაგრამ, თუ ასტროლოგიურად არასწორად აირჩიეთ პროფესია, რთულია ფულის მოზიდვა და რაიმე ფინანსური კეთილდღეობის დაბევება; ვერც კარიერაში მიაღწევთ წარმატებას და, არ არის გამორიცხული, უმუშევრობაც ამის ბრალი იყოს. ასევე, შესაძლებელია ბარაქის კოდის გაძლიერებაც და კოსმიურ არხთან მისი ისე დაბალანსება, რომ კონკრეტული ადამიანის კარიერულ წინსვლას შეუწყოს ხელი. ეს შეიძლება, შესაბამისმა სპეციალისტმა გამოიკვლიოს. მაგრამ, თუ მან არ იცის, რა კოსმიური ენერგეტიკული პოტენციალი დევს ამა თუ იმ ადამიანის ბარაქის კოდში, დახმარებას ნამდვილად ვერ შეძლებს. ამის სპეციალისტები საქართველოში, სამწუხაროდ, არ არიან, ევროპაში კი ძალიან ბევრია. გეტყვით იმასაც, რომ ყოველი ადამიანის ცხოვრებაში დგება გარკვეული პერიოდი, როცა შემოსავლების კოდი დროებით იკეტება. ეს კარმული ჩავარდნის დროა და მას უნდა გაუძლოთ, თუ გინდათ, რომ მომავალში მეტად გაგიმართლოთ.

სამწუხაროდ, ბევრი არ აქცევს ყურადღებას მთვარის ფაზებს, არადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უამრავი ადამიანი უჩივის თვის გარკვეულ დღეებში სისუსტეს, გაღიზიანებას, მგრძნობელობის მომატებას და ვერ ხსნის ამის გამომწვევ მიზეზებს.

ადამიანის განწყობაზე დიდ ზეგავლენას ახდენს მთვარის ფაზები. თავი რომ დააღწიოთ ნერვიულობას, გაღიზიანებასა და მშფოთვარე ძილს, უნდა შეასრულოთ მარტივი და აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები, რომლებიც ასტროლოგიაში კარგად არის აპრობირებული. მაგალითად, თუ სავსე მთვარეა, საძინებელი ოთახი კარგად დააბნელეთ ფარდებით, რადგან, შესაძლოა, მთვარის ნათებიდან წამოსული ენერგია ძილთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზად იქცეს.

უძილობას თავს ადვილად დააღწევთ, თუ სავსე მთვარის პერიოდში, მწარე კერძების ნაცვლად, ვახშამზე მსუბუქად დანაყრდებით. ამ დროს კარგია კატაბალახასა და იის ნაყენის მიღება – ის ორგანიზმს ადუნებს, აწყნარებს და ღამის მშვიდი ძილისთვის ამზადებს. ასევე, სავსე მთვარის დღეებში კარგია, თუ დაძინებამდე ერთი საათით ადრე ცაცხვის ყვავილების აბაზანას მიიღებთ. ასეთი აბაზანა ადვილად მოგიხსნით სტრესს ასტროლოგიურად რთულ დღეებში.

მთვარის შევსებამდე ერთი დღით ადრე და შევსების მეორე დღეს, ადამიანის ორგანიზმში აქტიურად მიმდინარეობს ცხიმების დაგროვება. ამას თავიდან აიცილებთ, თუ მთვარის შევსების წინ წვენებით ან ხილით მოიწყობთ განტვირთვის დღეს. სასურველია, ამ დღეებში ტკბილეულს მოერიდოთ.

არსებობს ადამიანების ტიპი, რომლებსაც სავსე მთვარის დროს ტკბილეულის მოთხოვნილება უძლიერდებათ. ამისგან თავის დასაღწევად, გირჩევთ, ამ დღეებში ხშირად ყნოსოთ ვანილი, რადგან, მისი ინტენსიური და სპეციფიკური სურნელი ტვინს სიმაძღრისა და კმაყოფილების სიგნალს მიაწვდის.

სავსე მთვარის დროს იმატებს თავის ტკივილი, უძილობა, დისკომფორტი, საერთო სისუსტე და გაღიზიანება. ამიტომ, გირჩევთ, დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე მიირთვათ ცაცხვის ყვავილების ჩაი, საფეთქლები კი ლავანდის ზეთით დაიზილოთ. 

შეიძლება, ბევრმა არ იცის, რომ ჩვენი წინაპრები ზამთრისთვის შესანახ კერძებს სავსე მთვარის დროს არ ამზადებდნენ. ასე იმიტომ იქცეოდნენ, რომ ისინი კარგად ერკვეოდნენ მთვარის ფაზებში და იცოდნენ მათი ზემოქმედების შესახებ. კერძოდ, ცნობილია, რომ სავსე მთვარის დღეებში დამზადებული ზამთრის პროდუქტის მარაგი მალე იწყებს გაფუჭებას. სხვათა შორის, გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს არც მოსავლის აღება-დაბინავებაა მიზანშეწონილი; ამასთან, ამ დღეებში ადამიანის ჯანმრთელობაც შესუსტებულია და, ამიტომ, უმჯობესია, ეს პერიოდი სახლში გაატაროთ და დაისვენოთ.

ხშირად ახედეთ მთვარეს, ჩაიხედეთ ასტროლოგიურ კალენდარში და სწორად დაგეგმეთ თქვენი მომავალი ცხოვრება და საქმიანობა, რათა შემდგომ მთვარემ პრობლემები არ შეგიქმნათ და გაურკვევლობაში არ აღმოჩნდეთ.

скачать dle 11.3