კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: თუ ტაძარში ბევრი ხალხია და გვინდა, ხატთან დავანთოთ სანთელი, წირვის მიმდინარეობის დროს შეიძლება თუ არა სანთლის გადაწოდება?

პასუხი: სანთლის გადაწოდება შეგიძლიათ წირვის დაწყებამდე. უმჯობესია, ლოცვის დროს თავი შეიკავოთ სანთლის გადაწოდებისგან, რადგან ამით ხელს შეუშლით სხვა მლოცველებს. დაელოდეთ წირვა-ლოცვის დამთავრებას და შემდეგ გადააწოდეთ სანთელი ან თავად მიბრძანდით ხატთან.

კითხვა: რატომ ეადვილებათ ადამიანებს სხვისი გაკილვა და განკითხვა, საკუთარ თავს კი არ განსჯიან?

პასუხი: წმიდა მამათა განმარტებით, „სხვათა განკითხვის მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არ გვყავს შეცნობილი საკუთარი თავი. ვისაც თუნდაც მხოლოდ ერთხელ მიუპყრია სათანადო მზერა საკუთარი თავისთვის, იგი არასდროს არ მიაქცევს ყურადღებას თანამოძმეთა მანკიერებებს“.

კითხვა: ჩემი ახლობელი, რომელიც დაქორწინებულია, მრუშობის გზას დაადგა („მეგობარი” გაიჩინა). როგორ მოვიქცე, გავაგრძელო მასთან მეგობრობა თუ დავშორდე?

პასუხი: თქვენ, რა თქმა უნდა, კვლავ უნდა იმეგობროთ მასთან და ეცადოთ, სინდისის ხმა გაუღვიძოთ; უთხარით, რომ ის სჩადის საკუთარი სულის დამღუპველ ცოდვას და ცდა არ დააკლოთ, შეაგონოთ და გადაარჩინოთ. 

კითხვა: რა ასაკიდან უნდა ვამარხულოთ ბავშვები?

პასუხი: ბავშვებისთვის უნივერსალური კანონი არ არის დაწესებული. მათ მარხვა უნდა დაიწყონ იმ დროიდან, როცა მათში რელიგიური თვითშეგნება გაიღვიძებს და ფიზიკურად და სულიერად მზად იქნებიან მარხვისთვის.

скачать dle 11.3