კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადელი – ქეთი მელუას მოსწავლე

პოპ-ჯაზ-სოულის შემსრულებელი მომღერალი და სიმღერების ავტორი  ადელ ლორი ბლუ ედკინსი (OBE) 1988 წლის 5 მაისს ჩრდილოეთ ლონდონში, ენფილდში დაიბადა.

პირველად სცენაზე სკოლის პერიოდში დადგა. შემდეგ მოეწყო კროიდონში მდებარე საშემსრულებლო ხელოვნებისა და ტექნოლოგიის სკოლაში, სადაც ასწავლიდნენ ემი უაინჰაუსი, ქეთი მელუა, ლეონა ლიუცი და ქეით ნეში. დამთავრების შემდეგ თავისი კომპოზიციები ონლაინ არტ-ჟურნალ Platforms Magazin-ში გამოაქვეყნა. 

2007 წელს მუსიკის კრიტიკოსებმა იგი „ახალ ემი უაინჰაუსად“ გამოაცხადეს.

ადელის სადებიუტო ალბომი – „19“, რომელიც 2008 წლის 28 იანვარს გამოვიდა, ერთ კვირაში UkAlboms Chart-ის სათავეში მოექცა, შემდეგ კი „პლატინის“ სტატუსიც მიიღო, ანუ 500 ათასი ეგზემპლარის ტირაჟით გაიყიდა. 

2010 წელს ნომინირებული იყო „გრემზე“, როგორც „საუკეთესო ქალი პოპ-შემსრულებელი“. 2011 წელს დიდ ბრიტანეთში გამოვიდა ადელის მეორე სტუდიური ალბომი „21“, რომლის ამერიკული რელიზი 22 თებერვალს შედგა. კრიტიკოსებმა ყურადღება მიაქციეს მის მუსიკაში ქანთრის სტილის შერევას. ალბომის პირველი სინგლი Rolling in the Deep შვიდი კვირის განმავლობაში იყო პირველ ხაზზე, რაც ბრიტანელი შემსრულებლებისთვის დიდი იაშვიათობაა. მეორე სინგლი Sameone Like Your ბრიტანეთში პირველ ადგილზე გავიდა. Oficial Chart Companys-ს თანახმად, ადელი, ორი სინგლით და ორი ალბომით ერთდროულად, პირველ ხუთეულში „ბითლზების“ შემდეგ (1964 წელი) მეორე იყო, რომელმაც ასეთ შედეგს მიაღწია.

2011 წლის ნოემბერში მისი ყველა კონცერტი გადაიდო ჯირკვლების ოპერაციასთან დაკავშირებით.

2012 წელს ადელის სიმღერა Sel Fire to the Rain ამერიკის შეერთებულ შტატებში ნაციონალური „ცხელი ასეულის“ სათავეში მოექცა. იმავე წლის მაისში კი გაიყიდა ადელის ალბომის „21-ის“ მთლიანი ტირაჟი – 4 274 300 და ბრიტანეთის მედიაბაზრის არსებობის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ რელიზთა ხუთეულში მოხვდა. იმავე წელს ადელი Billboard Muzik Award-ის ტრიუმფატორი გახდა – მან 20-დან 12 ჯილდო მიიღო.

2013 წელს  კი ადელმა მიიღო „ოსკარი“ და „ოქროს გლობუსი“ სიმღერისთვის Skyfall, რომელიც ჯეიმს ბონდზე გადაღებული ახალი ფილმისთვის დაიწერა.

ადელი 2011 წელს სეიმონ კონეკზე (დაბადებული 1974) დაქორწინდა. მათ ჰყავთ ვაჟი ანჯელო ჯეიმს კონეკი, რომელიც 2012 წლის 19 ოქტომბერს დაიბადა. 

скачать dle 11.3