კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ბაიერნის” ქომაგი რომის პაპი

რომში ყოფნის პერიოდში გერმანიის ნომერ პირველი კლუბის, მიუნჰენის „ბაიერნის” ხელმძღვანელები და ფეხბურთელები კათოლიკური ეკლესიის მეთაურს, რომის პაპ ფრანცისკ პირველს შეხვდნენ ვატიკანში. გუნდის ლიდერებმა – ფილიპ ლამმა და მანუელ ნოიერმა პონტიფიკოსს „ბაიერნის” ¹1-იანი მაისური გადასცეს საჩუქრად, რომელსაც რომის პაპის სახელი აწერია. ოფიციალურ შეხვედრას გერმანული გრანდის ხელმძღვანელობიდან კარლ-ჰაინც რუმენიგეც დაესწრო. ცნობილი ფაქტია, რომ რომის პაპი ფეხბურთის დიდი ქომაგია – ის მშობლიური არგენტინის რამდენიმე კლუბს გულშემატკივრობს.

 

მარადონას 20 მილიონი მოჰპარეს

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, მსოფლიოს ჩემპიონმა და არგენტინის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა, დიეგო მარადონამ, განაცხადა, რომ მისი პირადი ანგარიშიდან 20 მილიონი დოლარი გაუჩინარდა. თანხის მითვისებაში დიეგო თავის ყოფილ მეუღლეს, კლაუდია ვილიაფანესა და მის ამჟამინდელ საქმროს – ხორხე ტაინოს ადანაშაულებს. თავდაპირველად მარადონას ეჭვი ჰქონდა, რომ მილიონების მითვისება მის ქალიშვილებსაც შეეძლოთ, თუმცა, საბოლოოდ, ერთადერთ ეჭვმიტანილად მას ექსცოლი მიაჩნია, რომელმაც, ცნობისთვის, თავის საქმროს ძვირად ღირებული ავტომობილი აჩუქა. გამოძიების დასრულებამდე მარადონა თავს იკავებს კომენტარის გაკეთებისგან.

 

ნეიმარის მილოცვა პელეს

ბრაზილიელ ფეხბურთის მეფეს, პელეს, 74 წელი შეუსრულდა და ბრაზილიის ნაკრების მოქმედმა ლიდერმა  ნეიმარმა „ტვიტერის” საკუთარ გვერდზე მისალოცი ტექსტი განათავსა: „ვულოცავ ფეხბურთის მეფესა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს”. ნეიმარი, ისევე, როგორც პელე, ბრაზილიური „სანტოსის” ღირსებას იცავდა და მისთვის არ არსებობს კითხვა, თუ ვინ არის ყველა დროის საუკეთესო 10 ნომერი – პელე თუ მარადონა.

скачать dle 11.3