კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა:  რას ნიშნავს პლაზმური გლუკოზა და რა დიაგნოსტიკური ღირებულება გააჩნია? ერთიდაიგივე არ არის თითიდან აღებულ სისხლში შაქრის გამოკვლევა?

პასუხი:  პლაზმის გლუკოზა უფრო ზუსტი მაჩვენებელია; სისხლში განსაზღვრული გლუკოზის მაჩვენებელი 12 %-ით ნაკლებია პლაზმის გლუკოზის შემცველობაზე.

კითხვა:  ახალახან ვიყიდე კონტაქტური ლინზები, ვარ ახლომხედველი (-3,5). ლინზებს რომ ვისვამ, მაქვს დისკომფორტი და თვალი მექავება. ხომ ვერ მეტყვით, რით შეიძლება, იყოს გამოწვეული?

პასუხი: შესაძლოა, ეს ალერგიული რეაქციით იყოს გამოწვეული. დაუყოვნებლივ მიმართეთ ოფთალმოლოგს.

კითხვა:  16 წლის გოგონას მეორე წელია, ხანდახან ძილში ეკვანძება ფეხი და საშილად სტკივა. ტერფებზე არ აქვს პრობლემა. რა იწვევს კუნთების კრუნჩხვას? იყო შემთხვევა, ფეხის თითებზეც ჰქონდა გადაცემა, კერძოდ, თავისით აიწია ზევით. მაგნიუმის ნაკლებობისთვის სვამდა წამალს და რომ დაამთავრა, ისევ იგივე გაგრძელდა. სწრაფად იზრდება სიმაღლეში და მიზეზი ეს ხომ არ არის?

პასუხი:  სისხლში უნდა განისაზღვროს კალციუმისა და მაგნიუმის დონე. მიმართეთ ოჯახის ექიმს.

კითხვა:  ვარ 33 კვირის ორსული. ექოსკოპიამ ბავშვის შარდის ბუშტთან აღმოაჩინა 33-მილიმეტრიანი კისტა. რას ნიშნავს ეს, რა შედეგი ექნება ამას ბავშვისთვის და როგორ ვუნკურნალოთ? 

პასუხი:  მშობიარობის შემდეგ უნდა გაკონტროლდეს ახალშობილის თავისუფალი შარდვა და მოხდეს მისი საშარდე გზების ექოსკოპიური კვლევა. როგორც წესი, პროგნოზი კეთილსაიმედოა.

კითხვა:  შეიძლება თუ არა, რომ ყიფლიბანდი საერთოდ არ დაიხუროს?

პასუხი:  1,5 წლის ასაკამდე ღია ყიფლიბანდი ფიზიოლოგიური ნორმაა. თუკი შემდგომშიც დაფიქსირდა, ეს არ ჯდება ნორმის ფარგლებში და მიმართეთ პედიატრს.

კითხვა:  მყავს ერთი თვის და 8 დღის შვილიშვილი. რამდენიმე დღის წინ ესპუმიზანის მაგივრად შეცდომით მივეცით D ვიტამინის 25 წვეთი. კუჭი ამოურეცხეს, მაგრამ კალცის ანალიზმა აჩვენა – 2,02. რამდენად საშიშია და რა ვქნათ? ბავშვი ჭირვეულობს, ტირის და უჭირს ძილი.

პასუხი:  D ვიტამინის მაღალი დოზის მიღებისას, ხდება კალციუმის რაოდენობის მატება სისხლში. ამ შემთხვევაში, კალციუმი ნორმაშია. ამ ასაკის ბავშვებში კალციუმის ნორმაა: 0-1 წელი – 2.0-3.25 mmol/l; ჭირვეულობა და აგზნებადობა ახასიათებს ამ პრეპარატის გადაჭარბებული დოზის მიღებას. თუმცა, გამორიცხული არ არის, სხვა მიზეზებიც. ამიტომ, გადაამოწმეთ კალციუმის დონე და შემდეგ ბავშვი აჩვენეთ ნევროპათოლოგს.

კითხვა:  მაინტერესებს, ხერხემალზე რაიმე სახის პრობლემა თუ შეიძლება კავშირში იყოს ძნელად სუნთქვასთან (ჩასუნთქვისას განსაკუთრებით).

პასუხი:  ჩასუნთქვის გაძნელება შესაძლებელია თან სდევდეს ხერხემლის გულმკერდის ნაწილის ოსტეოქონდროზს.

скачать dle 11.3