კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ჯორჯიან თაიმსის” XV ბიზნესრეიტინგის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ტრადიციული ბიზნესრეიტინგი მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსისა” და საზოგადოებრივი და მარკეტინგული კვლევის კომპანია „გორბის” ერთობლივ პროექტს წარმოადგენს. 

22 ოქტომბერს, ფუნიკულიორის წვეულებათა დარბაზში საზეიმო ბიზნესდაჯილდოების რიგით XV ცერემონიალი გაიმართა.  

აღნიშნული ღონისძიება პირველად 1995 წელს ჩატარდა. პროექტის მიზანს ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, ბიზნესს, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის დიალოგის მხარდაჭერა, ქართული ბიზნესის ახალი იმიჯის ჩამოყალიბება, ახალი პერსპექტიული კომპანიების წარმოჩენა, საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენების ურთიერთდაახლოება და, რაც მთავარია, ქართული ბიზნესის მიმართ მსოფლიო ბიზნესსაზოგადოების ყურადღების მიპყრობა წარმოადგენს. ქართული ბიზნესის წარმოჩენასა და პოპულარიზაციაში კი ბიზნესრეიტინგის წვლილს არა მხოლოდ საქმიანი, არამედ პოლიტიკური სამყაროც აღიარებს.

ტრადიციულ XV ბიზნესრეიტინგის საზეიმო გალა ღონისძიებას სამინისტროების, მერიის, მთავრობის, საელჩოების, სავაჭრო პალატის, მედიის წარმომადგენლები, წინა წლის გამარჯვებულნი და ეკონომიკის ექსპერტები ესწრებოდნენ.

ფუნიკულიორის წვეულებათა დარბაზში ერთობ საქმიანი, სასიამოვნო, მეგობრული და პოზიტიური განწყობა სუფევდა. თბილისის არაჩვეულებრივი ხედის ვიტრაჟულ ვიზუალს თბილი ტონალობის მუსიკა ჰარმონიულად ერწყმოდა.

მრგვალ მაგიდებთან განთავსებულ სტუმრებს კი, ღონისძიების მიმდინარეობისას, „ვინივერიას” უგემრიელეს ღვინოსთან ერთად, რესტორან „ფუნიკულიორის” უგემრიელესი კერძების დაგემოვნებისა და ერთმანეთთან კომუნიკაციის შესაძლებლობა ჰქონდათ.

ბიზნესრეიტინგის ფარგლებში, 41 გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა. მათგან 30 საზოგადოებრივი და მარკეტინგული კვლევის კომპანია „გორბის” მიერ გახლდათ გამოვლენილი, 11 კი კონკურსგარეშე გზით მოხვდა მონაწილეთა შორის.

„ჯორჯიან თაიმსის” XV ბიზნესრეიტინგის პლატინის სპონსორი  „სოკარ გაზ ექსპორტ–იმპორტი”, ოქროს სპონსორი – „Petrocas energy group-Gulf”, გენერალური სპონსორი კი „თეგეტა მოტორსი” გახლდათ.

 კომპანიები სხვადასხვა ნომინაციებზე იყვნენ წარდგენილნი. ისინი საზოგადოებრივი და მარკეტინგული კვლევის კომპანია „გორბმა” საქმიანობის განსხვავებული სფეროებიდან შეარჩია: Energy, Building, Bank, Service და Industry. ასევე, ფარმაცევტიკა და კვების მრეწველობა.

მათ შორის საუკეთესო კი ღონისძიების მიმდინარეობისას, შიდა კენჭისყრის გზით გამოვლინდა. საუკეთესოთა შორის საუკეთესო კომპანია „საქართველოს ბანკი“ გახდა და მას მთავარი ჯილდო, გარდამავალი ბოლნური ჯვარი გადაეცა.

საზეიმო გალა დაჯილდოებას თან სასიამოვნო სიურპრიზებიც ახლდა. მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის” მთავარი რედაქტორის, ნანა გაგუას ინიციატივამ მედიის წარმომადგენელთა დაჯილდოების შესახებ, დამსწრე საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული კომპანიების სია კი ასე გამოიყურება:

1. „თეგეტა მოტორსი“ – თემურ კოხოძე – ახალი ტექნოლოგიები, აღიარება საზღვარგარეთ, საზოგადოებრივი იმიჯი და რეპუტაცია, ეფექტიანი მარკეტინგი;

2. კავკასიის ავტოსერვისი – ლევან სურგულაძე – ახალი სამუშაო ადგილები, გუნდის უმაღლესი კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი, სერვისის უმაღლესი სტანდარტი;

3. შავი ზღვის უნივერსიტეტი – ადამ უნალი – საზოგადოებრივი იმიჯი და რეპუტაცია, მუდმივი ზრუნვა სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებზე, ქველმოქმედება;

4. GAU (გაუ, ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტი) – რ. მაიკლ ქაუგილი – მომავალი კადრების სამჭედლო, ხარისხიანი განათლების სიმბოლო;

5. „როიალ ბატონი“ – გიორგი პირადაშვილი – ტურისტების არჩევანი, საუკეთესო სერვისი, კომფორტის ნიშანი, ექსკლუზიური დიზაინი;

6. საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისის“ პრეზიდენტი – რომან ფიფია – გრანდიოზული ინვესტიციები ეროვნული ფეხბურთის განვითარებისა და აღორძინებისათვის, მუდმივი ზრუნვა მომავალი თაობების აღზრდა – განვითარებაზე, სტრატეგიული პროექტები ქართულ ეკონომიკაში;

7. Schuchmann Wines Georgia („შუხმან ვაინს ჯორჯია“) – ნუცა აბრამიშვილი – უმაღლესი ხარისხის ღვინის მწარმოებელი კომპანია, საქართველოს იმიჯის, ქართული მეღვინეობის, ღვინის ტურიზმისა და გასტრონომიის პოპულარიზაცია;

8. „გეოპლანტი“ – მიხეილ ჭკუასელი – ახალი ტექნოლოგიები, ტრადიციული დარგის აღორძინება, მომხმარებლის არჩევანი, ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისება;

9. RMG („არ ემ ჯი“) – სერგეი ეგანოვი – დარგის წარმატების სიმბოლო, საინვესტიციო მიმზიდველობა, მზარდი სამუშაო ადგილები;

10. „ნიკორა“ – ვასილ სუხიაშვილი – ეროვნული პროდუქტის ხარისხის ნიშანი, ეფექტიანი მარკეტინგი, მუდმივი პროგრესი, ახალი ტექნოლოგიები;

11. DWC – GOMI – დავით დუგლაძე – ქართული არყის სამარკო ნიშანი, განსაკუთრებული ქართული სამეწარმეო სულისკვეთება და ტრადიციების შენარჩუნება, ალკოჰოლური პროდუქციის წამყვანი ექსპორტიორი;

12. „სარაჯიშვილი“ – გიორგი შარვაშიძე – ხარისხის ნიშანი, სახელგანთქმული ქართული ბრენდი საზღვარგარეთ, ტრადიციები და უახლესი სტანდარტები;

13. ლუდსახარში „ზედაზენი“ – ვასილ სულხანიშვილი – ხარისხის ნიშანი, ახალი ტექნოლოგიები, ეფექტიანი მარკეტინგი;

14. SOCAR Georgia Gas („სოკარ ჯორჯია გაზი“) – ხარისხის უმაღლესი სტანდარტი, ახალი სამუშაო ადგილები, ეფექტიანი მენეჯმენტი, წლის იმპორტიორი;

15. Petrocas energy group („პეტროკას ენერჯი გრუფი“) – ივანე ნაკაიძე – ლიდერი სატრანზიტო კომპანია ნავთობპროდუქტებში, მაღალი ტექნოლოგიები და მომსახურების სრული სპექტრი, მსხვილი დამსაქმებელი, საერთაშორისო აღიარება;

16. „ვისოლ ჯგუფი“ – სოსო ფხაკაძე – საზოგადოებრივი იმიჯი და რეპუტაცია, ახალი სამუშაო ადგილები, საერთაშორისო აღიარება, ეკოლოგიური სტანდარტი;

17. GULF („გალფი“) – გიორგი დევიძე – უმსხვილესი და სწრაფად განვითარებადი ქსელი საქართველოში, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, ეფექტიანი მენეჯმენტი;

18. „კოდა“ – ზურაბ ჭუჭულაშვილი – მაღალი ეკოლოგიური სტანდარტი, ხარისხის ნიშანი, ქართული ბაზრის მეციხოვნე, ახალი სამუშაო ადგილები;

19. კომპანია „ავერსი“ – პაატა კურტანიძე – სახალხო აღიარება, ქველმოქმედება–მეცენატობა, გუნდური მუშაობის პრინციპი, ეფექტიანი მარკეტინგი, კომპანიის ზრდა–წარმატებულობა;

20. „პე ეს პე ჯგუფი“ – გოჩა გოგილაშვილი – საქმიანობის სტაბილურობა, ეფექტიანი მენეჯმენტი, ახალი ტექნოლოგიები, ახალი სამუშაო ადგილები;

21. „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ – გეგა მეთეფშიშვილი – მომხმარებლის არჩევანი, საერთაშორისო აღიარება, უახლესი სტანდარტები;

22. „კოპენბური“ – ზვიად ჩაჩანიძე – საუკეთესო დებიუტი, ეფექტიანი სერვისი, ინოვაციური სადაზღვევო პროდუქტები;

23. „ჯინო ფერედაისი“ – რამაზ მიქაძე – წლის აღმოჩენა, საუკეთესო სერვისი, მომხმარებლის კომფორტზე ორიენტაცია;

24. „კორძაძის საადვოკატო ბიურო“ – ზვიად კორძაძე – საუკეთესო მენეჯმენტი, საქმიანობის სტაბილურობა, პროფესიონალთა გუნდი;

25. MISTER MASTER („მისტერ მასტერი“) – ბორის სოსელია – კრეატიული ბრენდი, ხარისხიანი სერვისი, ეფექტური მარკეტინგი;

26. GWP („ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“) – გიორგი გაჩეჩილაძე – საინვესტიციო მიმზიდველობა, ეფექტიანი მენეჯმენტი, ახალი სამუშაო ადგილები, სოციალური პასუხისმგებლობა;

27. „ჯეოსელი“ – პასი კოისტინენი – საუკეთესო სერვისი, ეფექტიანი მარკეტინგი;

28. „ლიბერთი ბანკი“ – გიორგი არველაძე – მუდმივი პროგრესი, ახალი ტექნოლოგიები, ეფექტიანი სარეკლამო კამპანია, სოციალური პასუხისმგებლობა;

29. „ბაზისბანკი“ – დავით ცაავა – საქმიანობის სტაბილურობა, საინვესტიციო მიმზიდველობა, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა;

30. „VTB ბანკი“ – არჩილ კონცელიძე – პოპულარობა მომხმარებელში, გუნდური მუშაობის პრინციპი, საუკეთესო სერვისი;

31. „TBC ბანკი“ – ვახტანგ ბუცხრიკიძე – საერთაშორისო აღიარება, სტაბილური განვითარება, საინვესტიციო მიმზიდველობა, ურყევი რეპუტაცია, სოციალური პასუხისმგებლობა;

32. „საქართველოს ბანკი“ – ირაკლი გილაური – მაღალი საკრედიტო რეიტინგი, სოციალური პროექტების მხარდაჭერა, ეფექტიანი მარკეტინგი;

33. „პროკრედიტ ბანკი“ – ასმუს როტნე – ახალი ტექნოლოგიები, საინვესტიციო მიმზიდველობა, უახლესი სტანდარტები, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა;

34. NCC („ენ სი სი“) – გეგი ქელბაქიანი – ფინანსური გამჭვირვალობა, მსხვილი გადამხდელი ბიუჯეტში, საინვესტიციო მიმზიდველობა;

35. „ორბი ჯგუფი“ – ირაკლი კვერღელიძე – ექსკლუზიური სტილი და თანამედროვეობა, ახალი ტექნოლოგიები, ახალი სამუშაო ადგილები;

36. GIG („ჯი აი ჯი“) – ლევან ჭოლაძე – ახალი სამუშაო ადგილები, ახალი ტექნოლოგიები, საინვესტიციო მიმზიდველობა;

37. „ჯეოსთილი“ – ჯასპალ სინგჰი – კომპანიის ზრდა–წარმატებულობა, საინვესტიციო მიმზიდველობა, ხარისხიანი ნიშანი;

38. „რუსთავის აზოტი“ – აბესალომ ქევხიშვილი – გრანდიოზული თანხები ბიუჯეტში, სოციალური პასუხისმგებლობა, ახალი ტექნოლოგიები;

39. რუსთავის მეტალურგიული ქარხანა – ფარუქ სიდიკი – ახალი სამუშაო ადგილები, ახალი ტექნოლოგიები, საინვესტიციო მიმზიდველობა;

40. „ჯორჯიან ემერიქან ელოის“ – ველველ ლოზინსკი – საქმიანობის სტაბილურობა, უმსხვილესი ექსპორტიორი;

41. ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი – ბადრი წილოსანი – ახალი პროექტები, ინოვაციური სტილი, გუნდის უმაღლესი კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი, ხარისხის სტანდარტი;

ამასთან, გამოვლინდნენ დამატებით გამარჯვებულები სამ ნომინაციაში:

42. „ჯორჯიან თაიმსის“ რჩეული – „თეგეტა მოტორსი“;

43. გარეგნული იმიჯი და საქმიანი რეპუტაცია – „ვისოლ ჯგუფი“;

44. ჟურნალისტების რჩეული – ლუდსახარში „ზედაზენი“;

აღსანიშნავია ისიც, რომ მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ ინგლისური გაზეთის სპეციალურ გამოცემაზე მუშაობს, რომელიც რიგით მე–15 ბიზნესრეიტინგში გამარჯვებული კომპანიების ბიზნესპროფაილებით დაკომპლექტდება.

скачать dle 11.3