კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის და რაში „ცვლის“ ქართველობას ვახო რჩეულიშვილი და როგორ სარგებლობს ის თავისი შერეული ნაციონალობით

ქართველობა ისტორიულ ჭრილში განვიხილეთ და მივედით იმ დასკვნამდე, რომ ვვითარდებით და ვყალიბდებით იმავე კანონზომიერებით, რომლითაც სხვა ერები. თუმცა, რაღაც-რაღაცეები საამაყო ნამდვილად გვაქვს. ბატონმა ვახტანგ რჩეულიშვილმა ამის დასადასტურებლად სახალისო ამბავიც მოყვა. მის საინტერესო მსჯელობას ქართველებსა და ქართველობაზე შეულამაზებლად გთავაზობთ.

ვახტანგ რჩეულიშვილი: რეალურად, ქარველების განსაკუთრებულობა მითია, თუმცა, განსხვავებულობა, როგორც ყველა სხვა ერს, მასაც ახასიათებს. მთავარია, გადამეტებულ ნაციონალიზმში არ გადაიზარდოს ჩვენი განსხვავებულობის განცდა, რაც საკმაოდ საშიშია. რა თქმა უნდა, მოვალენი ვართ, შევინარჩუნოთ ჩვენი სახე და იდენტურობა, ის თვისებები, რომლებმაც ცალკე ჯგუფად ჩამოგვაყალიბა.

– ხომ არ გვაკლია სამშობლოს სიყვარული და ხომ არ არის მოჩვენებითი ჩვენი თავგადაკლული ქართველობა?

– მე არ ვფიქრობ, რომ სამშობლოს სიყვარული გვაკლია. თავგადაკლული ქართველობაც არაფერში გვჭირდება. უნდა გვახსოვდეს, რომ განსაკუთრებული ერი არცერთი არ არის, ყოველ შემთხვევაში, მე არ შემხვედრია. გვაქვს განსხვავებები, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს რამით ვჯობივართ.

– როცა ჩვენს მიწაზე ომი იყო, ბევრმა ქართველმა საერთოდ ვერ აღიქვა ეს თავის ომად.

– ომის ისტერიაში ჩავარდნის წინააღმდეგ ეს კარგიც კი არის და, გეტყვით, რატომ. მაგალითად, სომხებმა ყარაბაღის გამო დაიმხეს თავზე ყველაფერი და, ამდენი წელია, ომის რეჟიმში ცხოვრობენ; ასევე არიან ებრაელებიც. ჩემთვის სომხეთისა და ისრაელის მოდელი მისაღები არ არის. კარგია, რომ არ ვცდილობთ ომის რეჟიმში ცხოვრებას და კარგია ისიც, რომ არავინ გვეზიზღება – არც აფხაზი, არც ოსი და არც რუსი. მეტსაც გეტყვით: ეს არის ძალიან ძველი, სახელმწიფოებრივი მეხსიერების აბსოლუტური ლოგიკური შედეგი. ჩვენში ნაციონალიზმი ფეხს რომ ვერ იკიდებს, ეს ჩვენი ისტორიიდან მოდის და სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე დადებითად მოქმედებს. არც ის არის შემთხვევითი, რომ ებრაელი და სომეხი ძალიან რთულად იცვლიან რჯულს, ერთმანეთის გატანა არაჩვეულებრივად იციან და თავიანთი ქვეყნის დაცვაზე არიან მწვავედ ორიენტირებულები. ეს ყველაფერი განაპირობა იმან, რომ ორივე ერს ისტორიულად აქვს დიასპორული აზროვნება. ნებისმიერ ერს სწორად განვითარებისთვის სჭირდება სახელმწიფო. თუ სახელმწიფო არ აქვს, მაშინ, იძულებულია, თავი დიასპორაში გადაირჩინოს, უმცირესობის მენტალობით აღჭურვილმა. ოცი საუკუნე აკეთებდნენ ამას ებრაელები, ათი საუკუნე – სომხები. ქართველებს ამის პრობლემა არ გვქონია, ამიტომაც, სადაც არ უნდა წასულიყო ქართველი – ირანში, თურქეთში თუ სადმე სხვაგან, ადვილად იცვლიდა რჯულს და ზრუნავდა თავის ინდივიდუალურ კარიერაზე; თავს კარგად გრძნობდა სხვა ქვეყანაშიც და, თუ საშუალება ჰქონდა, იქიდან ეხმარებოდა თავის სამშობლოს. ებრაელები და სომხები ვერცერთ ქვეყანაში ვერ აღწევდნენ კარიერულ წარმატებას, რადგან ისინი არ იცვლიდნენ რჯულს, ზედმეტია ლაპარაკი პოლიტიკურ კარიერაზე სხვა ქვეყანაში; არ შეეძლოთ მათ სხვანაირად – რჯული რომ შეეცვალათ, გაქრებოდნენ და ვერ გადარჩებოდნენ. მათ ხომ სახელმწიფო არ ჰქონდათ?! ქართველები პირიქით იყვნენ. ირანში გამაჰმადიანებული ქართველები ყველაზე მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ. გვარსაც ხშირად იცვლიდნენ და ამაში პრობლემას არ ხედავდნენ. სამაგიეროდ, იქიდან დიდ დახმარებას უწევდნენ საქართველოს და დიდი დამსახურებაც აქვთ ქვეყნის წინაშე. თურქეთის ისტორიაშიც იგივე ხდებოდა. ერაყის ყველაზე დიდი რეფორმატორი დაუდ ფაშაც ქართველი იყო და პოლიტიკური ელიტის დიდ ნაწილსაც ქართველები შეადგენდნენ. რუსეთშიც, მით უფრო, რომ ის ერთმორწმუნე იყო, ქართველებს დაუბრკოლებლად უშვებდნენ მაღალ თანამდებობებზე. 1907 წლამდე პასპორტში ეროვნების მაგივრად იწერებოდა რელიგიური კუთვნილება, მაგალითად – „პრავოსლავნი“. სტალინი გენერალისიმუსიც იყო (იცინის).

– კი მაგრამ, ჩვენ ყოველთვის არ ვიყავით სრულფასოვანი სახელმწიფო.

– მაგრამ, მაინც ვიყავით სახელმწიფო, თუნდაც დიდი იმპერიების ჩრდილის ქვეშ ვინარჩუნებდით სახელმწიფოებრიობას. მუსლიმანი ქართველების ხელში იყო იერუსალიმის გასაღები და ეს არ არის პატარა ამბავი. მეთორმეტე საუკუნეში წმიდა საფლავის გასაღებს ვფლობდით. როცა იერუსალიმი ეგვიპტის სულთნებმა წაიღეს, ყველა ქრისტიანს აეკრძალა იერუსალიმში შესვლა. მაცხოვრის საფლავი ქრისტიანებისთვის საკმაოდ დიდი ხნით ჩაიკეტა. მუსლიმანმა ქართველებმა, რომლებიც სულთნის ლაშქრის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდნენ, პირდაპირ წაუყენეს სულთანს პირობა: ვინც ქართველს შეურაცხყოფს, სულერთია, ქრისტიანი იქნება თუ მაჰმადიანი, ჩვენთან ექნება საქმეო. ამან შედეგად მოიტანა ის, რომ წმიდა საფლავის გასაღები ჩააბარეს ქართველებს; მათ მისცეს უფლება, ცხენებზე ამხედრებულები და იარაღით შესულიყვნენ იერუსალიმში. ჩვენთვის რომ სამშობლო წაერთმიათ, როგორც ებრაელებისთვის, შეიძლება, ჩვენც არ ვყოფილიყავით ისეთი კეთილები და ტოლერანტები, როგორებიც ახლა ვართ. თავი და თავი არის გადარჩენა. ჩვენ არ დაგვჭირდა იმ ჩვევების გამომუშავება, რომლებიც აქვთ ებრაელებსა და სომხებს.

– ოსები და აფხაზებიც დიასპორულად აზროვნებენ?

– აფხაზების გადარჩენა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს შემადგენლობაში. ოსებზე საერთოდ ლაპარაკიც არ არის – ოცდაათი კაცია დარჩენილი და გაიძახიან, სახელმწიფო გვაქვსო. რეალურად, ეს არის რუსული სამხედრო ბაზა, რომელსაც „სამხრეთ ოსეთი” ჰქვია. თუმცა, ოს ხალხს აქვს მშვენიერი გამოსავალი – კულტურული ავტონომია. სახელმწიფოს ვერც აფხაზები შექმნიან და ვერც ოსები – ინსტიტუციები სჭირდება ამას, რაც არც აქვთ და ვერც ექნებათ. ჩვენც ლამის ზღვარზე ვართ იმ რესურსით, რაც ახლა გვაქვს სახელმწიფო ინსტიტუციებში. ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა არის ბლეფი და არც ისე ცუდად გვაქვს საქმე, როგორც გვგონია. სახელმწიფოებრიობა ჩვენ გვქონდა; ზოგჯერ ვკარგავდით დამოუკიდებლობას, მაგრამ, ეს ერთი და იგივე არ არის. იყო დრო, როცა ჩვენც იმპერია ვიყავით, მცირე მასშტაბებში. თუმცა, მიმაჩნია, რომ კავკასია იმპერიის შესაქმნელად პატარაა.

– როგორი შეიძლება იყოს იდეალური ქართველი?

– (იცინის) ჩემნაირი – ცოტა სხვა ერის სისხლიც უნდა ერიოს. დედა მყავდა ნახევრად რუსი, ებრაელი ან, შეიძლება, პოლონელიც. იმიტომ, რომ ბილიავსკები რუსებიც არიან, ებრაელებიც და პოლონელებიც. კვასნევსკის რომ შევხვდი, პოლონელი ვარ-მეთქი, ვუთხარი. ისრაელში ისედაც ებრაელს მეძახის ყველა. დედის წარმომავლობა მაგრად მიწყობს ხელს საგარეო კონტაქტებში. იდეალურ ქართველს კი უნდა უყვარდეს საქართველო და აფასებდეს თავის ეროვნულ ტრადიციებს, რომელშიც შედის აუცილებლად ტოლერანტობა. მიამაყია ჩემი ქართველობით და ვიამაყებ ყოველთვის. ძალიან ადვილად ვიჯერებ იმასაც, რომ ქართველი კაცები ყველაზე მაგრები ვართ (იცინის). მიხარია აქ ცხოვრება და ყველაფერი მიხარია აქ. სრული უფლებაც გვაქვს, ვიამაყოთ ჩვენი ქართველობით, რატომაც არა?! ბაშკირების მაგალითზე გეტყვით: ჩვენო, ბაშკირებიო, მეათე საუკუნეშიც ცნობილები ვიყავითო. ბაშკირების შესახებ ცნობები პირველად დატოვა არაბი ხალიფას ელჩმა, იბნ ფალდენმა – ბაშკირები არის ხალხი, რომლებსაც კაცის სასქესო ორგანოს გამოსახულება გულზე აქვთ ჩამოკიდებული. იქ, სადაც ქრისტიანები ჯვარს ატარებენო (იცინის). რომ შეეკითხები, ეს რა არისო, გპასუხობენ: ამისგან ვართ ყველა გაკეთებული და მისგან მოვდივართ, რასაკვირველია, რომ ვეთაყვანებითო... – აი, ამით ამაყობენ და, ბაშკირების ფონზე, ქართველებს რამდენი გვაქვს საამაყო, ხომ წარმოგიდგენიათ! ცივილიზაციის ისტორიაში სერიოზული ფურცელი გვაქვს ჩაწერილი.

скачать dle 11.3