კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2018 (2)
ნოემბერი 2018 (226)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)

დათანხმდება თუ არა აფხაზეთი რუსეთის ფედერაციაში ინტეგრაციას, სულ რაღაც, 200 მილიონი ლარის სანაცვლოდ

უკვე მივეჩვიეთ, რომ ჩვენებური სეპარატისტებისთვის ქართველები ნომერ პირველი მტრები არიან, რაც, მეორე მხრივ, ჩვენს ჩრდილოეთ მეზობელსა და მათ 6 წლის წინათ ამღიარებელსაც აძლევს ხელს. ლოგიკა მარტივია: რაც მეტად ძლიერი იქნება საქართველოსა და ქართველების სახით შექმნილი მტრის ხატი, მით უფრო მიეჯაჭვებიან ისინი მათ მხოლოდამღიარებელ რუსეთის ფედერაციას. მით უფრო, რომ ბოლო პერიოდში მცირერიცხოვან ამღიარებელთა რიცხვიც შემცირდა: ნაურუმ და ტუვალუმ თავიანთი აღიარება უკან გაიწვიეს და ამჯერად მხოლოდ რფ-ის, ნიკარაგუისა და ვენესუელის სამეული ცნობს აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიას“ რესპუბლიკების დამოუკიდებლობას (თუმცა აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო უწყება ჯიუტად ამცნობს თავის მოსახლეობას, რომ კვლავ 5 მოკავშირე ჰყავთ).

როგორ ეხმაურება აფხაზი და სამხრეთ ოსური საზოგადოება მათ ცხოვრებაში ბოლოდროინდელ ორ მთავარ მოვლენას: რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის დოკუმენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ოსებისა და აფხაზებისთვის საქართველოს შემადგენლობაში ფედერაციის შეთავაზებებს?! ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად თვალი ოსურსა და აფხაზურ გამოცემებს გადავავლეთ.

თბილისი – „იმპერიალისტების“ მოკავშირე და „საფრთხე“ კავკასიისთვის

თუმცა ჯერჯერობით რფ-ს არაფერი შეუთავაზებია, ჩვენი ცხინვალელი სეპარატისტებისთვის, იქაური პრესა მეტად აქტიურობს აფხაზეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის დოკუმენტის გარშემო. კერძოდ, გაზეთ „იუჟნაია ოსეტიაში“ ვკითხულობთ: „აგერ უკვე რამდენიმე კვირაა, საქართველოს ციებ-ცხელება შეეყარა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე არ ეხება არც ებოლის ეპიდემიას და არც ყირიმ-კონგოს ცხელებას, რის გამოც საქართველოში უკვე არის მსხვერპლი (იმ მარტივი მიზეზით, რომ ეს ორი რეგიონი თითქმის სრულიად ცივილიზაციასაა მოწყვეტილი, დეზინფორმაცია, სამწუხაროდ, მათთვის ინფორმაციის მთავარი საზრდოა. ავტ.). მიზეზი რუსეთსა და აფხაზეთს შორის გასაფორმებელი ახალი შეთანხმებაა თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ.

იმის გათვალისწინებით რომ რუსეთის ფედერაცია 6 წელია, მჭიდროდ თანამშრომლობს აფხაზეთთან და „იუჟნაია ოსეტიასთან“, წესით, ახალ ხელშეკრულებას თბილისში ეპილეფსიური შეტევები არ უნდა გამოეწვია. რუსეთში არსებულ ქართულ ლობთან დაკავშირებული „მეოცნებეები“, რომელთა შორის მრავლად არიან კრიმინალებიც, ცდილობდნენ, გაეტანათ საქართველოსთან ფედერაციის ან კონფედერაციის მოდელი, რადგან ეს მიდგომა დღემდე პოპულარულია რუსეთის პროდასავლურ წრეებში.

ვირტუალური რეალობის შექმნისკენ მიდრეკილი ქართველი პოლიტიკოსები სერიოზულად იმედოვნებდნენ, რომ მიაღწევდნენ ამ პროექტების რეალიზებას. რათა დაერწმუნებინათ ქართველი საზოგადოება ამ ფანტასტიკური სცენარის წარმატებაში, ისინი თავისებურად განმარტავდნენ რუსი პოლიტიკოსებისა და დიპლომატების გამონათქვამებს, ამიტომაც რუსეთისა და აფხაზეთის მოსალოდნელი ინტეგრაცია საქართველოში აღიქვეს, როგორც თავიანთი ნაციონალური მეტაფიზიკის სრული კრახი. რაც სხვა გზას არ უტოვებს „მეოცნებეებს“, იმას გარდა, რომ უარი თქვან რუსეთთან თამაშის პოლიტიკაზე და კვლავ დაუბრუნდნენ ანტირუსულ რიტორიკას, პროვოკაციულ პოლიტიკასა და დასავლეთის ანტირუსული გეგმების მხარდაჭერას.“

სავსებით ცხადია, რომ რიტორიკა საბჭოური სტილისაა, რომელსაც არც „ოსეთის რადიოსა და ტელევიზიის კომიტეტის“ პუბლიკაცია ჩამორჩება პათოსით: „მიუხედავად ხელისუფლების ცვლილებისა, საქართველოში ადეკვატური პოლიტიკოსების მწვავე დეფიციტია. თბილისი განაგრძობს „ნატოს“ ინფრასტრუქტურის განთავსების გეგმის განხორციელებას, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის რუსეთსა და მთლიანად კავკასიას.“

უფრო შორს მიდიან ჩვენებური აფხაზი სეპარატისტები და ამტკიცებენ, რომ სწორედ თბილისი უბიძგებს მათ, მოაწერონ ხელი რუსეთის მიერ მათთვის შეთავაზებული თანამშროლობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულებას.

კერძოდ,  აფხაზეთის ტელევიზიით გამოსვლისას „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ ვიაჩესლავ ჩირიკბამ განაცხადა: „აფხაზეთისა და რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოება სამხრეთის ფლანგზე. ამ საკითხში ჩვენ სრული ურთიერთგაგება გვაქვს. ერთობლივად უნდა ვიმოქმედოთ, იმდენად, რამდენადაც საქართველო გეგმავს „ნატოში“ გაწევრიანებას, აშშ კი აქტიურად ლობირებს თბილისის ამ სურვილს, „ნატოს“ მაღალჩინოსნები ხშირად ჩადიან საქართველოში და მართავენ მოლაპარაკებებს. ჩვენთვის შინაარსი უცნობია, მაგრამ ცხადია, რომ ისინი ამზადებენ ინფრასტრუქტურასა და პირად შემადგენლობას „ნატოსთვის“. საქართველო რომ მშვიდობისმოყვარე ქვეყანა იყოს, არ გახდებოდა აუცილებელი რუსეთის ფედერაციასთან ასეთი ფართო ხელშეკრულების ხელმოწერა.“

ქართული „განტევების ვაცი“

მიუხედავად აფხაზი საზოგადოების აღშფოთებისა რუსეთთან ხელმოსაწერი ხელშეკრულების გამო, რადგან ის, ფაქტობრივად, ძალაუფლებას აცლის აფხაზეთის ხელისუფლებას და მინიმუმამდე დაჰყავს აფხაზეთის ისედაც ფორმალური დამოუკიდებლობა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი არ დაეთანხმება ხელშეკრულების აფხაზი „პარლამენტარების“ მიერ მომზადებულ ვარიანტს (მით უმეტეს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა უკვე განაცხადა, რომ ხელშეკრულება გადახედვას არ დაექვემდებარება), აფხაზურმა „დიპლომატიამ“ „განტევების ვაცი“ თბილისის სახით უკვე გაამზადა.

ცნობისთვის: აფხაზეთის „პარლამენტმა“ რუსეთის მიერ შეთავაზებული დოკუმენტის საპირწონე შეთანხმების თავისი ვარიანტი შეიმუშავა, რომელიც, როგორც „აფხაზეთის გმირი“, ომის ვეტერანი და აწ „დეპუტატი“ ასლან კობახია განმარტავს, სრულიად განსხვავებული დოკუმენტია – თვით სახელწოდებითაც კი (მას ეწოდება „სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება“), ოღონდ შეთანხმების აფხაზურ ვარიანტში რუსულ ვარიანტში არსებული სოციალური დახმარების პაკეტი ხელუხლებლად გადაიტანეს (მაგალითად, რუსმა პოლიტოლოგმა ანდრეი ეპიფანცევმა ჩვენებურ სეპარატისტებს პარაზიტებიც კი უწოდა: რუსული მხოლოდ ფული უნდათ, მაგრამ არა გავლენაო).

მეტიც, ასლან კობახია იმედოვნებს, რომ რუსეთი ფინანსურ დახმარებას აფხაზეთი ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებს, მაშინაც კი, თუ აფხაზები ხელშეკრულების რუსულ ვარიანტს არ დაეთანხმებიან (რაც საეჭვოა). და იმავდროულად, მხოლოდამღიარებელს სოხუმიდან ახსენებენ, რომ შავი ზღვის 220-კილომეტრიან საზღვაო ზოლს სწორედ აფხაზების კეთილი ნების წყალობით აკონტროლებენ. კოლექტიური ძალების შექმნაზეც თანხმდებიან, ოღონდ იმ პირობით, თუ ეს კოლექტიური ძალები აფხაზეთის „პრეზიდენტს“ დაექვემდებარება.

ასლან კობახია: „აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი აფხაზეთის პრეზიდენტი უნდა იყოს. მეტიც, კოლექტიური ძალები იმ მთავარსარდლის განკარგულებაში უნდა გადავიდეს, რომელ მხარეზეც განხორციელდება სამხედრო აგრესია“. აფხაზი დეპუტატები, ასევე, არ ეთანხმებიან რუსული ვარიანტის იმ პუნქტს, რომელშიც ნათქვამია, რომ აფხაზეთისა და რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროებმა ერთობლივად უნდა იმოქმედონ. ასლან კობახია: „ჩვენთვის მისაღებია აფხაზეთისა და რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროების კოორდინირებული მოქმედება მხოლოდ ანალიტიკურ საქმიანობაში“.

ამ არსებითი განსხვავებების მიუხედავად, აფხაზური მხარე წლის ბოლომდე აპირებს ხელშეკრულების ხელმოწერას, რათა რუსეთის 2015 წლის ბიუჯეტში აფხაზეთისთვის დამატებითი თანხების გამოყოფა მოესწროს. შეგახსენებთ: აფხაზეთის ბიუჯეტის 70 პროცენტია დოტაციური, „იუჟნაია ოსეტიასი“ კი, საერთოდაც, 90 პროცენტით.

მაშინ, როდესაც აფხაზები ცდილობენ რუსული პოლიტიკური გავლენის შემცირებას ფინანსური დახმარების შენარჩუნების პარალელურად, „იუჟნაია ოსეტიაში“ რუსეთთან ინტეგრაციის დოკუმენტს საკუთარი ინიციატივით ამზადებენ. კერძოდ, ცხინვალელი „პარლამენტარები“ აცხადებენ: „იმედი გვაქვს, რომ რუსეთის მიერ „იუჟნაია ოსეტიასთან“ გაფორმებული შეთანხმება გაცილებით ფართო იქნება, რადგან ჩვენ უფრო ფართო ინტეგრაციას ველით რუსეთთან, ვინაიდან აფხაზეთსა და რუსეთს შორის გასაფორმებელი დოკუმენტი არ შეიცავს ინტეგრაციის ყველა იმ ასპექტს, რასაც ისურვებდა სამხრეთ ოსი მოსახლეობა.“ ცხინვალელი სეპარატისტების დოკუმენტი შემუშავების პროცესშია, თუმცა პირობას დებენ, რომ წლის ბოლომდე შეიმუშავებენ, რომ რუსეთის 2015 წლის ბიუჯეტში მათაც შეახვედრონ დამატებითი თანხები.

ხელშეკრულების „ფასი“

2015 წელს რუსეთის ფედერაცია აფხაზეთისთვის 4 მილიარდი რუსული რუბლის გამოყოფას აპირებს (დაახლოებით, 160 მილიონი ლარი), ხოლო, თუკი ხსენებულ, თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულებასაც მოაწერენ ხელს, მაშინ სოხუმი  დამატებით 5 მილიარდ რუსულ რუბლსაც მიიღებს (დაახლოებით, 200 მილიონი ლარი). იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთის ახალი ხელისუფლება სოციალური უკმაყოფილების ფონზე მოვიდა და მოსახლეობა სწორედ სოციალური ფონის გაუმჯობესების მოლოდინშია, რის გაკეთებაც ხსენებული დამატებითი 5 მილიარდი რუბლის გარეშე შეუძლებელია, მათ ეს თანხა ჰაერივით სჭირდებათ. მეორე მხრივ, საკუთრივ აფხაზები ამ ხელშეკრულების რუსული ვარიანტის ხელმოწერას ეწინააღმდეგებიან, რაც მათ, სულ მცირე, ამ დამატებითი თანხის გარეშე დატოვებს, რაც წყალს შეუყენებს რუსეთის ფავორიტ რაულ ხაჯიმბას. ჩაკეტილი წრიდან გამოსავალს ჩვენებური სეპარატისტები და ოკუპანტები, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სავარაუდოდ, ჩვენს ხარჯზე იპოვნიან.

ქართველი „ფაშისტები“

ვიდრე აქეთ სოხუმში და იქით ცხინვალში რუსეთთან კიდევ უფრო დაახლოებასა და მისგან დამატებით ფინანსებს ელიან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მათ ფედერაცია შესთავაზა, რაც, ბუნებრივია, ორივემ უარყოფითად, მეტიც, ირონიულად აღიქვა, რადგან, მათი სეპარატისტების განცხადებით, ფედერაცია განვლილი ეტაპია და ისინი ქართველ „ფაშისტებთან“ ერთად თანაცხოვრებას არ აპირებენ.

ცხინვალის რეაქცია „პარლამენტის თავმჯდომარე“ ანატოლი ბიბილოვმა გამოხატა: „ღარიბაშვილის სიტყვებს არანაირი აზრი არ აქვს და ისინი ანეკდოტს ჰგავს. მან 25 წლით დაიგვიანა. „იუჟნაია ოსეტიამ“ უკვე გააკეთა თავისი არჩევანი. ჩვენ არასდროს გვინდოდა საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა. ჩვენი საგარეო ვექტორი მიმართულია რუსეთთან მაქსიმალურ ინტეგრაციაზე. ამიტომ ფედერაციის შეთავაზება საქართველოსთან, რომელმაც მოგვიწყო გენოციდი, არაადეკვატური შემოთავაზებაა.“

სოხუმის განცხადებით, „ავტონომიის სტატუსით აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიის“ დაბრუნება საქართველოს შემადგენლობაში უტოპიაა. აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრომ“ კი განმარტა, რომ „აფხაზეთი მტკიცედ დგას დამოუკიდებლობის გზაზე (და მერე რა, რომ ამ შეთანხმების მთავარი ხიბლი დამატებით 200 მილიონი ლარია?!) და ამიერიდან თავად განსაზღვრავს თავის სამოქმედო გეგმას.“

როგორც სოხუმი, ისე ცხინვალი უნისონში აცხადებს, რომ „მეგობრული ურთიერთობა საქართველოსთან მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება, ჩამოუყალიბდეთ ოს და აფხაზ ხალხებს, თუ ისინი აღიარებენ მათ დამოუკიდებლობასა და ჩადენილ გენოციდს.“

სიმბოლურია, რომ „იუჟნაია ოსეტიას“ „პრეზიდენტის“, ლეონიდ თიბილოვის განკარგულებით, „რესპუბლიკა“ მოსკოვის ფეხდაფეხ ზამთრის დროზე გადავიდა, ისევე, როგორც აფხაზეთი (თუმცა სარტყელი მაინცდამაინც ხელს არ უწყობთ), რის შედეგადაც თბილისსაც დაშორდნენ ერთი საათით და დღის სინათლეც შეიმოკლეს.

„ქართველებს გენეტიკურად ვერ ვიტან“

მართალია, ოფიციალური სოხუმი და ცხინვალი ქართველებისადმი კორექტულობით არ გამოირჩევიან, მაგრამ აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიას“ მოსახლეობის ყველაზე აგრესიული ნაწილის  დამოკიდებულება ნათლად ჩანს სოციალურ ქსელებში.

იური ბეთეევი („ოსინფორმის“ მფლობელი): „ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და მიმიფურთხებია თქვენი სტატუსებისთვის. თქვენ ჩვენი მტრები ხართ და გაიგეთ ეს! გენეტიკურად ვერ გიტანთ! 20 წლის განმავლობაში თქვენგან ვნახე 3 ომი თქვენი სულიერი ფაშისტის ილია მეორის მეთაურობით.“

ფარიდი ხიჟბა: „საკუთარი გამოცდილებით ვიცი, უმჯობესია, გადაეყარო დათვს, ვიდრე ტურებს. ტურები გავყარეთ აფსნიდან, დათვი კი თავისთანაა. ასე რომ, მალე დააკანონეთ ერთსქესიანი ქორწინებები, რომ ცხოვრება გაგიადვილდეთ.“

ნუგზარ გაბარაევი (ედუარდ კოკოევის თანაშემწე, „იუჟნაია ოსეტიას“ ყოფილი „ჯანდაცვის მინისტრი“): „სამწუხაროა, რომ ქირურგი არ ვარ, თორემ ამოვუჭრიდი (იგულისხმებიან ქართველები) ტვინის იმ ნაწილს, რომელიც პასუხს აგებს სიჯიუტესა და არგაგებაზე.“

скачать dle 11.3