კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2017 (159)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)

როგორ მიიღო 10 წლის წინ თათია გიორგობიანის მაგივრად დაოჯახების გადაწყვეტილება მისმა მეუღლემ და რატომ არის მათი ქორწინების თარიღი სამმაგად მნიშვნელოვანი

დღეს, ალბათ, როგორც ბევრი სხვა მომღერალი, თათია გიორგობიანიც შემოქმედებით სფეროში ნაკლებად აქტიურია, თუმცა, ამ ეტაპზე ორ შვილს ზრდის და საკმაოდ საპასუხიმგებლო და საინტერესო სამსახურში მუშაობს. როგორც თავად თათია ამბობს: სტაბილურად კარგი ცხოვრება აქვს.

 

თათია გიორგობიანი: ზოგადად, მიყვარს როდესაც ყველაფერი სტაბილურად კარგად არის. ვარ ძალიან ბედნიერი, მყავს ორი არაჩვეულებრივი ბავშვი: 9 წლის ანიტა  და 4 წლის ლაზარე. ასევე, მყავს მეუღლე, რომელიც საოცრად კარგი, ყურადღებიანი მამა და ქმარია. ვმუშაობ განათლების, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უცხოეთში მიღებული განათლების სამმართველოში. სტაჟიანი თანამშრომელი ვარ. საკმაოდ სერიოზული და საპასუხისმგებლო საქმეა, აქტიური. მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურად განსხვავებული და არაშემოქმედებითია, ძალიან მიყვარს და რაც მთავარია, არაჩვეულებრივი კოლეგები მყავს. პარალელურად, ვცდილობ, არ ჩამოვრჩე ცხოვრებას და ვიყო მუდმივად საქმიანი. ვერ ვიტყვი, რომ აქტიური შემოქმედებითი ცხოვრება მაქვს, მაგრამ თუ არის კომპოზიტორების შემოქმედებითი საღამოები, ან კორპორატიული შეხვედრები, მიწევს კომპოზიტორებთან ურთიერთობა და მათ შემოქმედებით საღამოებზე გამოსვლა. ამ სფეროში უამრავი მეგობარი მყავს და დიდი მადლობა ყველას, ვისაც ვახსოვარ. დღეს იმდენად პოლიტიზებული გახდა ჩვენი სფერო და ბევრი ჩემი კოლეგაც, რომ ჯობია, შემოქმედებით უფრო ვიყოთ დაკავებულები და ამ საქმეში ჩავერთოთ მაქსიმალურად. მიხარია, რომ ჩემი კოლეგები რაღაცეებს აკეთებენ. მე, ამ მხრივ, ცოტა მოვიკოჭლებ, მაგრამ სიმღერები დაგროვდა. ამას წინათ, ლილიკო ნემსაძე შემხვდა, ასევე, გია მაჭარაშვილი – იქნებ რამე გაგვეკეთებინაო. მომავალში ვეცდები, რამე გავაკეთო. ჯერ სიმღერები უნდა ჩავწერო. მიდევს და ვერ მოვიცალე. 

– ლუკა ხომ არ გეუბნება, უფრო მეტად გააქტიურდი შემოქმედების მხრივო? 

– ლუკას უყვარს, როცა გიტარას ავიღებ და ვუკრავ. ჩემი ბიჭიც ძალიან მუსიკალურია. ანიტაც დადის მუსიკაზე, საკმაოდ დაკავებულია. ისეთი დედა ვარ, ვცდილობ, თავისუფლება მივცე და აირჩიოს ის, რაც მას უნდა. არ ვატან ძალას, რომ იაროს იმაზე, რაც მას არ უნდა. ცურავს, მათემატიკა ესმის კარგად, კლასიკურ მუსიკას ეუფლება ფორტეპიანოს განხრით. რაც შეეხება პატარას, ის საოცრად მუსიკალურია, ოღონდ ცოტა მორცხვი, მაგრამ ძალიან კარგი სმენა აქვს. ცოტა ხნის წინ გიტარა გადმოვიღე, წაიღიღინა. ლუკაც სულ მაქეზებს: დაუკარი გიტარაზე, ბავშვებს უყვართ – სამმაგად გვასიამოვნეო. ამ მხრივ, ვცდილობთ, მთელი ოჯახი დავიქოქოთ. ლუკა კარგი მსმენელია. ხანდახან მეგობრებთან თუ მოხვდება და წაიღიღინებს – ეს არაფერია, ჩემთან ერთად არ მღერის.  მას თავისი გემოვნება აქვს, მე – ჩემი. ხშირად ჩავრთავთ მუსიკას ხმამაღალა და ვუსმენთ, თუმცა, ორივეს რადიკალურად განსხვავებული გემოვნება გვაქვს. მე უფრო მიყვარს ჯაზი, მას – როკი, სხვათა შორის, ანიტასაც. 

– რამდენი წელია, რაც შენ და ლუკა ცოლ-ქმარი ხართ? 

– ნოემბერში 10 წელი ხდება. წინასწარ არაფერს ვგეგმავთ, ალბათ, რამეს ვიზამთ. ზოგადად, ყოველ წელს აღვნიშნავთ ხოლმე. ორივე ბავშვის ნათლობა ჩვენი ქორწინების თარიღს დაემთხვა. ასე რომ, სამმაგად მნიშვნელოვანი თარიღია.

– ხშირად ამბობენ: მეუღლეები დროთა განმავლობაში ერთმანეთს ემსგავსებიანო. თუმცა, თქვენ თავიდანაც ჰგავდით ერთმანეთს, განსაკუთრებით გარეგნულად. 

– თავის დროზე, ტელევიზიაში რომ მივდიოდით, ამბობდნენ: მოვიდა სვერდლოვის ტელევიზიაო. თავიდანვე ვგავდით ერთმანეთს, და-ძმასავით ვიყავით. სანამ გავთხოვდებოდი რაღაცეებს ვამბობდი, მაგრამ, რომ თხოვდები მერე ბევრ რამეს სხვანაირად უდგები, სხვანაირად ფიქრობ. ხვდები: რაღაცეებს უნდა გაუწიო ანგარიში, გითვალისწინო. სხვანაირად არ გამოვა, რადგან ორი, ფაქტობრივად განსხვავებული ადამიანი იწყებს ერთად ცხოვრებას. ამიტომ, რაღაცაში ის სწევს შეღავათს, რაღაცაში – მე, დათმობაზე ორივე მივდივართ. ჩვენ ჯერ მეგობრები ვართ და მერე უკვე – სხვა დანარჩენი. თუ ურთიერთობაში არ არის გაგება, დათმობა, აზრების გაცვლა, არაფერი გამოვა. ზოგადად, ქორწინების პირველი წელი ცოტა რთულია, მაგრამ ჩვენ გადავლახეთ. თუმცა, დღესაც რომ ვუფიქრდები, მგონია, ეს ყველაფერი ახლახან მოხდა. ჩვენთვის ყველაფერი ახლა იყო, ვცდილობთ, გავიხალისოთ ცხოვრება, რაღაცეები მოვიფიქროთ, შევცვალოთ. დღემდე გვგონია, რომ ეს ყველაფერი ახლა იყო. ძალიან ოპტიმისტი ვარ, ლუკა კი –  ზეოპტიმისტი და ეს ბევრ რამეში გვეხმარება, ისევე როგორც ხასიათის სხვადასხვა თვისება. თან, ხომ იცი, რაჭველი ვარ, სანამ გაბრაზებას ვიწყებ, ყველაფერი სხვანაირად ლაგდება, ვმშვიდდები. ლუკა მეუბნება ხოლმე: ხანდახან თუ გაფიცხდი – ვაიოო... მაგრამ, ძალიან იშვიათად ხდება.

– კარგია, რომ ერთმანეთისთვის ყოველთვის იტოვებთ დროს, ცდილობთ, სიახლეები მუდმივად იყოს თქვენს ცხოვრებაში, ურთიერთობაში. 

– ეს აუცილებელია. „მე ახლა ძალიან დაღლილი ვარ, ბავშვებს ვერ მივხედავ,“ – ასეთი პერიოდები არ მქონია. დაღლის მიუხედავად, ბავშვისა და მეუღლისთვის მაინც უნდა გქონდეს გარკვეული დრო, რადგან ეს მერე ილექება. ლუკაც ძალიან დაკავებულია, მეორე არხზე რუსულად მიჰყავს „მოამბე“, ასევე „ჯიემჯის“ სპორტული კომენტატორია. მიუხედავად ამისა, ორივე ვცდილობთ, ერთმანეთის თავი ყოველთვის გვქონდეს. როგორც ყველას ცხოვრებაში, ჩვენთანაც ყოფილა რთული პერიოდები, მაგრამ გადაგვიტანია, რადგან ორივე ვცდილობთ, ასეთ დროს სიმშვიდე შევინარჩუნოთ. 

– შენს ჯიუტ ხასიათს რამეში შეუშლია ხელი? 

– გარდა იმისა, რომ ჯიუტი ვარ, საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, მაქვს მომენტი, როცა ვამბობ: უხერხულია, მეუხერხულება, მერიდება... ეს ჩვენს პროფესიაში ცუდია, ყოველთვის უკან გხევს. მერე, წლები რომ გადის, ამას ხვდები, მაგრამ ეს ის თვისებაა, რომელსაც ვერ შეცვლი. ყოველთვის მითქვამს: ახლა ამას გავაკეთებ, მაგრამ ვერ გამიკეთებია. იმას, რასაც სხვა გააკეთებს, მგონია, მე ვერ გავაკეთებ. მიუხედავად იმისა, რომ ეს უფრო წინ წამწევდა. ის, რაც სხვისთვის მისაღებია, ხშირად ჩემთვის მიუღებელია, თუმცა, მეც მინდა, რომ ვიყო: აქტიური, ანგაჟირებული, მაგრამ ასეთი ვერასდროს ვიქნები. თუმცა, სასაყვედურო არაფერი მაქვს. ცოტა მეტად აქტიური  რომ ვიყო, ალბათ, უფრო კარგი იქნებოდა. 

– ვინ ხარ ზოდიაქოს ნიშნით?

– „სასწორი“. მერყევი ხასიათიც მაქვს. გაწონასწორებული ვარ, რადიკალიზმი საერთოდ არ მიყვარს ცხოვრებაში, რადგან მგონია, ცუდია. ზოგჯერ მაქვს გულისწყვეტა, რადგან ცოტა განსხვავებულს რომ ვიტყვი, მგონია, ადამიანს ვაწყენინე. არასდროს არაფერს ვამბობ უხეშად, ლოიალური ვარ, მაგრამ, როცა გული მტკენია, ჩემი აზრი გამომიხატავს თუნდაც მეგობრის მიმართ, სამწუხაროდ, ისე არ მიუღიათ, როგორც საჭიროა. მაგრამ, არა უშავს. ზოგჯერ იგივე სიტუაციაში უკან დამიხევია, არაფერი მითქვამს, მერე მინანია: ალბათ, უნდა მეთქვა თავის დროზე, რომ მერე იგივე აღარ გაეკეთებინა. მირჩევნია, ადამიანს გავერიდო, ვიდრე მკვახედ ვუთხრა. თუმცა, ზოგჯერ სათქმელი მითქვამს პირდაპირ, ოღონდ არა ემოციურად. ვცდილობ, პირველი ემოციები გადავაგორო, რადგან შეიძლება, ვერ მოვზომო. მერე კი, უკვე საოცრად დინჯად, აუღელვებლად ვეუბნები ჩემს აზრს. 

– შენი ხასიათიდან გამომდინარე, ალბათ, გათხოვების წინაც ბევრს მერყეობდი. 

– მე არ მიმიღია გადაწყვეტილება. ლუკას რომ არ გადაეწყვიტა, მე დიდხანს ვიფიქრებდი. არაერთხელ უთქვამს: თამთას ვინ ჰკითხავდა, ამისთვის რომ მეცადა, ისეთი „რაჭაა“, ვერ გადაწყვეტდაო. 

– ძველი დროიდან თუ გაქვს ნოსტალგია რამის მიმართ?

– ვფიქრობ, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ძალიან კარგად იყო. რაც მინდოდა, ყველაფრის რეალიზება მოვახდინე. მიმაჩნია, რომ დღესაც რეალიზებული ვარ, რადგან მაქვს არაჩვეულებრივი ოჯახი; სამსახური, რომელიც საკმაოდ შრომატევადია. შეიძლება, შემოქმედებითად ისე არ ვარ დატვირთული და ეს ნოსტალგიურია, მაგრამ, საბოლოო ჯამში, კმაყოფილი ვარ. ზოგჯერ ტელევიზორს რომ ვუყურებ, ვფიქრობ: კარგი იქნებოდა, უფრო მეტი ოყოს შემოქმედებითი, მუსიკალური მხარე. ამ მხრივაც მაქვს რაღაცეები, ვეჭიდავები ჩემს თავს. ახლა ბავშვები წამოიზარდნენ და შემიძლია, საკუთარ თავს დავუთმო დრო.

 

скачать dle 11.3