კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2019 (104)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)

ვინ არის ქართველი მეტროსექსუალი დიზაინერი, რომელიც მოდის ტენდენციებს ვერ იტანს და როგორ შექმნა მან 12 თვისთვის განსხვავებული 12 ლუქი

„ადამიანებისგან ვიღებ უფრო მეტად ინსპირაციას, მათგან მოდის ყველაფერი. ადამიანია ჩემთვის შთაგონების წყარო. მთელი ცხოვრების განმავლობაში, რაც უნდა გავაკეთო და  მივაღწიო, მუდამ ვიქნები ქველმოქმედი. ყველაფერს გავაკეთებ იმ ადამიანებისთვის, ვისაც უჭირს და ჩვენი თანადგომა სჭირდებათ“... – ეს არის ამონარიდი დიზაინერ ნიკოლას ქანთარიას ინტერვიუდან, რომელმაც თავისი განსხვავებული სტილით, საინტერესო ხედვით, აღქმით თუ ეპატაჟურობით, უკვე დაამახსოვრა საზოგადოებას თავი. მისი ახალბედა ბრენდი – „ნიკოლასიც“ ნელ-ნელა უფრო მეტად პოპულარული ხდება. 


ნიკოლას ქანთარია: ზუგდიდში გავიზარდე. ჩემი მშობლები იქ ცხოვრობდნენ. ბავშვობიდან მომწონდა ეს სფერო. განსხვავებული ხედვა, ინტერესები მქონდა და ეს მემჩნეოდა ჩაცმულობასა და ხასიათშიც. პირველი სერიოზული წარმატება 14 წლის ასაკში მქონდა, როცა მოდელებს ბარბის თოჯინებივით ჩავაცვი. ბავშვობიდან ვერ ვიტანდი ფეხბურთს. სკოლაში, როცა ჩემი ძმაკაცები, ბიჭები ფეხბურთს თამაშობდნენ, მე გოგონებთან ერთად ვთამაშობდი ჩოგბურთს, ან რამე მსუბუქს. ვცდილობდი, თავი დიდად არ დამეტვირთა. თავს ვუვლიდი, ვუფრთხილდებოდი, რადგან, უპირველეს ყოვლისა, მეტროსექსუალი ვარ. ზუგდიდში, შუა ბულვარში მოვაწყვე ჩვენება. ჩავაცვი გოგონებს ბარბივით – ნამდვილი შოკი იყო. დიდი მოწონება დაიმსახურა. სიტყვა „ვულგარულობა.“ რამდენად გამაღიზიანებლადაც არ უნდა ჟღერდეს, ჩემთვის ყოველთვის მთავარი ხაზია, სულ  მას მივყვები. მთავარია, ვულგარულობას როგორ მიაწვდი ხალხს და ეს არ უნდა გაიგო პირდაპირი მნიშვნელობით. მე არაფერს  ვიგებ პირდაპირი მნიშვნელობით, ყოველთვის „ვხარშავ”. ვერც  მოდის ტენდენციებს ვიტან, ყოველთვის ჩემი ტენდენციები მაქვს. ვერც იმას ვიტან, როცა ვიღაცას შტრიხები შეაქვს ჩემს შექმნილ სამოსში. მასში იმდენ ენერგიას ვაქსოვ, ზუსტად ვიცი, განსხვავებული და „თიში” იქნება. სამაგიეროდ, როცა ჩემთვის ვაკეთებ „ლუქს“, ამ დროს სხვისი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთია, მაგალითად, ჩემი პიარმენეჯერი თამთა გიორგაძე. ძალიან მიყვარს პერფორმანსები. ვცდილობ, ის, რასაც ვაკეთებ, ზღაპარს ჰგავდეს. დილით „ფეისბუქზე“ არ გინახავს ჩემი სახლის ფოტო – მასში კარგად იგრძნობა, ზღაპარში რომ ვცხოვრობ. ყველგან რაღაც კიდია, ყველგან რაღაც არის. ხატვა ხომ მეხერხება, ჭრა-კერვა ხომ ყველანაირად ჩემია. გარკვეული პერიოდი ჟურნალისტიც ვიყავი, ფსიქოლოგიურზეც ვსწავლობდი, ვცეკვავდი – სამჯერ ავიღე ცეკვაში პირველი ადგილი. ვწერ ძალიან ხშირად ადამიანებზე. მოკლედ, უნივერსალური ვარ. თითოეულ ხაზზე ბევრს ვფიქრობ, ვაკვირდები, ყველაფერი გათვლილი მაქვს და რაც მთავარია, ყველაფერი არაქართულია – ასეთი ვარ ბავშვობიდან. 

– ცეკვაში პირველი ადგილები მაქვს აღებულიო. რას ცეკვავდი?

– სამეჯლისო ცეკვებზე დავდიოდი. სამჯერ ავიღე პირველი ადგილი. მეწყვილე მყავდა, რომელიც 4 წლის განმავლობაში ჩემი საცოლეც იყო. ბეჭდებიც გვქონდა გაცვლილი, ოჯახის შექმნას ვაპირებდით, მაგრამ მერე დავშორდით. ამის გამო ცეკვა შემძულდა, თავი დავანებე. დიზაინერობას სულ ვაგრძელებდი. რამდენიმე ჩვენება მქონდა. ერთი, განსაკუთრებული იყო – ანაკლიაში, რის შემდეგაც წამოვედი თბილისში. უკრაინაშიც ჩავაბარე უნივერისტეტში, ოღონდ ეკონომიურზე – მამას უნდა, რომ ეკონომისტი ვიყო, ბანკში ვიმუშაო. ის ჩემთვის ყველაფერს აკეთებს. ამიტომ, მეც მოვალე ვარ, ეს გავაკეთო. მამა ჩემთვის ყველაფერია, მის გარეშე ნული ვიქნებოდი. შვედეთშიც ვიყავი სასწავლებლად – ინტერიერისა და ზოგადი დიზაინის სპეციალობაზე ვსწავლობდი. ბევრი რამ ვისწავლე, გამოცდილება მივიღე. მოდელადაც ვმუშაობდი. რამდენიმე რეკლამაში ვარ გადაღებული, რომლებიც ბილბორდებზე იყო. 

– ცოტა ხნის წინ შენი ბრენდიც ჩამოაყალიბე.

– დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ – „ნიკოლასი“ ჰქვია. მომავალში მოდის სახლის გაკეთებასაც ვგეგმავ. სამკერვალოში მყავს მკერავი მაია კანდელაკი, რომელიც ჩემს ყველა წარმოსახვას აცოცხლებს და ფრთებს ასხამს.

– მოდის კვირეულებზე ყოველთვის ისეთი ჩაცმული დადიხარ, ყურადღებას იქცევ. 

– ხუთივე დღეს მეცვა სხვადასხვა „ნიკოლასი“, ხუთივე ჩემი იყო. ვსხდებოდით მე, თამთა და ვატო გრიფინი – ძალიან ნიჭიერი ფოტოგრაფია, მას ეკუთვნის ჩემი რამდენიმე არტი, ასევე, ახალი პროექტის 6 თვე  – და ვფიქრობდით რა ჩამეცვა. მიმაჩნია, რომ ჩემთვის და ვატოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პროექტი, როცა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს სოლიდარობა გამოვუცახდეთ და მე, რომელიც ვგიჟდები ჩემს თმაზე, გადავიპარსე. ამით მათ მიმართ გამოვხატეთ თანადგომა, მხარდაჭერა. მოკლედ, რაც შეეხება ჩემს ლუქს, ხუთივე დღეს ძალიან კარგი რაღაცეები მოვიფიქრეთ. პირველ დღეს კათოლიკე სასულიერო პირის ფორმა მეცვა. მახსოვს, დათუნა სულიკაშვილს მეორე სართულზე ძალიან ლამაზი ლოკაცია ჰქონდა. იმ დღეს მივედი თეთრი ფერის მოსასხამით, საქორწილო კაბასავით, ვარდებით, მარიამ შაღაშვილის ტყავის ფეხსაცმლით, რომელშიც გვირილები იყო ჩაწნული და გამაშებით. ესთეტიკურად არანორმალური იყო. მოდის კონსუტლანტმა, ჯანი ფონტანამ გამაჩერა. მას რა არ უნახავს, სად არ ყოფილა და კომპლიმენტი მითხრა. 

– ქართველ მამაკაცს ქუსლიანი ფეხსაცმელიც კი ჩააცვი. 

– ქართველი ბიჭების მომხრე არ ვარ. შეიძლება, ქართველ გოგონებს მოგწონთ ისინი, მაგრამ მეტროსექსუალი ბიჭები უფრო მეტად დასაფასებლები არიან, ვიდრე ისინი, აღარ დავაკონკრეტებ... თუ ბიჭისთვის რამეს გავაკეთებდი, არ მინდოდა, ტიპური, ქართველი ბიჭი გამეკეთებინა. სხვათა შორის, კონსერვატორიის გარემოც პირველად მე გამოვიყენე. ტყავის ფართო შარვალი, გრძელი შლეიფი, ლამაზი ფერები და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები – ჩემი ახალი პროექტიდან თებერვლის სამოსი ასეთი სახით წარმოადგინა მოდელმა ბიჭმა, რაც, ჩემი აზრით, საინტერესო იყო და პიარის ნაწილიც. დანარჩენ თვეებს გოგონები მოირგებენ. ეს არ იყო ვულგარული, სექსიზმისკენ წასული რაღაცეები, არამედ იყო მოდის სფეროში გაკეთებული ძალიან კარგი რამ.

– იმედია, ქართველ კაცებს არ უპირებ ასე ჩაცმას.

– არა, კაცებს ისეთ რამეს ვუპირებ, დამიჯერე, ძალიან მოგეწონება. 

– შენი შიშველი ფოტოებიც ერთგვარი პიარია?

– არა, ვატო გრიფინის არტია. მასთან ერთად ბევრი არტი მაქვს გაკეთებული და ზოგადად, საინტერესო იდეებს ყოველთვის ვთანხმდები. ახლა მყავს ახალი ფოტოგრაფი – მიშო გოგიძე, ისიც არაჩვეულებრივი ფოტოგრაფია, კარგ არტებს აკეთებს. რაც შეეხება ჩემს ახალ პროექტს, ეს არის თორმეტი ჩამოყალიბებული ლუქი: ზედა სამოსი, ქვედა, ფეხსაცმლით, ჩანთით. წელიწადის 12-ივე თვეს თავისი ლუქი აქვს. ვითვალისწინებ იმ თვის შესაფერის ფერებს, ხასიათს. ორი თვეღა დამრჩა, ნოემბრის ბოლოს ვამთავრებ. აგვისტო განსაკუთრებულად კარგი გამოვიდა. თუმცა, მის მიმართ ყველაზე დიდი კრიტიკა იყო, რადგან  გავაკეთე თეთრი შავში და არა ფერადი. აგვისტოში ვარ დაბადებული, ჩემი ფერია შავი და თეთრი. ამ ორი ფერით ცხოვრებაში ყველაფერს ვამბობ. კაბა იმდენად მასშტაბურია, ლოკაციაც ძალიან კარგია, კმაყოფილი დავრჩი. იანვარში ვაპირებ ჩვენების მოწყობას, 12 კაბა ერთად იქნებ ნაჩვენები. ლოკაციაც ძალიან ლამაზი მაქვს არჩეული. 

– როგორია შენი ხედვით ქალი? 

– ჩემი მოდელებიც დებიუტანტები არიან. რადგან ამოგდებული ვარ კონტექსტიდან, მინდოდა, აქაც განსხვავებული ვყოფილიყავი: გამოუცდელი მოდელები ამეყვანა, მესწავლებინა მათთვის სიარული, პოზირება, ჩამეცმია ჩემი სამოსი და ცხოვრებაში ერთხელ ეგრძნოთ თავი ნამდვილ ქალად. 12 ქალია – 12 თვის შესაფერისი. ჩემთვის, როგორც მამაკაცისთვის, ქალი არ უნდა იყოს ლამაზი. ისეთი სახე უნდა ჰქონდეს, სხვას არ მოეწონოს და მე გავჭედო. ჩემი  არც ერთი მოდელი არ არის ძალიან ლამაზი, დახატული. მე არ მიყვარს ლამაზი ქალები. კონსერვატორი, ჭკვიანი ქალები მიყვარს, ქალი თუ ჭკვიანია, ის ლამაზიც არის და ყველაფერი ექნება, რაც ქალს სჭირდება.

 

скачать dle 11.3