კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ აჩუქა ჯანეტ ქერდიყოშვილს ახალი ავტომობილი და რის შიში დასჩემდა მას

ჯანეტ ქერდიყოშვილი იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებთან ურთიერთობაც ძალიან სასიამოვნოა. გარდა ამისა, ჯანეტი იმდენად ლამაზი, დახვეწილი და ნაზია, რომ მისი ცქერა და მასთან საუბარი ადამიანში ბევრ დადებით ემოციას იწვევს. ბოლომდე გამოჯანმრთელებული ჯანეტი თბილისში დაბრუნდა, კვლავ სწავლას შეუდგა და ჯერჯერობით არსად არ აპირებს გამგზავრებას.

 

ჯანეტ ქერდიყოშვილი: მიხარია, რომ დავუბრუნდი საყვარელ და სანატრელ თბილისს. თითქმის ერთი წელია, არ ვყოფილვარ საქართველოში და საოცრად მენატრებოდა აქაური ყველაფერი: ხალხი, მეგობრები, სიტუაცია. სხვა ქვეყნებში ხომ დავდიოდი, უამრავი რამ ვნახე, ულამაზესი ქალაქებია, მაგრამ, 22 წლის ასაკში მივხვდი, რომ საქართველოს გარდა ვერსად ვიცხოვრებ, რაც არ უნდა შემომთავაზონ, სამსახური იქნება ეს, საქმე, თუ სხვაგან გათხოვება... თუ გავთხოვდები, რა თქმა უნდა, იქ ვიცხოვრებ, მაგრამ, ვიცი, თბილისში მაინც ხშირად ჩამოვალ.

– და, აუცილებლად ქართველზე გათხოვდები?

– მხოლოდ და მხოლოდ ქართველზე. მას, როგორც ქართველს, როგორც ჩემიანს, უკეთ გავუგებ და ისიც გამიგებს. ტრადიციულ ოჯახში ვარ გაზრდილი და ისინიც ვერ მიიღებენ სხვა ეროვნების ადამიანს. შეიძლება, უცხოეთში ცხოვრობდეს, მაგრამ, ნამდვილი ქართველი მამაკაცი უნდა იყოს.

– განსაკუთრებით რა გენატრებოდა ამ ერთი წლის განმავლობაში? 

– ალბათ, აქაური სითბო, რომელიც განსაკუთრებული და განსხვავებულია. იმ პერიოდში, როცა ცუდად ვიყავი, ძალიან ბევრი მწერდა სოციალურ ქსელებში და სითბოს, სიყვარულსა და თანადგომას გამოხატავდნენ. მე კი დავიკარგე, რაღაც ცუდი მოხდა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ხალხი მაინც იყო ჩემ გვერდით და ამისთვის ყველას მადლობას ვუხდი. 

– შეცვლილიც მეჩვენები. 

– გავიზარდე – ამას მეც ვხვდები და ჩემებიც, განსაკუთრებით კი – ჩემი ძმა, რომელიც ამბობს, ძალიან შეიცვალეო. შეიძლება, იმიტომ, რომ ასაკი მემატება. არა, ასაკი არ მემატება, მაგრამ, ვიზრდები. ერთი მხრივ, ამ ყველაფერმა კი არ გამტეხა, ბევრი რაღაც გადამაფიქრებინა და, მივხვდი, ამ ცხოვრებაში რა არის პრიორიტეტული. ადრე უფრო დავფრინავდი, ახლა – აღარ. ეს რომ არ მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში, რაღაცეები რომ არ გადამეხარშა, არ გამეანალიზებინა ცხოვრება, ალბათ, ახლაც ისევ ისეთი ვიქნებოდი: ცოტა ცანცარა, რომ არ იცის, სად წავიდეს. ახლა აღარ მაქვს ასეთი რაღაცეები. თუნდაც, მანქანის ტარება რომ ავიღოთ: ცელქი ვიყავი, ბიჭივით დამყავდა – ხომ იცი, „პაცნები“ რომ არიან, ხან სად გაძვრებიან, ხან – სად; ერთი ხელით ტარება... ღმერთის წყალობით, ორი წლის განმავლობაში არაფერი შემმთხვევია. ახლა  ვხვდები, რომ ასე არ შეიძლებოდა, ამიტომ, 50-60-ით დავდივარ, მშვიდად. ასეთ დროს ბევრ რამეს აფასებ: სიცოცხლეს, მშობლების, ძმის, მეგობრების მიმართ სიყვარულს. ახლა გამოვტყდები და ვიტყვი, რომ ადრე უფრო ეგოისტი ვიყავი და, ვამბობდი: მე ეს მომწონს, მე ეს მჭირდება, მაწყობს და ასე იქნება-მეთქი, ნუ, რა თქმა უნდა, შეძლებისდაგვარად. ახლა აღარ ვარ ეგოისტი, პირიქით, მინდა, სხვას ვასიამოვნო, სხვა იყოს კარგად. ბევრი მეგობარი მყავს, დაქალები კი, ერთი – ნინოა და მეორე – დედაჩემი. ავადმყოფობამ ძალიან დაგვაახლოვა ერთმანეთს. ჯერ ერთი, მთელი წელი მე და დედა საავადმყოფოში ვიყავით, ერთად ვცხოვრობდით, ზრუნავდა ჩემზე. რა თქმა უნდა, მამა და ჩემი ძმა ჩამოდიოდნენ, მაგრამ, ჩვენ ორნი ვიყავით მარტო. რომ დავინახე, როგორ წვალობდნენ და ნერვიულობდნენ ჩემ გამო, მივხვდი: უნდა შევიცვალო, პატარა გოგონა უნდა გაიზარდოს, დიდი გახდეს-მეთქი. ზოგადად, ოჯახში მე უფრო აქტიური ვიყავი – ყველაფერი მაინტერესებდა, ყველაფერში ვძვრებოდი. ჩემი ძმა უფრო წყნარი, მშვიდი ბიჭია და, აღიზიანებდა, როცა მე ვცელქობდი ან ბევრს ვცეკვავდი და ვლაპარაკობდი. რა თქმა უნდა, ამას იქვე მეუბნებოდა, მერე ბრაზდებოდა და, სახლში რომ მოვდიოდი იყო ახსნა-განმარტებები. დაახლოებით ორი-სამი წლის წინ ჯეკო ყოველმხრივ ძალიან კარგი ბიჭი იყო, ანუ, როგორც ძმა. მაგრამ, ბოლო პერიოდში ძალიან შეიცვალა – მკაცრი „მამა“ გახდა. თავიდან ვერ ვეგუებოდი,  ახლა კი შევეგუე, რომ ჩემზე ბევრად უფროსი ძმა გახდა, არადა ჩემზე ორი წლით უმცროსია. თავიდან ეს არ მომწონდა – რატომ, მე დიდი ვარ, შენზე მეტი მესმის-მეთქი, მერე კი მივხვდი, რომ მართალი იყო. როგორც კი სეზონი დამთავრდა, ბათუმში მერე ჩავედი – აღარ მინდოდა ხალხმრავლობა და „ტუსნიაკი“. ერთ დღეს, კლუბში წავედით, რა თქმა უნდა, ჯეკოც გვახლდა. მერე, სახლში რომ მოვედით, დედაჩემს უყვებოდა ჩემზე – ახლა მივხვდი, რომ ძალიან შეიცვალაო – არც ვცეკვავდი, არც ვგიჟობდი, არც ვსვამდი, თუმცა, არც ადრე მიყვარდა დალევა. მოკლედ, ძალიან გახარებული მოვიდა სახლში, მამასაც დაურეკა და უთხრა. ერთი სიტყვით, აღარ აქვთ იმის შიში, რომ შარში გავეხვევი ან რამე მომივა. რომ მეკითხებიან ხოლმე, ხომ არ გაწუხებენ ბიჭებიო, თუ გოგონა არ ახდენს პროვოცირებას, ბიჭი არასდროს მოვა და არ დაგიწყებს: შენი გაცნობა მინდა, ტელეფონის ნომერი მომეციო თუ მაინც მოვა, ცივილურად აუხსნი და გაიგებს.

– შენ მოგწონს ასეთი ჯანეტი? 

– დაწყნარებული ვარ, დამშვიდებული. ვსწავლობ, სახლში ვარ, არ დავდივარ წვეულებებზე და კაფეებში; მირჩევნია, სახლში ვიყო მშვიდად. 

– ტელევიზიაში დაბრუნებას ხომ არ აპირებ? 

– დიდი სურვილი მაქვს, მაგრამ, ვერ მოვასწრებ. მაშინაც სულ მიცდებოდა სწავლა და, აღარ  მინდა, წელი კიდევ დავკარგო, მირჩევნია, დავამთავრო და მერე მივხედო საქმეებს. რაც შეეხება მოდელობას, ქალბატონ იასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და ახლაც მეუბნება, რომ წავიდე იანვარში „მის უნივერსზე“. არ ვიცი, რა ვქნა; მესამედ გაქვს წასვლის ვარიანტი. ორჯერ ვერ მოვახერხე – ჯერ „ცეკვავენ ვარსკვლავების“, შემდეგ კი ავადმყოფობის გამო. ია მეუბნება, მესამე და სამართალიო... იქნებ, მართლაც რაღაც ხდება. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეს ჩვეულებრივი წასვლა არ იქნება – ან რაღაც კარგი მოხდება, ან – ცუდი. უკვე შიში მაქვს – არ ვიცი, მჭირდება თუ არა ეს.

– აფხაზეთში იყავი, მოინახულე ბებო? 

– ვიყავი. არ ვარ იქ დაბადებული, არც გაზრდილი. 11 თვის ვიყავი, როცა იქიდან ომის დროს წამოვედით, მაგრამ, რადგან ჩემი მშობლების მიწაა, სიყვარული გულში მაქვს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მეგრელი ვარ, წარმოშობით აფხაზეთიდან, ხოლო ჩემი გვარი ქვემო ქართლიდან არის. ხშირად ამბობენ და წერენ, რომ ოსი ვარ. ოსებს დიდ პატივს ვცემ, ისინიც ქართველები არიან, მაგრამ არ ვარ ოსი, არც არავინ მყავს საგვარეულოში. ბებო ოჩამჩირეში ცხოვრობს და ძალიან უხარია ხოლმე ჩემი ჩასვლა. ახლა რომ ვაკვირდები, რაღაცეებით ვგავარ – ვფიქრობ, წლების მერე მეც ასეთი ვიქნები. ცისფერი თვალები აქვს, ჩემი ფერის თმა. მთელი ახალგაზრდობა გრძელ თმას ატარებდა. ახლა ფოტოებს მაჩვენებს ხოლმე – ნახე, მე როგორი თმა მქონდა, არ შეიჭრაო. 

– ახალი ავტომობილი გყავს. ესეც მამის საჩუქარი ხომ არ არის, რომელიც ძალიან განებივრებს?

– დიახ, მყავს ახალი ავტომობილი. მამამ მითხრა, ავად რომ იყავი, ისეთი ამბები გადაიტანე, იმსახურებო. სერიოზული რამე კი არ მჭირდა, უბრალოდ, დიდი სტრესი მქონდა, რადგან, უცბად სულ სხვა სიტუაციაში მოვხვდი. ჩამოსვლიდან მესამე დღე მომიყვანა, ძალიან გამიხარდა. პირველი მანქანა ძალიან მომწონდა, ჩემი არჩეული იყო და მიყვარს, მაგრამ, ახლა უფრო დიდი და მასიური ავტომობილი მინდოდა. „პრადოც“, რა თქმა უნდა, მომწონდა და მამამაც მაჩუქა. მოვიხდინე, მოვირგე და წყნარად, „დასტოინად“ დავდივარ, არაფრის შიში არ მაქვს, დაცული ვარ, თან, ცელქობის უფლებასაც არ მაძლევს. 

– მომავალში, ალბათ, ვერ აიტან, შენი მეუღლე ასეთი ყურადღებიანი რომ არ იყოს. 

– სანამ მეუღლე გახდება, მანამდე უნდა შეისწავლო და მიხვდე, როგორი ადამიანია, არის თუ არა შენი. იმედი მაქვს, ისეთს შევარჩევ და შემახვედრებს ბედი, რომელიც ყურადღებიანი იქნება. თუ იმის შესაძლებლობაც ექნება, რომ მანქანა მაჩუქოს, რატომაც არა? თავისი მეუღლე რატომ არ უნდა გაახაროს, მანქანა ხომ მაინც ოჯახში რჩება, არსად წავიღებ.

 

скачать dle 11.3