კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (50)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

„საქართველოს ბანკმა“ 35 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსება მიიღო

„საქართველოს ბანკის“ მხრიდან კიდევ ერთი ფინანსური მხარდაჭერა მცირე და საშუალო ბიზნესს

 

„საქართველოს ბანკმა“ და „გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოებამ” (DEG) ხელი მოაწერეს სასესხო ხელშეკრულებას 35 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსების შესახებ. „საქართველოს ბანკი“ და კომპანია DEG უკვე 15 წელია, თანამშრომლობენ. ამ ეტაპზე გაფორმებული ხელშეკრულებაც დიდი ნაბიჯია საქართველოს ფინანსური სექტორის გაძლიერებისთვის, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.

სულხან გვალია („საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე): თავდაპირველად მინდა, აღვნიშნო, რომ „საქართველოს ბანკისა“ და DEG-ს შორის პარტნიორობა თითქმის 15 წელს ითვლის. აღნიშნული ხელშეკრულება ხაზს უსვამს „საქართველოს ბანკის“ მხრიდან მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას საქართველოში. ხსენებული ფინანსური რესურსი შესაძლებლობას მოგვცემს, გავზარდოთ დაფინანსებაზე წვდომა ჩვენი კლიენტებისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის სფეროში. ამით კი, კიდევ უფრო გავზარდოთ ბანკის კონკურენტულობა მოცემულ სექტორში. სესხის ვადა შეადგენს 5 წელს და განკუთვნილია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებისთვის. ჩვენ წარმატებულად ვთანამშრომლობთ DEG-სთან 2006 წლიდან და ჩვენი პარტნიორობა სამომავლოდაც მნიშვნელოვანი პროექტებით გაგრძელდება, რაც დადებითად აისახება მომხმარებელზე. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენ ვართ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობები და მხარს ვუჭერთ ფინანსური სექტორის განვითარებას საქართველოში.

ინგრიდ ვან ვეესი (გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოება DEG-ის დირექტორი, ევროპასა და აზიაში): მოგეხსენებათ, რომ დღევანდელი ხელშეკრულება, რომელიც „საქართველოს ბანკსა“ და DEG-ს შორის გაფორმდა, ითვალისწინებს 35 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სასესხო ინვესტიციას. ეს არის ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია, რაც აქამდე განხორციელებულა საქართველოში ჩვენი მხრიდან. ასეთი მოცულობის დაფინანსება ნიშნავს, ძალიან დიდ ნდობას „საქართველოს ბანკის” მიმართ. ჩვენ ჩვენი წვლილი შეგვაქვს საქართველოს ფინანსური სექტორის განვითარებაში და ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნასა და შენარჩუნებაში. „საქართველოს ბანკი“ ჩვენთვის ძლიერი და საიმედო პარტნიორია. რაც შეეხება კომპანია DEG-ს, ის ერთ-ერთი უმსხვილესი განვითარების ფინანსური ინსტიტუტია მთელ მსოფლიოში. მისი გამოცდილება მსოფლიო ბაზარზე 40 წელზე მეტს ითვლის. კომპანია ინვესტირებას  ახდენს მომგებიან პროექტებში, რაც ხელს უწყობს მდგრად განვითარებას ეკონომიკის ნებისმიერ სფეროში.

 

скачать dle 11.3