კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები

ჯეფერსონი: ვერც ერთი ადამიანი უკან ვერ გამოიტანს პრეზიდენტობიდან იმ რეპუტაციას, რომელსაც წვლილი მიუძღვის მის პრეზიდენტობაში.

ბურენი: რაც შეეხება პრეზიდენტობას – ორი საუკეთესო დღე ჩემს ცხოვრებაში იყო გაპრეზიდენტების დღე და ოფისის დათმობის დღე.

ლაროშფუკო: ზოგიერთი ღირსება მზერისა თუ სმენის გრძნობას ჰგავს. ამ ღირსებებს მთლიანად მოკლებულ ხალხს არც მათი დანახვის უნარი შესწევს და არც მათი დაფასების.

ლაპლასი: ის, რაც ვიცით, შემოსაზღვრულია და რაც არ ვიცით, უსასრულოა.

პასკალი: იმათთვის, ვისაც დანახვა სურთ, საკმაო სინათლე არსებობს, იმათთვის, ვისაც დანახვა არ სურთ – საკმაო სიბნელე.

სპენსერი: თუ ადამიანის ცოდნა უწესრიგო მდგომარეობაშია, მაშინ, რაც მეტი აქვს მას ასეთი ცოდნა, მით უფრო მოშლილია მისი აზროვნება.

ჰერაკლიტე: ზერელე ცოდნა შეცდომისა და შუღლის წყაროა. ძაღლები მხოლოდ უცნობებს უყეფენ.

შოპეჰაუერი: როგორც წყალში დახრჩობის დროს ადამიანი ჯერ ფსკერისკენ მიდის, შემდეგ კი ზემოთ ამოდის, ასევე, საუკეთესო ადამიანები ჯერ ცოდვაში შედიან, შემდეგ კი მოინანიებენ ხოლმე. ცოდვა ამ შემთხვვაში ისე მოქმედებს, როგორც საშინელი სიზმარი, რომელიც ჩვენ გვაღვიძებს.

ჰესე: რწმენა გაგებიდან არ გამომდინარეობს, ისევე, როგორც სიყვარული.

გელბრეიტი: ყველაზე მთავარი პოლიტიკაში მოკლე მეხსიერებაა.

ბისმარკი: პოლიტიკა შესაძლებლობის ხელოვნებაა.

გობსი: ადამიანის ბუნებაში ვპოულობთ ომის სამ მიზეზს: პირველი – ჯიბრიანობა, მეორე – უნდობლობა, მესამე – დიდების წყურვილი.

გარდამერი: იმაზე საშიში ბოროტება არ არსებობს, როცა გენიალურ ნიჭს სულელური მიზნებისთვის იყენებენ.

შექსპირი: რაც უფრო მწარეა წარსული, მით უფრო ტკბილია აწმყო.

ლოკი: ყოველგვარი კეთილშობილებისა და ღირსების საფუძველია ადამიანის უნარი, უარი თქვას სურვილებზე, რომლებსაც გონება არ სცნობს.

შოუ: განათლებული სულელი არის ადამიანი, რომელმაც ყველაფერი წაიკითხა და არაფერი დაივიწყა.

ირვინგი: საბოლოო ჯამში, ჭეშმარიტების გამარჯვებას ისე არაფერი ეხმარება, როგორც მასთან შეწინააღმდეგება.

ალმაზანი: ქორწინება რაღაცით ჰგავს დაპყრობილი ქვეყნის ისტორიას. თავიდან მას იპყრობენ, შემდეგ კი იწყება ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის.

скачать dle 11.3