კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2019 (104)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)

რატომ დასრულდა მიშა ბაღათურიას ერთწლიანი რომანი და შეიყვანს თუ არა ის შვილს წყალბურთზე

მიშა ბაღათურიას ცხოვრება მთლიანად წყალბურთს უკავშირდება. ის საზოგადოებამ პროექტ „ორი ვარსკვლავიდან“ გაიცნო. სიმღერა ყოველთვის უყვარდა, მაგრამ ასე, საჯაროდ თუ ოდესმე იმღერებდა, ვერ წარმოედგინა. პროექტშიც შემთხვევით მოხვდა. მისი ნაამბობიდან გამომდინარე, სოფო გელოვანისთვის მოერიდა უარის თქმა. გამოჩნდა თუ არა ტელევიზიით, საზოგადოების სიყვარულიც მარტივად მოიპოვა. როგორც სპორტსმენი ამბობს, ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი, მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა არაა საკმარისი. რთულ გრაფიკთან პირადი ცხოვრების შეთავსება, მარტივი არაა და ამას თავადაც ადასტურებს. 

 

მიშა ბაღათურია: 5 წლის ვიყავი, ცურვაზე რომ შემიყვანეს. მამაც წყალბურთელია და მინდოდა, მეც მის გზას გავყოლოდი, ეს იყო ჩემი სურვილი. პროფესიის არჩევაში მშობლებმა თავისუფლება მომანიჭეს. არავის დაუძალებია, რომ წყალბურთელი ვყოფილიყავი, უბრალოდ, მინდოდა ძალიან. ზოგადად, სპორტი ბავშვობიდან მიყვარდა. 

– ისე რა პროფესიის ხარ?

– იურისტი ვარ, მაგრამ ჩემი პროფესიით არასოდეს მიმუშავია. 16 წლის ვიყავი, მოსკოვის „დინამოში“ რომ მიმიწვიეს. მარტო  სპორტით ვერ ვიქნებოდი დაკავებული, სწავლაც აუცილებელი იყო. ამიტომ, ჩავაბარე რუსეთში იურიდიულზე. ქვეყნის მოღალატე არ ვარ (იცინის), უბრალოდ, სპორტის და სწავლის გამო მომიწია საქართველოს დატოვება. 2008 წელს, ომის შემდეგ,  ისევ დავბრუნდი ქვეყანაში. იურისტობაზე რომ ვიფიქრო, ყველაფრის თავიდან სწავლა მომიწევს. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ამ პროფესიასთან შეხება არ მქონია. სიმართლე რომ გითხრათ, მომავალში არაფერს გამოვრიცხავ და შესაძლებელია, იურისტადაც მოგევლინოთ (იცინის). წინასწარ ვერაფერს ვიტყვი.

–  წყალბურთი არასდროს მოგბეზრებია?

– კი, როგორ არა. ეს მომენტი ყველა სპორტსმენს აქვს. უბრალოდ, რაღაცეების გამო, ამ ყოველივეს გადალახვა გიწევს. იყო დრო, როცა არ მინდოდა ვარჯიში და ასე შემდეგ, მაგრამ იმდენად კარგი სამეგობრო მყავს, ნაკრებს ვგულისხმობ, არ შეიძლება, ამ ხალხს თავი გავანებო. ვისაც წყალბურთთან შეხება აქვს, იცის რა განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებს გუნდის წევრებს ერთმანეთთან. ეს არაა მხოლოდ თამაში და ცურვა წყალში, ძალიან რთული სპორტია. ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, ამიტომ მათ ვერ დავთმობ. თან, ახლა უკვე ისე ვარ, მხოლოდ წყალბურთით ვცხოვრობ. დიდი ადგილი უჭირავს მას ჩემს ცხოვრებაში.

– თქვი, რომ პროფესიის არჩევისას შენს მშობლებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. საკუთარ შვილს წყალბურთისკენ უბიძგებ?

– აუცილებლად შევიყავნ,  მაგრამ ვერ დავაძალებ, რომ  წყალბურთელი გახდეს. ეს თავად უნდა გადაწყვიტოს. სხვათა შორის, მამა ძალიან კარგად მოიქცა, როცა არჩევნის საშუალება მომცა. მეც იგივეს გავაკეთებ. წყალბურთი ძალიან რთული სპორტია, მხოლოდ წყალში ჩახვიდე და გაცურო, ეგ არაა.  სრულ თავისუფლებას მივცემ, თუმცა გამიხარდება, თუ ჩემს გაზას გაყვება.

– დღევანდელი გადასახედიდან, როგორ შეაფასებდი ქართულ წყალბურთს? რა დონეზეა?

– დღეს შედარებით კარგი მდგომარეობაა, ვიდრე ეს წლების წინ იყო. 10 წლის უკან, ვინმეს რომ ეთქვა, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გავაო, არ დავუჯერებდი. ჩვენ ეს შევძელით, მაგრამ მხოლოდ ევროპაზე გასვლა არაა საკმარისი. ბევრი რამ სჭირდება ამ სპორტს, მინიმუმ 3 წლის ბიუჯეტი მაინც უნდა ჰქონდეს. ეს საკითხი საქართველოში, როგორც ყველა სპორტში, ჩვენთანაც პრობლემურია. ახლახან ვიყავი საფრანგეთში ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად. კარგი მომავალი აქვს ქართულ წყალბურთს თუ ხელშეწყობა ექნება. ვფიქრობ, თითოეული სპორტსმენი სამაგალითო უნდა იყოს ბავშვებისთვის.  ქუჩაში ყოფნას, სპორტი უნდა ერჩიოს ბავშვს. ამიტომ, აუცილებელია, ძლიერი გუნდების არსებობა, რაც სტიმულს მიცემს ახალგაზრდას, სპორტით დაინტერესდეს. ამ შემთხვევაში, მხოლოდ წყალბურთს არ ვგულისხმობ. ჩვეთან იცი, როგორ არის? თუ მოვიგეთ რაღაც, ერთი პერიოდი, დიდი მითქმა– მოთქმაა ხოლმე, მერე ვავიწყდებით ყველას.

– „ორ ვარსკვლავში“ როგორ მოხვდი?

– სრულიად შემთხვევით. ჯერ „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“ მქონდა შემოთავაზება, მაგრამ სასტიკი უარი ვთქვი (იცინის). არ მეხერხება ცეკვა. ჩემი მეგობარი –  ანი ჩიქოვანი „იმედში“ მუშაობდა. მან დამირეკა და მითხრა ამ პროექტის შესახებ და ის, რომ სოფოსთან ერთად უნდა მემღერა. მეც დავთანხმდი, მაგრამ მეორე დღეს ეს აღარ მახსოვდა. დილით დამხვდა უცხო ნომრიდან 30 ზარი მაინც. გადავრეკე და სოფო გელოვანი იყო, მითხრა, რომ „იმედში” მელოდებოდა. რაღას ვიტყოდი, წავედი. მივედი, დამხვდა სოფო და მთხოვა, რაღაც წამემღერა. მეც წავიღიღინე (იცინის). ეს იყო სულ. მითხრა, რომ მისი მეწყვილე ვიქნებოდი. ასე შევრჩი „ორ ვარსკვლავს“. ნამდვილად არ მოველოდი, ვფიქრობდი, მივალ და გამოვბრუნდები უკან-მეთქი. მაგრამ, უარი ვეღარ ვთქვი.  დიდი მადლობა სოფოსაც და ანისაც, რომ ამ პროექტში მიმიყვანეს ნებით თუ უნებლიედ (იცინის). მათი დამსახურებით გავიცანი ბრწყინვალე ადამიანები. მართლა ყველანი ძალიან შემიყვარდა. ჩვენ არ ვიყავით ერთმანეთის კონკურენტები, ძალიან თბილი და მეგობრული დამოკიდებულება გვქონდა ერთმანეთთან. დღემდე გრძელდება ეს მეგობრობა და თვეში ერთხელ მაინც რომ არ შევიკრიბოთ ვინმეს ოჯახში, გამორიცხულია.

– ხომ არ აგრძელებ სიმღერას?

– კი აბაზანაში (იცინის), ჩემთვის ვღიღინებ ხოლმე. ისე, სერიოზულად არ ვუყურებ, ჩემი სფერო არაა.

– სიყვარულში რა ხდება?

– ამ ეტაპზე არაფერი, მხოლოდ წყალბურთით ვარ დაკავებული.

– ვიცი, რომ ერთი გოგონა ძალიან გიყვარდა, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო დაშორდით. შერიგება არ გიცდია?

– კი, იყო ასეთი ადამიანი, მაგრამ მოხდა ისე, რომ ერთად აღარ ვართ. შერიგება არ მიცდია. საერთოდ, ვფიქრობ, წარსულს არ უნდა მიუბრუნდე და უკან არ უნდა მიიხედო. წარსული იმიტომ ჰქვია, რომ წარსულშივე დატოვო ის, რაც იყო. თითქმის ერთი წელი ვიყავით ერთად. ეს ჩემთვის დიდი დროა. ურთიერთობა იმ ეტაპზე იყო, უფრო სერიოზული ნაბიჯი უნდა გადაგვედგა ან უნდა დავშორებულიყავით. უკანასკნელი ვარჩიეთ.... ძალიან კარგად მახსოვს ის პერიოდი.

– როგორი იყო შეყვარებული მიშა ბაღათურია? 

– ალბათ კარგი (იცინის). ხშირად არ ვყოფილვარ შეყვარებული, ერთხელ შემიყვარდა და არცთუ სასიამოვნოდ დასრულდა ეს ურთიერთობა. უფრო დაბნეული ვიყავი და  ვარჯიშზეც ცოტა ვზარმაცობდი, მეტყობოდა აშკარად (იცინის).  როდესაც შეყვარებული ხარ, გინდა, ყველაფერს მალე მორჩე, რომ საყვარელ ადამიანს მეტი დრო დაუთმო. ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო. საერთოდ, სიყვარული ხომ ძიებაა არაა, არ იცი, რა დროს, ვინ შეგიყვარდება. მეც არავის ვეძებ.

– ალბათ, საკუთარი კრიტერიუმები გაქვს გოგონებთან დაკავშირებით. როგორი უნდა იყოს მიშა ბაღათურიას რჩეული?

– მსგავსი არაფერი მაქვს. ვერ გეტყვი. მომწონებია როგორც ქერა, ასევე შავგვრემანი, დაბალიც და მაღალიც. ანუ, კონკრეტული პარამეტრები არ გამაჩნია. ალბათ, გაგიკვირდებათ და არ მყავს იდეალი. ეშხიანი უნდა იყოს გოგო. მართალია, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის გარეგნობა მოგწონს და მერე სხვა დანარჩენი, მაგრამ, რომ ვთქვა, მაინცდამაინც შავგვრემანი უნდა იყოს ჩემი რჩეული-მეთქი, ტყუილი იქნება. მხოლოდ გარეგნობა არაა  მთავარი. შეიძლება, სილამაზე 15 წუთში დაიკარგოს. ჭკვიანი, კარგი იუმორის გრძნობის მქონე და ლამაზი გოგონები, ვის არ უყვარს (იცინის).

– დაოჯახებას ჯერ არ აპირებ?

– ესეც ისეთი საკითხია, ზუსტ პასუხს ვერ გაგცემ. დღეს არ მყავს ცოლი, მაგრამ შეიძლება, ხვალ მოვიყავნო. ანუ, არაფერს გამოვრიცხავ. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. თვითონ მოვა ესეც, არავის ვეძებ.

– 27 წლის ხარ. დაოჯახებაზე ოჯახში  არაფერს გეუბნებიან?

– კი, როგორ არა. შვილიშვილი უნდათ (იცინის). ისე, რომ ვთქვა, მაძალებენ-მეთქი ან რაიმე მსგავსი, არა. 

 

скачать dle 11.3