კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი ტიპის ადამიანებთან ურთიერთობა გვაცლის ენერგიის მაქსიმუმს და რას ნიშნავს მზისა და მთვარის ტიპის ადამიანი

დედამიწაზე აბსოლუტურად ჰარმონიული არაფერია; შესაბამისად, ენერგიების მიმოქცევასაც აქვს თავისი დარღვევები და ეს განსაკუთრებით ადამიანებში შეიგრძნობა. კერძოდ, ეთერულ სხეულში ხშირად ირღვევა ენერგეტიკული მერიდიანები და იქ ენერგიის ცირკულაცია არასწორად ხდება. ამ დროს, არ არის გამორიცხული, ჯანმრთელობის მხრივ გაგვიჩნდეს პრობლემები.

ადამიანი ძირითადად კოსმიური და მიწიერი ენერგიებით იკვებება. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ მას არ ჰყოფნის ასეთი წესით მიღებული ენერგია და ვერც ბუნებიდან ახერხებს მის მიღებას, ის იწყებს მსხვერპლის ძებნას. შესაძლოა, ეს მსხვერპლი, ანუ ენერგოდონორი, უახლოესი ადამიანიც აღმოჩნდეს. ამიტომ, გირჩევთ, ყურადღებით იყოთ, რადგან თავის დაცვა არა მხოლოდ უცხოებისგან, არამედ, შესაძლოა, ახლობელი ადამიანებისგანაც მოგიწიოთ.

ბუნებაში ენერგოვამპირის ორი ტიპი არსებობს, კერძოდ, მზისა და მთვარის. „მთვარის ტიპი“ არ არის აგრესიული და ნაკლებად საშიშია; „მზის ტიპი“ კი საკმაოდ აგრესიულია და ეს ერთი შეხედვითაც შესამჩნევია. „მზის ტიპის“ ენერგოვამპირი ხშირად აღგზნებულია, არ მალავს აგრესიას; ცდილობს, საკუთარი აზრი ნებისმიერი ფორმითა და ხერხით მოახვიოს თავს სხვა ადამიანებს; არ ითვალისწინებს სხვების რჩევებსა და აზრებს. მისთვის დარიგების მიცემა წყლის ნაყვაა. არის ეგოისტი, მაგრამ, ამავდროულად, კარგი ორატორი. ასეთი ტიპის ენერგოვამპირი მეტყველების წყალობით, ლაპარაკით იჭერს მსხვერპლს და იწყებს მისგან ენერგიის გამოწოვა-შთანთქმას. მათი უმრავლესობა ცეცხლის სტიქიის ქვეშაა დაბადებული, ამ სტიქიის გავლენა კი მკვეთრად შეიგრძნობა მათში. „მთვარის ტიპის“ ენერგოვამპირი „მზის ტიპის“ ენერგოვამპირისგან სრულიად განსხვავდება: ის სულ უკმაყოფილო და ცხოვრებაზე გულაცრუებულია, გამუდმებით წუწუნებს ბედზე, ხშირად ლაპარაკობს თავის პრობლემებზე, უყვარს სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა. ასეთი წესით, ის მონოტონურად აცლის ადამიანს ენერგიას, თავად კი ამ ენერგიით იკვებება.

თუ ენერგოვამპირს დროზე არ გაეცალეთ, შესაძლოა, მან თქვენგან იმდენი ენერგია „გამოქაჩოს,” რომ თავი შეუძლოდ იგრძნოთ. ამიტომ, უნდა შეძლოთ მისი იგნორირება,  მაგალითად, არ მიაქციოთ ყურადღება და გულთან ახლოს არ მიიტანოთ მოსაუბრის სიტყვები; ან, პირიქით, შეტევაზე გადადით: სანამ ის ხმას აუწევს და თავის პრობლემებზე დაიწყებს წუწუნს, თქვენ დაასწარით, არ მისცეთ ლაპარაკის საშუალება და მეტი ილაპარაკეთ.

ბევრი ამბობს, ბედი არ მაქვსო. გახსოვდეთ, ასე ლაპარაკი არ შეიძლება. ამით საკუთარ თავსაც თვალავთ, ენერგოვამპირისთვისაც ადვილად ხელმისაწვდომი ხდებით და წარმატებებისკენ მიმავალ გზასაც ხერგავთ. ამას ჯობია, იმოქმედოთ, არ გააკეთოთ ისეთი რამ, რაც უკან ცუდად დაგიბრუნდებათ და ცხოვრებას გაგიმწარებთ. 

 დედამიწაზე წარუმატებელი ადამიანი არ არსებობს, არსებობენ ინფორმაციის უარმყოფელი ადამიანები, რომლებიც არ ითვალისწინებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში იმას, რაც სწორედ მათ ბედზე აგებს პასუხს და მათ უიღბლობას განაპირობებს. ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია, საკუთარ თავს დაეხმაროს, გახდეს წარმატებული, სასურველი და იღბლიანი. ასე რომ, ნურასდროს იტყვით საკუთარ კეთილდღეობაზე უარს, დაკვირვებით და ფხიზელი თვალით უყურეთ სამყაროს და კოსმოსიდან აუცილებლად მიიღებთ საჭირო ინფორმაციას, მათ შორის იმასაც, რომელი ადამიანის გვერდით ყოფნაა თქვენთვის საშიში, ენერგიის გამომცლელი, ან – პირიქით, დადებითი ენერგიების მომცემი. გირჩევთ, ნუ მოადუნებთ გონებას და მიაქციეთ ყურადღება, რა მინიშნებას გაძლევთ ცხოვრება კოსმოსური სამყაროდან, ასეთი მინიშნებები კი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავია.

скачать dle 11.3