კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შოკისმომგვრელი წერილი გადასცეს ლენინისგან სტალინს ცოლის თანდასწრებით

ლენინის ცნობილმა „წერილმა ყრილობისადმი”, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად მოცემულია მაშინდელი ცენტრალური კომიტეტის ხელმძღვანელების – სტალინის, ტროცკის, ზინოვიევის, კამენევისა და პიატიკოვის დახასიათება, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კომუნისტური პარტიის ისტორიაში, ლენინის სიკვდილის შემდეგ ხელისუფლებისთვის ბრძოლაში... როგორც ცნობილია „ყრილობისადმი წერილის”   კარნახი ავადმყოფმა ლენინმა 1922 წლის 23 დეკემბერს დაიწყო... წერილში ლენინი სტალინს (ტროცკისთან ერთად) აღიარებს როგორც „თანამედროვე ცენტრალური კომიტეტის გამოჩენილ ბელადს”, მაგრამ ამასთანავე დასძენს: „ამხანაგმა სტალინმა, გენერალური მდივანი რომ გახდა, მთლიანად თავის ხელში აიღო განუსაზღვრელი ძალაუფლება და მე დარწმუნებული არ ვარ, შეძლებს თუ არა ის ყოველთვის ფრთხილად გამოიყენოს ეს ძალაუფლება...” ამავე წერილის დამატებაში, რომელიც ლენინმა უკარნახა ათი დღის შემდეგ, 1923 წლის 4 იანვარს, ის ამბობს: „სტალინი ერთობ უხეშია და ეს ნაკლი, რომელიც სავსებით ასატანია ჩვენს, კომუნისტების წრესა და ურთიერთობაში, აუტანელი ხდება გენერალური მდივნის თანამდებობაზე. ამიტომ, მე წინადადებით მივმართავ ამხანაგებს, მოიფიქრონ ამ ადგილიდან სტალინის სხვაგან გადაყვანის საშუალება და დანიშნონ ამ ადგილზე სხვა ადამიანი, რომელიც ყველა სხვა მხრივ განსხვავდება ამხანაგი სტალინისგან მხოლოდ ერთი უპირატესობით...” აქვე, ლენინი ყრილობას მოაგონებს, რომ ზინოვიევისა და კამენევის ოქტომბრის ეპიზოდი (მათი ღალატი და გამცემლობა) რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის! 

ჯერ კიდევ 1921 წლის დასასრულს თავი იჩინა ლენინის ავადმყოფობამ და უკიდურესმა გადაღლილობამ. ამის მიუხედავად, შეძლო მისი უშუალო ხელმძღვანელობით, ჩაეტარებინა „რკპ” მე-2 ყრილობა (1922 წლის 27 მარტი 2 აპრილი) და ამ ყრილობის მიერ არჩეული ცენტრალური კომიტეტის პლენუმიც. სწორედ ამ პლენუმმა გადაწყვიტა, დაეწესებინა პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის პოსტი. ამავე პლენუმზე გენერალური მდივნის თანამდებობაზე აირჩიეს სტალინი... 1922 წლის 16 დეკემბერს გორკში სამკურნალოდ და დასასვენებლად მყოფი ლენინის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა. ლენინმა დაკარგა სრულფასოვანი მეტყველების უნარი, შეწყვიტა მოქმედება მარჯვენა ხელმა და მარჯვენა ფეხმა... ცენტრალური კომიტეტის პლენუმმა უშუალოდ სტალინს დააკისრა „პერსონალური პასუხისმგებლობა” ლენინის იზოლაციაზე, როგორც მუშაკებთან მისი პირადი ურთიერთობის, ისე მიმოწერის მხრივ.  შემდეგში, ლენინის თანამებრძოლეები და სხვები ერთ ამბავს ტეხენ იმის გამო, რომ თითქოს სტალინი მეტისმეტად ცდილობდა სრულ იზოლაციაში ჰყოლოდა ლენინი და მას ბელადი, ფაქტობრივად, შინაგან პატიმრობაში ჰყავდა... არადა, ცნობილია, რომ 1923 წლის 1 თებერვალს პოლიტბიუროს სხდომაზე სტალინმა ოფიციალურად მოითხოვა გაეთავისუფლებინათ ის ლენინისთვის დაწესებულ სამკურნალო რეჟიმის დაცვის გარანტიის უფლებამოსილებისგან. თუმცა, ერთხმად იქნა უარყოფილი სწორედ მათ მიერ, რომელთაგან ზოგიერთი შემდეგში ბრალს სდებდა მას ზემოაღნიშულში. შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, კრუპსკაიამ ნებსით თუ უნებლიედ, მაინც დაარღვია აღნიშნული რეჟიმი და მიაწოდა ლენინს გარკვეული ინფორმაცია ცენტრალური კომიტეტის პლენუმის მიმდინარეობის შესახებ. ამის საფუძველზე ლენინმა კრუპსკაიას უკარნახა წერილი ტროცკისადმი, რომელშიც მოიწონა მისი პოზიცია ვაჭრობასთან დაკავშირებით. ტროცკიმ ლენინის დავალების შესაბამისად, ეს ამცნო კამენევს, რომელმაც ყოველივე ამის შესახებ საგანგაშო ბარათი მისწერა სტალინს. როდესაც გამოირკვა, რომ აბსოლუტური იზოლაციის პირობებში ავადმყოფმა ლენინმა კრუპსკაიას მეშვეობით მოაწყო მიმოწერა ტროცკისთან, სტალინმა უხეშად დატუქსა კრუპსკაია და დაემუქრა მას ამ საქმის, ესე იგი მისი პარტიული დისციპლინის საკონტროლო კომისიაზე განხილვით. 23 დეკემბერს კრუპსკაიამ პირადი წერილი მისწერა კამენევს, რომელშიც სთხოვა მას და ზინოვიევს, დაეცვათ სტალინის უხეში გამოხდომებისა და მუქარისგან. ამბობენ, რომ ლენინს ამ ინციდენტის შესახებ კრუპსკაიამ არაფერი უთხრა. მიუხედავად იმისა, რომ ლენინის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, დაჟინებული თხოვნით მან ექიმებისგან მიიღო ნებართვა ყოველდღიურად ეკარნახა 5-10 წუთი მაინც. ასეთ პირობებში კარნახობდა ის თავის უკანასკნელ წერილებსა და სტატიებს... 1922 წლის 23 დეკემბერს, საღამოს ლენინმა გამოიძახა მდივანი-სტენოგრაფისტი ვოლოდიჩევა და უკარნახა მას „წერილი ყრილობას” (როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ეს იყო ამ წერილის პირველი ნაწილი).

... როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კრუპსკაიამ ამის შესახებ ავადმოყოფ ლენინს არაფერი ამცნო. ერთი ვერსიის მიხედვით, ლენინმა ეს შეიტყო შემთხვევით (1923 წლის 5 მარტს), გახდა რა უნებლიე მოწმე საუბრისა ნადეჟდა კრუპსკაიასა და მარია ულიანოვს შორის... შეურაცხყოფილმა კრუპსკაიამ ბოლომდე ვერ მოითმინა და ორთვენახევრის შემდეგ, პირადად უამბო ლენინს სტალინის გამოხდომის შესახებ. ლენინი საშინლად აღელდა. მან ვოლიდიჩევას უკარნახა წერილი, რომელშიც წინადადებით მიმართავს სტალინს ბოდიში მოუხადოს კრუპსკაიას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარ კავშირს წყვეტს მასთან... ვოლოდიჩევა წერს, რომ ლენინის ეს ბარათი მან წაუღო სტალინს ბინაში და ნადეჟდა ალილუევას თანდასწრებით გადასცა მას ხელში... ის ჩაფიქრდა და ნელა, გარკვევით და მკაფიოდ წარმოთქვა შემდეგი სიტყვები: „მე მედიკოსი არ ვარ, მე პოლიტიკოსი ვარ. მე ვარ სტალინი! ჩემს ცოლს, პარტიის წევრს, რომ ემოქმედა არასწორად და ის დაესაჯათ, მე ჩემს თავს არ მივცემდი უფლებას, ჩავრეულიყავი ამ საქმეში. კრუპსკაია კი, პარტიის წევრია. რადგან ვლადიმირ ილიას-ძე ამას მოითხოვს, მე მზად ვარ, ბოდიში მოვუხადო კრუპსკაიას უხეშობისთვის.” ინტერესს მოკლებული არ იქნება, გავიხსენოთ, რომ იყო შემთხვვევა, როდესაც სტალინი მართლაც არ ჩაერია პარტიიდან დაუსაბუთებლად გარიცხული მეუღლის საქმეში. 

ნოდარ ბარამიძის მასალების მიხედვით მომზადდა 

 

скачать dle 11.3