კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თუ შეიძლება, გაიღიმეთ!

ანუ, რამდენიმე სასარგებლო რჩევა, რომელთა წყალობითაც ცხოვრება უკეთესობისკენ შეგეცვლებათ.

1) დროულად გამოდით სახლიდან!

ალბათ, არავისთვის უცხო არ არის ის დისკომფორტი, როდესაც ადამიანი სამსახურში, თეატრში, საქმიან შეხვედრაზე, მატარებელზე, თვითმფრინავზე დაგვიანებისას განიცდის. ინგლისელი მეცნიერების კვლევების თანახმად, ამ სტრესს ჩვენი სიცოცხლის მინიმუმ სამი წელი მიაქვს. ამიტომ, დაიხმარეთ მაღვიძარა, მობილური, ოჯახის წევრები და მიეჩვიეთ პუნქტუალობას.

2) მოახდინეთ სურვილების ვიზუალიზაცია!

ყოველ ღამით, ძილის წინ, დახუჭეთ თვალები და, რამდენიმე წუთის განმავლობაში, რაც შეიძლება ნათლად გაიაზრეთ და წარმოიდგინეთ, რისკენ მიისწრაფით ცხოვრებაში: გინდათ, რომ დედა გახდეთ? – „დაინახეთ“ საკუთარი თავი, როგორ აძინებთ შვილს; კარიერაში წინსვლაზე ოცნებობთ? – ვიზუალურად წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: აქეთ-იქით ჩამწკრივებულ თანამშრომლებს შორის არის კიბე უამრავი საფეხურით, თქვენ კი ამ კიბეზე ამაყად, საკუთარ თავში დარწმუნებული სახით ადიხართ და უკვე ბოლო საფეხურს უახლოვდებით...

3) წაიხემსეთ ბანანით!

და, არა მარტო ბანანით, არამედ, ვაშლით, სტაფილოთი და სხვა ხილითა და ბოსტნეულით. მოაწყვეთ მცენარეული პროდუქტებით წახემსება დღეში 4-5-ჯერ, კვებასა და კვებას შორის – ასეთი რეჟიმით ადვილად გააკონტროლებთ წონას და არ მისცემთ გლუკოზასა და ქოლესტერინს მომატების საშუალებას, რაც ნიშნავს, რომ შეგიმცირდებათ ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზისა და დიაბეტის რისკი. ეს და მსგავსი დაავადებები აუარესებს განწყობას, დროზე ადრე აბერებს ორგანიზმს და ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას. ეს რომ არ მოხდეს, მაქსიმალურად დატვირთეთ თქვენი რაციონი მსუბუქი მცენარეული საკვებით.

4) ყოველდღე გააკეთეთ დილის გამამხნევებელი ვარჯიშები და დაკავდით ტანვარჯიშით!

ნუ აურევთ ერთმანეთში გამამხნევებელ ვარჯიშსა და ტანვარჯიშს. გამახნევებელი ვარჯიში – ეს არის მოძრაობათა მცირე კომპლექსი, რომელიც უნდა შესრულდეს დილით, რათა ორგანიზმი სწრაფად გამოფხიზლდეს და შევიდეს სამუშაო რიტმში. მისი ხანგრძლივობა 7-10 წუთია, რის შემდეგაც უნდა მოგეხსნათ მოდუნება და მოთენთილობა და თავი უნდა იგრძნოთ მხნედ და ენერგიულად.

ტანვარჯიში კი არის სერიოზული ფიტნეს-წვრთნა. ოპტიმალური დატვირთვისთვის კრიტერიუმია – ყოველი ვარჯიშისა და ვარჯიშთა მთელი კომპლექსის შემდეგ მსუბუქი დაღლილობის შეგრძნება, რომელიც სწრაფად უნდა გადაიზარდოს ენერგიის მოზღვავებაში.

მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რომ ვარჯიშის სახეობები ხშირად არ უნდა ცვალოთ, რათა ისინი „დაილექოს“ კუნთების „მეხსიერებაში“ და ჩვევაში გადაიზარდოს.

5) ხშირად თქვით „გამარჯობა“ და „გმადლობთ“!

აუცილებლად მიესალმეთ ყველას: მეზობელს, გამყიდველს, გამვლელებს, უფროსებს, უმცროსებს – მოკლედ, ყველას, ვისაც დღის განმავლობაში შეხვდებით, ნაცნობებსაც და უცნობებსაც... მაგრამ, ეს საკმარისი არ არის. სალმის გარდა, აუცილებელია მადლობის თქმაც, ანუ, მადლობაც ყველას უნდა უთხრათ, თანაც, ყოველი წვრილმანისთვის, კარის გაღება იქნება ეს, კაფეში ოფიციანტის მიერ მოტანილი ყავა, ექიმის მომსახურება კლინიკაში (როგორი ძვირიც არ უნდა გადაგახდევინონ) თუ გამყიდველის მომსახურება მაღაზიაში. ფსიქოლოგებმა კვლევების შედეგად დაადგინეს, რომ თავაზიანობის ფორმულა ფლობს უზარმაზარ ემოციურ პოტენციალს: რაც უფრო ხშირად წარმოთქვამთ თავზიან სიტყვებს, მით მეტ პოზიტიურ ენერგიას მიიღებთ გარშემო მყოფებისგან. მაგალითად, როცა თქვენ ვინმეს ესალმებით და ჯანმრთელობას უსურვებთ, საპასუხოდაც იმავეს მიიღებთ და, სულაც არ აქვს დიდი მნიშვნელობა იმას, შეხვედრისას ეტყვით ნაცნობს ჯადოსნურ სიტყვებს – „გმადლობთ!“ ან „ბედნიერ დღეს გისურვებ!“ – თუ ტელეფონში, ზრდილობის გამო – დადებით შედეგს მაინც მიიღებთ.

6) თუ შეიძლება, გაიღიმეთ!

შეიძლება, ყველამ არ იცის, რომ, ისინი, ვინც ხშირად იღიმებიან, გამოიყურებიან გაცილებით ახალგაზრდულად, იშვიათად ავადმყოფობენ, თავს მხნედ გრძნობენ და უფრო წარმატებულებიც არიან, ვიდრე ისინი, ვისთვისაც ღიმილი უცხო ხილია. ეს კი იმიტომ ხდება, რომ პოზიტიურად განწყობილი ადამიანი პოზიტივს იწვევს გარშემო მყოფებშიც და, შესაბამისად, საჭიროების დროს, მას უფრო ხალისით ეხმარებიან, ვიდრე ვიღაც მოღუშულ და წარბებშეკრულ ტიპს.

როდესაც ვიღიმებით, მიმიკური კუნთების ნერვული დაბოლოებები ნერვულ სისტემას გადასცემს სიგნალს, რომ ყველაფერი კარგად არის და, ამ ინფორმაციის მიღებისთანავე, სისტემა იწყებს ენდორფინების – „ბედნიერების ჰორმონების“ გამომუშავებას.

იმისთვის, რომ სრულად გამოიყენონ ეს ეფექტი, იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს სპეციალური კომპიუტერი, რომელიც აფიქსირებს და აანალიზებს პირის მოხაზულობას, თვალების მოძრაობას და მათ გარშემო წარმოქმნილ წვრილ ნაოჭებს, შემდეგ კი პროცენტებში აფასებს ღიმილის ხარისხს.

მაშ, გაიღიმეთ ხშირად და 100 პროცენტით.

скачать dle 11.3